ანტანას მერკისი
ანტანას მერკისი (ლიეტ. Antanas Merkys; დ. 1 თებერვალი, სხვა მონაცემებით, 20 თებერვალი 1887, სოფ. ბაიორაი, ამჟამინდელი კუპიშის რაიონი — გ. 5 მარტი, 1955, ვლადიმირის ოლქი) — ლიეტუვის სახელმწიფო მოღვაწე, უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ომამდელი ლიეტუვის რესპუბლიკისა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაუსწრებლად დაამთავრა რიგის გიმნაზია, იურევის (ამჟამინდელი ტარტუს) უნივერსიტეტში სამართალს სწავლობდა. 1916 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. პირველი მსოფლიო ომისას მობილიზებული იყო რუსეთის არმიაში. 1915 წელს რკინიგზის კომენდანტი კოვნში, კოშედერსა და კეიდანში. მოგვიანებით რუმინეთის ფრონზე მსახურობდა. 1919 წელს ლიეტუვის არმიაში მოხალისედ შევიდა.
1927–1932 წლებში კლაიპედის მხარის გუბერნატორი. 1933–1938 წწ კაუნასის ბურგომისტრი. 1936-1940 ლიეტუვის რესპუბლიკის IV სეიმის წევრი. 1939 წელს ვილნიუსის ლიეტუვისთვის გადაცემის შემდეგ ვილენის მხარის მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი.
თავისუფალი ლიეტუვის უკანასკნელი რწმუნებული პრემიერ-მინისტრი (1939 წლის, 21ნოემბერი — 1940 წლის,17 ივნისამდე). ლიეტუვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საბჭოთა კავშირის მიერ წაყენებული ულტიმატუმის შედეგად ანტანას სმეტონის საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ. საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით, იუსტას პალეცკისის მთავრობის მეთაურად დაინიშნა. 1940 წლის 17 ივლისს დაპატიმრებულ და გადაყვანილ იქნა სარატოვში საბჭოთა რეპრესირიული ორგანოების მიერ. 1941 წელს მერკისი და მისი ოჯახი ციხეში გადაგზავნეს. 1954 წელს ციხიდან გათავისუფლდა ლიეტუვაში დაბრუნების უფლების გარეშე. გაიგზავნა ვლადიმირის მხარეში, სადაც აღესრულა კიდეც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანტანას მერკისი დაარქივებული 2019-08-14 საიტზე Wayback Machine.
წინამორბედი: ანტანას სმეტონა |
ლიეტუვის პრეზიდენტი 1940 – |
შემდეგი: იუსტას პალეცკისი |
|