მიხეილ გრუშევსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ გრუშევსკი

მიხეილ სერგეის ძე გრუშევსკი (უკრ. Михайло Сергійович Грушевський, რუს. Михаи́л Серге́евич Груше́вский; დ. 17 სექტემბერი, 1866, ქ. ხოლმი, ახლანდ. ხელმი, პოლონეთი, — გ. 25 ნოემბერი, 1934, ქ. კისლოვოდსკი) — უკრაინელი პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1910), უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1924), საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929).

დაიბადა ქალაქ ხელმში არისტოკრატულ ოჯახში. ბავშვობა საქართველოში გაატარა, სწავლობდა ტფილისის პირველ გიმნაზიაში (მემორიალური დაფა, 1996). უმაღლესი განათლება მიიღო კიევის წმ. ვლადიმირის უნივერსიტეტში. იცავდა უკრაინის ეროვნულ იდეებს, რისთვისაც მუდმივად დევნიდნენ. 1914 ნოემბერში გრუშევსკი დააპატიმრეს და ქალაქ სიბირსკში გადაასახლეს. თებერვლის რევოლუციის და რუსეთის მონარქიის დამხობის (1917) შემდეგ იგი დაბრუნდა კიევში, აირჩიეს უკრაინის ცენტრალური რადის თავმჯდომარედ (1917–1918), იბრძოდა უკრაინისათვის ფართო პოლიტიკური და ეროვნულ-კულტურული ავტონომიის მოსაპოვებლად ფედერალიზმის საფუძველზე. უკრაინის მმართველ დირექტორიასთან კონფლიქტის გამო 1919 წელს გრუშევსკი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. მოგვიანებით ბოლშევიკების მიმართ შემრიგებლური პოზიცია აირჩია. 1924 წელს საბჭოთა უკრაინის მთავრობის მიწვევით გრუშევსკი დაბრუნდა უკრაინაში, თუმცა 1931 წელს დააპატიმრეს და ბრალი დასდეს „უკრაინის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელობაში. განთავისუფლების შემდეგ იძულებით ცხოვრობდა მოსკოვში. დაკრძალულია კიევში. მისი სახელობისაა ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Історія Украïни–Руси, т. 1–10 (в 13 кн.), К., 1898–1936 (т. 1–11, К., 1991–98).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]