ზამბეზიის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ზამბეზიის პროვინცია
პორტ. Zambézia
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
ადმ. ცენტრი კელიმანე
შიდა დაყოფა Alto Molocue District, Chinde District, Gilé District, Gurué District, Ile District, Inhassunge District, Lugela District, Maganja da Costa District, Milange District, Mocuba District, Mopeia District, Morrumbala District, Namacurra District, Namarrói District, Nicoadala District და Pebane District
კოორდინატები 17°00′00″ ს. გ. 37°00′00″ ა. გ. / 17.00000° ს. გ. 37.00000° ა. გ. / -17.00000; 37.00000
ფართობი 105 008 კმ²
მოსახლეობა 3 897 064 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 37,11 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2]]
ოფიციალური საიტი https://www.zambezia.gov.mz/

ზამბეზიის პროვინცია (პორტ. Zambézia) — პროვინცია მოზამბიკში.

ზამბეზიის პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის ცენტრალურ ნაწილში, მალავის საზღვარსა და ინდოეთის ოკეანის სანაპიროებს შორის. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ნიასისა და ნამპულის პროვინციები, სამხრეთით — სოფალისა და ტეტეს პროვინციები. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კელიმანე. ფართობი — 105 008 კმ². მოსახლეობა — 3 897 064 ადამიანი (2007).

პროვინციას სახელწოდება ეწოდა მდინარე ზამბეზისგან, რომელიც მას ჰყოფს სოფალის პროვინციისგან და ინდოეთის ოკეანეში ჩაედინება. ზამბეზიის ტერიტორია ოკეანის სანაპიროებზე დაფარულია მანგროს ჯუნგლებითა და ჭაობებით, უფრო შორს, კონტინენტის სიღრმეში, იწყება ტყის მასივები.

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა. ზამბეზიაში მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი, შაქრის ლერწამი, ჩაი, აკაჟუს კაკალი და ბამბა. გურუეს რაიონში მდებარეობს მოზამბიკში უდიდესი ჩაის პლანტაცია. ასევე განვითარებულია მეთევზეობა, კიბორჩხალების დაჭერა. პროვინციაში მოიპოვება და მუშავდება ძვირფასი ქვები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]