კაშკადარია
| კაშკადარია | |
|---|---|
|
კაშკადარია ქალაქ ქითაბში | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | კაშკადარიის ოლქი |
| სიგრძე | 378 კმ |
| აუზის ფართობი | 8780 კმ² |
| წყალსაცავი | ჩიმყორღანის |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 24,9 მ³/წმ |
|
| |
კაშკადარია (უზბეკ. Qashqadaryo; სათავეში შინგასოი, ქვემოთში მაიმანაქდარია) — მდინარე უზბეკეთში. სიგრძე 378 კმ, აუზის ფართობი 8780 კმ². სათავე აქვს ზარაფშანისა და ჰისარის ქედების დასავლეთ შტოქედებზე. სოფელ დუაბის შემდეგ მიედინება ფართო ხეობაში და მარცხნიდან იერთებს რიგ შენაკადებს, რომელთაგან ბევრი წყლოვანებით კაშკადარიაზე დიდია. მთავარი შენაკადებია: აქსუ, თანხაზდარია, იაქაბაგდარია (ყიზილდარია) და ღუზარდარია. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზაფხულში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 266 კმ-ზე 24,9 მ³/წმ. ფართოდ იყენებენ სარწყავად, ყარშის ოაზისის შემდეგ მდინარის კალაპოტი თანდათან იკარგება. მდინარე ზარაფშანიდან დამატებით წყალს იღებს ესქიანხორის არხის მეშვეობით. კაშკადარიაზე აგებულია ჩიმყორღანის წყალსაცავი.[1][2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კაშკადარია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 442–443.
- ↑ Кашкадарья // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 11 — М., 1973.