წოვათუშები
წოვათუშები, შემოკლებით წოვები, ანუ ბაცბები — ქართული ეროვნული ცნობიერების მქონე სუბეთნოსი (დაახლოებით 3 ათასი კაცი). ისტორიულად სახლობდნენ თუშეთის ტერიტორიაზე. მოგვიანო პერიოდში თუშების მსგავსად მოხდა მათი ბარში, ალვანში ჩამოსახლება. წოვათუშები ბილინგვები არიან და საუბრობენ როგორც ქართულად, ასევე ნახური ქვეჯგუფის წოვათუშურ (ბაცბურ) ენაზე.
ორთოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ეთნონიმის სწორი დაწერილობა არის „წოვათუში“, „წოვათუშები“ (დეფისის გარეშე), თუმცა სამეცნიერო ლიტერატურაში, მათ შორის ქსე-ში, ხშირად ვხვდებით მის არასწორ დაწერილობასაც — „წოვა-თუში“, „წოვა-თუშები“.
ენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წოვათუშები ბილინგვუალები არიან. საუბრობენ ქართულად და წოვათუშურად (ბაცბურად), რომელიც ინგუშურის მონათესავე ენაა და ნახურ ენათა ჯგუფში შედის.
განსახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წოვები (ისევე როგორც, ნაწილობრივ, პირიქითა თუშები) მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ, რამდენადაც ოდითგანვე მათ სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენდა მეცხვარეობა. ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ წოვათუშების სოფლები გაშენებულია როგორც მთაში, ისე — ბარში:
- მთაში მათ ჰქონდათ სოფლები: ინდურთა, მოზართა, ეთელთა, ნაზართა, წარო, შავწყალა, საგირთა (სტიქიური უბედურებების გამო განადგურდა 1861 წელს) და ნადირთა;
- ბარში მოსახლეობდნენ:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თოფჩიშვილი რ., წოვა-თუშები. საქართველოს ეთნოგრაფია /ეთნოლოგია / ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლ. ინ-ტი. თბ., 2010, გვ.154-162
- ნიჟარაძე ბ. ისტორიულ–ეთნოგრაფიული სტატიები. ტომი 1. თბ., 1962
- ბუქურაული ივ. თუშური ლექსები.მოამბე. №3. ტფილისი, 1895
- Шавхелишвили А. Тушины. Тбилиси, 2001
- Цискаришвили Ив. Записки о Тушети. Кавказ. 1848. №7, 1848
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბელა შავხელიშვილი, წოვა-თუშები ქართულ სოციოკულტურულ სამყაროში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი "სპეკალი", №4