კენჭიყარა
იერსახე
| კენჭიყარა | |
|---|---|
საბატკნე (მარცხნივ) და კენჭიყარა (მარჯვნივ), ხედი ბაკურიანიდან | |
| კოორდინატები: 41°43′24″ ჩ. გ. 43°36′25″ ა. გ. / 41.72333° ჩ. გ. 43.60694° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2349 მ |
| ქედი | ციხისჯვრის ქედი |
| ამგებელი ქანები | თიხა, ქვიშაქვა და მერგელი |
კენჭიყარა — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, ციხისჯვრის შტოქედზე, მდინარეების ქციის ზემო დინებისა და გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2349 მ. კენჭიყარა აგებულია კაინოზოური თიხებით, ქვიშაქვებითა და მერგელებით. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 621.