თელეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქედის ხედი ჩრდილოეთიდან

თელეთის ქედი, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი შტოქედი. აღმოსავლეთით მტკვრის ხეობამდე ეშვება, სამხრეთიდან საზღვრავს თბილისის ქვაბულს. ქედს განედური მიმართულება აქვს და გადაჭიმულია 13-14 კმ-ზე.[1] აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით. დაბალმთიანია (1100 მ-მდე[1]). აქვს მოსწორებული თხემი და მშრალი ხევებით დანაწევრებული კალთები. შემოსილია უმეტესად ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. კალთების ქვემო ნაწილში ხელოვნურადაა გაშენებული ტყეები, მ. შ. ფიჭვნარი. თელეთის ქედზეა მწვერვალი შავნაბადა. ქედის დასავლეთ თხემურ ნაწილში მდებარეობს სოფ. ტაბახმელა, სამხრეთ კალთაზე — სოფლები ახალწყარო, ზემო თელეთი, მუხრან-თელეთი, ქვემო თელეთი და წალასყური.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „თბილისი“, თბილისი, 2002, გვ. 542.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: