ზურაბ გეწაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზურაბ გეწაძე
Zura Getsadze.jpg
ზურა გეწაძე
დაბ. სახელი ზურა გეწაძე
დაბ. თარიღი 6 თებერვალი, 1971 (1971-02-06) (48 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1988–1992 წლები
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი

ზურაბ გეწაძე (დ. 6 თებერვალი, 1971) — ქართველი რეჟისორი და მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მმართველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზურაბ გეწაძე დაიბადა 1971 წლის 6 თებერვალს, თბილისში. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო). მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 1992 წლიდან. დრამის რეჟისურაში მომზადება გაიარა რობერტ სტურუას სამაგისტრო ჯგუფში 2008–2010 წლებში. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

პროფესიული გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1992 წლიდან დღემდე: მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მსახიობი და რეჟისორი.
  • 2000: შემოქმედებითი კავშირი “კავკასიური თეატრალური ლაბორატორიის” დამფუძნებელი, მენჯერი, ამჟამად აღმასრულებელი დირექტორი.
  • 2005-2007: ფოკის დედათა მონასტერთან არსებული ტიხრული მინანქრისა და ოქრომჭედლობის სახელოსნო “ფოკანის” PR-მენეჯერი.
  • 2005 წლიდან დღემდე: მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი.
  • 2009 წლიდან დღემდე: მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის მმართველი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დადგმული სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2008: სარა კეინი „4:48 ფსიქოზი“ (კითხვა), (ექსპერიმენტული სცენა)

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატელევიზიო გადაცემების წამყვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1998-2000 წლები: “ტელე-პროცესი” _ მე-9 არხი
  • 2000 წელი: “გვირგვინი” _ I არხი
  • ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო აღნიშვნის მონაწილე.
  • 2004-2006 წლები: “იმედის დილა”, “ჩვენი ეზო” _ ტელეკომპანია "იმედი".
  • 2007 წელი: მუსიკალური კონკურსის “იმედის ტალღა II”-ის პრიზიორი _ ტელეკომპანია "იმედი".

განხორციელებული პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002: თანამედროვე ქართული პიესების კითხვა, მენეჯერი.
  • 2004: თეატრალური ფესტივალი „ახალი დრამა“, მენეჯერი.
  • 2008: „სალომე ყანჩელის საღამო“, რუსთაველის თეატრი, მენეჯერი, დამდგმელი რეჟისორი (რობერტ სტურუასთან ერთად)
  • 2009: თანამედროვე ქართული პიესების კითხვა თუმანიშვილის თეატრში. ბასა ჯანიკაშვილის „მეტრო“ და ლალი კეკელიძის „მკვდარი საათი“. რეჟისორი, პროექტის მენეჯერი.
  • 2010: პროექტი „ახალი ქართული პიესების საჯარო კითხვები“ თუმანიშვილის თეატრში. პროექტის ხელმძღვანელი.
  • 2013: ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, გენერალური დირექტორი.
  • 2014: ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, გენერალური დირექტორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]