ზიმბაბვეს ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
50$ ბანკნოტზე გამოსახული დიდი ზიმბაბვე

ზიმბაბვეში ტურისტული ღირსშესანიშნაობები ქვეყნის ყველა რეგიონში მდებარეობს. ეკონომიკურ ცვლილებებამდე ტურიზმის დიდი ნაწილი ზიმბაბვეზე მოდიოდა, თუმცა ამჟამად ტურიზმისგან უფრო მეტ სარგებელს ზამბია იღებს. ვიქტორიას ჩანჩქერის ეროვნული პარკი ზიმბაბვეს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

მოზამბიკის საზღვართან მთათა სერია, აღმოსავლეთ მაღალმთიანეთი მდებარეობს. მაღალმთიანეთი ჩრდილოეთით ნიანგანიდან სამხრეთით ბვუმბას მთიანეთამდეა გადაჭიმული. ტრანსსასაზღვრო პარკის ენდემური სახეობები მეცნიერებსა და მოლაშქრეებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს. ნიანგას მთებიდან 60-70 კმ-ის მოშორებით მდებარე ადგილების დანახვაა შესაძლებელი, ხოლო მზიან დღეებში ქალაქი რუსაპეც მოჩანს.

ზიმბაბვე აფრიკის სხვა ქვეყნებისგან გამორჩეულია შუასაუკუნეების ხანის ქალაქთა ნანგრევების რაოდენობით, რომლებიც უნიკალური მშრალი ქვის სტილით იყო აგებული. მათგან ყველაზე მეტად ცნობილია დიდი ზიმბაბვეს ნანგრევები მასვინგოში, რომელიც ზიმბაბვეს სამეფოს ხანიდან გადარჩა. სხვა ნანგრევებს შორის აღსანიშნავია: ხამი, დანანგომბე და ნეილთეილი.

ტურისტული ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანჩქერი ვიქტორია მდ. ზამბეზზე

ეროვნული პარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანჩქერ ვიქტორიას ეროვნული პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანჩქერ ვიქტორიას ეროვნული პარკი მოიცავს მდინარე ზამბეზის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს. პარკის დიდი ნაწილი ქვიმის ტყეებს უკავია, სადაც პალმები და ამერიკული წითელი ხეც ხარობს. ვიზიტორებს სპილოების, აფრიკული კამეჩების, სამხრეთული თეთრი მარტორქების, ჰიპოპოტამების, კანებისა და ანტილოპების სხვა სახეობების ნახვის შესაძლებლობა აქვთ.

მანა-პულსის ეროვნული პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანა-პულსის ეროვნული პარკი მოიცავს მაგნოლიის, ბაობაბისა და გარეული ლეღვის ტყეებს. ოდესღაც ეროვნული პარკი აღმოსავლური შავი მარტორქების პოპულაციის თავშესაფარს წარმოადგენდა, თუმცა 1994 წლისთვის მათი რაოდენობა 10-მდე შემცირდა.[1]

მატობოს ეროვნული პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუშველდის ეკორეგიონში მდებარე მატობოს ეროვნული პარკი ზიმბაბვეს უძველესი ეროვნული პარკია. პარკის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი სახეობის ხე ხარობს, მათ შორის, მთის აკაცია და ველური მსხალი.[2] პარკი მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა: აქ 175 სახეობის ფრინველი, 88 სახეობის ძუძუმწოვარი, 39 სახეობის გველი და 16 სახეობის თევზი ბინადრობს. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს არქეოლოგიური ძეგლები: ბამბატას, ინანკეს, ნვატუგისა და პომონგვეს მღვიმეები, სადაც ბუშმენების კედლის მხატვრობის ნიმუშები, ადამიანთა ჩონჩხები და პრიმიტიული იარაღებია აღმოჩენილი.[3]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეფ-მზარეულები Victoria Falls Hotel-ში

ვიზიტორთა სტატისტიკა 2014-2017 წლებში:[4]

ქვეყანა 2017 2016 2015 2014
სამხრეთ აფრიკა} 716,234 736,993 744,627 607,616
მალავის დროშა მალავი 407,006 409,302 320,181 321,874
ზამბიის დროშა ზამბია 353,214 310,495 327,559 285,727
მოზამბიკის დროშა მოზამბიკი 189,237 171,684 181,435 169,829
ბოტსვანის დროშა ბოტსვანა 101,845 94,347 70,354 71,384
აშშ-ის დროშა აშშ 101,206 82,699 66,577 57,410
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო და ირლანდიის დროშა ირლანდია 73,552 32,457 53,528 38,606
გერმანიის დროშა გერმანია 37,304 28,929 26,355 24,572
იაპონიის დროშა იაპონია 34,214 22,566 12,713 18,443
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 33,811 26,223 26,422 28,368
ჯამი 2,422,930 2,167,686 2,056,588 1,880,028

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mana Pools National Park, Sapi and Chewore Safari Areas, World Heritage Convention, UNESCO
  2. Zimbabwe - The Spirit of Matobo (Matopos) Siyabona Africa დაარქივებული 2012-02-09 საიტზე Wayback Machine.
  3. Brain, C.K. 1983The Hunters of the Hunted? An introduction to African cave taophonomy. University of Chicago Press. ISBN 978-0-226-07090-2 [1]
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-06. ციტირების თარიღი: 2020-04-06.