ხამი
ხამის ნანგრევები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 22°09′30″ ს. გ. 28°22′36″ ა. გ. / 22.15833° ს. გ. 28.37667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1986 (მე-10 სესია) |
ნომერი | 365 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 365 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ხამი — ძველი ქალაქის ნანგრევები თანამედროვე ზიმბაბვეს ტერიტორიაზე. ერთ დროს ის ბუტუას სამეფოს დედაქალაქი იყო. მდებარეობს თანამედროვე ქალაქ ბულავაიოდან 22 კმ-ით დასავლეთით. მისი ნანგრევები ამჟამად ზიმბაბვეს ეროვნულ მონუმენტს წარმოადგენს. 1986 წლიდან ასევე შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ბუტუას სამეფო არაბი და პორტუგალიელი ვაჭრებისთვის ოქროს მთავარ წყაროს წარმოადგენდა. რეგიონი პირველად 1512 წლის ჩანაწერებშია მოხსენიებული. 1683 წლამდე, სამეფოს ტორვას დინასტია მართავდა. მისი მოსახლეობა კალანგას ხალხის წინაპრად მიიჩნევა. 1683 წელს სამეფო როზვის იმპერიამ დაიპყრო.
XVII საუკუნეში როზვის იმპერიამ ქალაქი გადაწვა და მიწასთან გაასწორა. ხამის კომპლექსი მოიცავს წრიულ, ზოგჯერ დატერასებულ ხელოვნურ პლატფორმებს, რომლებსაც გარს კედლები აკრავს. ულამაზესი, 6 მეტრი სიმაღლისა და 68 მ სიგრძის დეკორირებული საყრდენი კედლები მთელს სიგრძეზე ჭადრაკის დაფისებურადაა მოხატული. პლატფორმების სიმაღლე 2-7 მეტრია და ნაგებია თიხით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Pictures of Khami Ruins,Bulawayo Zimbabwe
- Trail Guide of Khami Ruins,Bulawayo Zimbabwe
- Khami Ruins National Monument
|