ანგოლის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანგოლის დედაქალაქ ლუანდას ხედი ფორტალეზას ციხესიმაგრიდან.

ანგოლის ტურიზმი ძირითადად ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეზე, მათ შორის მდინარეებზე, ჩანჩქერებსა და სანაპიროებზეა დაფუძნებული.[1] ანგოლის ტურიზმის ინდუსტრია ახალია და პორტ-კოლონიური სამოქალაქო ომის შემდეგ აღორძინდა. განსხვავებით რეგიონის სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც აშშ-ის, ევროპის კავშირისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლის ან ვიზის მარტივად აღების შესაძლებლობებს აძლევენ, ანგოლის სავიზო პოლიტიკა რთული და საბჭოთა კავშირის დროინდელი სავიზო მოთხოვნილებების (ოფიციალური მოწვევის წერილი, მოგზაურობის მიზნებისა და განზრახვის აღმნიშვნელი საბუთები, მოგზაურობის მარშრუტის ასლი, დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი და ა.შ.) მსგავსია. მსგავსი მოძველებული პროცედურის გამო კონკურენტულ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ტურისტები ანგოლას უპირატესობას ნაკლებად ანიჭებენ.

ტურისტული ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამეიას ეროვნული პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამეიას ეროვნული პარკი ანგოლის ერთ-ერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. პარკი მდებარეობს მოშიკოს პროვინციაში, ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზე. ეროვნულ პარკს სახელი ეწოდა იმ მუნიციპალიტეტის შესაბამისად, სადაც ის მდებარეობს. პარკის დიდი ნაწილი სეზონურად დატბორილი დაბლობებისგან შედგება, რომელიც მდინარე ზამბეზის აუზს მიეკუთვნება. პარკის ტერიტორია მოიცავს მიომბოს ტყეებსაც, რომელიც დასავლეთ ზამბიაში, ზამბეზის აუზში მდებარე ტყეების მსგავსია. პარკის საზღვართან ორი ტბა: კამეია და დილოლო (ანგოლის უდიდესი ტბა) მდებარეობს, რომლებიც წყლის ფრინველებით მდიდარ ლერწმებისა და ბალახების ჭაობებს მოიცავს.[2]

კანგალადას ეროვნული პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანგადალას ეროვნული პარკი მდებარეობს ანგოლაში, მალანჟეს პროვინციაში. იგი ანგოლის უმცირესი ეროვნული პარკია და მოთავსებულია მდინარე კუიჟესა და მდინარე კვანზას ორ უსახელო ტერიტორიას შორის. პარკი 1963 წელს შეიქმნა, როდესაც ანგოლა ჯერ კიდევ პორტუგალიის კოლონია იყო.[3]

იოანას ეროვნული პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაობაბი იოანას ეროვნულ პარკში

ერთ-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია იოანას ეროვნული პარკი. იგი ნამიბეს პროვინციაში, ქალაქ ნამიბედან 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. პარკი 15 300 კმ²-ზეა გადაჭიმული და ანგოლის უდიდესი პარკია. იოანას ეროვნული პარკი ცნობილი უნიკალური ფლორითა და წარმოუდგენელი კლდოვანი წარმონაქმნებით.[4][5]

ვიზიტორთა სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ტურისტთა სტატისტიკა ანგოლაში 2014-2015 წლებში:[6][7]

რესურსები ინტერტნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Virtual Angola - Tourism - Why Angola? დაარქივებული 2008-03-31 საიტზე Wayback Machine.
  2. BirdLife Data Zone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-03. ციტირების თარიღი: 2020-02-27.
  3. BirdLife Data Zone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-03. ციტირების თარიღი: 2020-02-27.
  4. Iona National Park travel guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-06. ციტირების თარიღი: 2020-02-27.
  5. International Spotlight: Angola. ციტირების თარიღი: 2017-07-21
  6. Anuário de Estatística do Turismo 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-26. ციტირების თარიღი: 2020-02-27.
  7. Anuário de Estatística do Turismo 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-13. ციტირების თარიღი: 2020-02-27.