შინაარსზე გადასვლა

ზემო ქვალონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ქვალონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი
თემი ზემო ქვალონი
კოორდინატები 42°18′12″ ჩ. გ. 41°57′55″ ა. გ. / 42.30333° ჩ. გ. 41.96528° ა. გ. / 42.30333; 41.96528
ცენტრის სიმაღლე 15
მოსახლეობა 145[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ქვალონი — საქართველო
ზემო ქვალონი
ზემო ქვალონი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზემო ქვალონი

ზემო ქვალონი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე), ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ზემო ქვალონი, საალანიო-საფაჩულიო, სახოჭოლავო) ცენტრი.

მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 15 მ-ზე, ხობიდან 12 კმ-ში.

ქვალონი (მეგრ. „ქვიანი ადგილი“) თავდაპირველად ეწოდებოდა ადგილს სოფელ ნოჯიხევის განაპირას, შემდეგ კი უფრო ფართო ტერიტორიის აღმნიშვნელი გახდა. სამეგრელოს სამთავროს დავით დადიანისეული დაყოფით (XIX საუკუნის 40-იანი წლები) სოფელი ქვალონი შედიოდა ზუბის მაზრაში, სამთავროს გაუქმების შემდეგ — ზუგდიდის მაზრაში. სოფელი მნიშვნელოვნად გაფართოვდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით. XX საუკუნის დასაწყისისთვის არსებობდა სამი სოფელი: ზემო ქვალონი, ქვემო ქვალონი და შუა ქვალონი.[2] 1930-იანი წლებიდან 1990 წლამდე ზემო ქვალონს ეწოდებოდა ალიონი.[3] სოფლის ცენტრში დგას XVI-XVIII საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 145 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[4]20590115
2014[1] 1457273

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5196