ძველი ხიბულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ძველი ხიბულა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°27′07″ ჩ. გ. 41°58′50″ ა. გ. / 42.45194° ჩ. გ. 41.98056° ა. გ. / 42.45194; 41.98056
ადრეული სახელები ხიბულა
ცენტრის სიმაღლე 170
მოსახლეობა 712[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ძველი ხიბულა — საქართველო
ძველი ხიბულა
ძველი ხიბულა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ძველი ხიბულა

ძველი ხიბულა (ყოფილი ხიბულა) — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, ძველი ხიბულის სოფლის შემადგენლობაში.[2] მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 170 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ხობიდან დაშორებულია 24 კილომეტრით.

სოფელი ძველი ხიბულა საეკლესიო-ადმინისტრაციული დაყოფით ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ფოთისა და ხობის ეპარქიას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 712 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 896 428 568
2014[1] Decrease2.svg 712 374 338

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ძველი ხიბულა წყაროებში პირველად იხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. XVII საუკუნეში სოფელში აფხაზეთის კათალიკოსთა ორი სასახლე იდგა. შემორჩენილია ერთ-ერთი სასახლის ნანგრევები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]