ბულიწყუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ბულიწყუ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი
თემი ბულიწყუ
კოორდინატები 42°20′25″ ჩ. გ. 41°52′07″ ა. გ. / 42.34028° ჩ. გ. 41.86861° ა. გ. / 42.34028; 41.86861
ცენტრის სიმაღლე 20
მოსახლეობა 743[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბულიწყუ — საქართველო
ბულიწყუ
ბულიწყუ — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ბულიწყუ

ბულიწყუ სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში.[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ურთის სერის სამხრეთ–აღმოსავლეთ ბოლოსთან, მდინარე მუნჩიის მარცხენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 20 მეტრზე. ხობიდან დაშორებულია 4 კილომეტრით.

სოფელი ბულიწყუ ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ფოთისა და ხობის ეპარქიას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 743 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 657 790 867
2014[1] Decrease2.svg 743 368 375

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის პერიოდში, ახლანდელი ბულიწყუ და საკვიკვინიო გაერთიანებული იყო ერთ სოფლად რომელსაც პირველი მაისი ერქვა. პირველი მაისის ფართობი 1200 ჰა, მოსახლეობის რაოდენობა კი 2534 კაცი იყო. პირველი მაისი მოიცავდა ორ ძირითად ნაწილს: პირველი ბულიწყუ (ამჟამინდელი ბულიწყუ) და მეორე ბულიწყუ ამჟამინდელი საკვიკვინიო.

სოფლის უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს მის ტერიტორიაზე შენარჩუნებული ისტორიული ძეგლები: წმინდა სოფია, მაჩხომერი, ჯახუთი, ნასკალუ, ყურუმელიას ჯიხა.

მდინარე მუნჩიის სანაპიროზე მდებარეობს წმინდა სოფიას ეკლესია. ეკლესიას ირგვლივ გალავანი უვლის. შესასვლელში ოთხკუთხა კოშკის ნაშთია. ეკლესია, კოშკი და გალავანი ნაგებია ადგილობრივი კირ ქვით. ეკლესია ამაღლებულ ბექობზე დგას. ტაძარი სავარაუდოდ 1614 წლის მიწისძვრის დროს დანგრეულა და შემდეგ აღუდგენიათ ლევან დადიანის ბრძანებით და შემწეობით. ამაზე მიუთითებს ეზოში გაბნეულ ჩუქურთმიანი ლოდები. წმინდა სოფიას ტაძრის შესახებ ყველაზე სრულყოფილ მონაცემებს გ. ჩიტაიას ნაშრომი „ფოთისა და ხობის ეპარქიის ისტორიული ძეგლები“ იძლევა.

ტაძრის შემოგარენში აღმოჩენილია ადრე ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ეტყობა მე-19 საუკუნემდე სოფელი ამ ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა. როდესაც რუსული მმართველობა დამთავრდა გარეთა შემოსევები შეწყდა სოფელი ვაკეში ჩამოსულა და იქვე ვაკეში აუშენებიათ - საკვიკვინოს წმინდა სოფიოს ეკლესია. ძველი საეკლესიო ხატები ჯვრები და ჭურჭლები ახალ ეკლესიაში გადმოუსვენებიათ.

  • 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა.
  • ტაძრის ქვეშ გამოქვაბულია.

პირველ მაისში მდებარეობს ყურუმელიას ჯიხა მუნჩიასა და ჩხაიას შეერთების ადგილზე გორაკზე. მას სამი მხრიდან გარს უვლის მდინარე ჩხაია. ციხე კეტავდა ვიწრო ხევს, საიდანაც გზა დღევანდელ სოფელ აბასთუმანში გადადის. აშენებულია ადგილობრივი კირქვით. იქ ნაპოვნია ადრე ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭელი, ზოგი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება, ზოგიც მიმოფანტულია.

სენაკი ზუგდიდის სარკინიგზო მონაკვეთის მარჯვენა მხარეს, მდინარე მუნჩიიდან ნახევარ კილომეტრის სავალ გზაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლი მაჩხომერი. იქვე ჩამოედინება ღელე „მაჩხომერი“. სახელი მაჩხომერი დაკავშირებულია „მეთევზესთან“, წაგრძელებული მართკუთხედის ფორმით გალავნითა და კოშკებით ყოფილა შემოსაზღვრული.

აღმოჩენილია კრამიტისა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და კირქვისაგან გამოთლილი სამშენებლო დეტალები. სავარაუდოდ მკვლევართა აზრით ადრექრისტიანული ხანის ეკლესია უნდა ყოფილიყო.

ჯახუთს განმარტავენ, როგორც „ჯა-ხუთს“ რაც ქართულად ხუთ ხეს ნიშნავს. არსებობს სხვა ვერსია, რომ ჯახუთი შეიძლება ჯახუს-თემს ნიშნავდეს. აქ აღმოჩენილია კირქვით ნაგები მართკუთხედის ფორმის შენობის ნაშთი. ნაგებობა ადრე ფეოდალური ხანის სამლოცველო უნდა ყოფილიყო. ძეგლი ხე-მცენარეებითაა დაფარული. კედლებთან მიმოფანტულია ადრე ქრისტიანული ხანის მოზრდილი ფრაგმენტები. შეიმჩნევა გალავნის კვალი.

პირველი მაისის ერთ ერთ უბანში - სალომაიოში არის ბუნების მიერ შექმნილი ჩანჩქერი [[ჩხაია (ჩანჩქერი)|ჩხაია). მას უკავშირდება ლეგენდა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: გვალვების დროს, ადგილობრივი მოსახლეობა ატარებდა რიტუალს. ეკლესიიდან გამოაბრძანებდნენ ხატებს და ჩხაიის წყლით ბანდნენ, თან ლოცვით შესთხოვდნენ წვიმის მოსვლას. ცნობილია, რომ ამ რიტუალის შესრულების შემდეგ ბუნება სოფელს წვიმას უწყალობებდა. ეს წარმართული რიტუალი დღემდე შემორჩენილია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ფოთისა და ხობის ეპარქიის ისტორიული ძეგლები“ – გ. ჩიტაია.