ზაქარია (იერუსალიმის პატრიარქი)
იერსახე
ზაქარია | |
---|---|
დაიბადა | VI საუკუნე |
გარდაიცვალა | 631 |
ხსენების დღე | 21 თებერვალი |
მოღვაწეობა | პატრიარქი და მღვდელმსახური |
ენა | ძველი ბერძნული ენა |
ზაქარია (გ. 631) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 21 თებერვალი, ახალი სტილით — 5 მარტი. იერუსალიმელი პატრიარქი 609 — 632 წლებში.
ზაქარია იყო იერუსალიმელი პატრიარქი, რომელიც VI საუკუნის ბოლოს და VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. 614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო II თავს დაესხა იერუსალიმს, გაძარცვა ქალაქი, უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი იგდო ხელთ, დახოცა 90 000-მდე ქრისტიანი და ტყვეებიც აიყვანა. ტყვეებს შორის წმინდა ზაქარიაც იყო. შემდგომში, ხოსრო II იძულებული გახდა ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლესათვის (610-641) ზავი ეთხოვა, რომლის სანაცვლოდაც უფლის ჯვარი და ცოცხლად დარჩენილი ტყვეები უკან უნდა დაებრუნებინა. გათავისუფლდა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარიაც, რომელიც 633 წელს გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.