ექვთიმე I (იერუსალიმის პატრიარქი)
ექვთიმე I — იერუსალიმელი პატრიარქი ?-1084 წლებში.
მოხსენიებულია 1083 წლის პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონში. მან პეტრიწონის მონასტრის დამაარსებელ გრიგოლ ბაკურიანის ძესთან ერთად ხელი მოაწერა ტიპიკონს, როდესაც იყო მასთან სტუმრად ფილიპოპოლის პრასტინაში. პატრიარქი მეფეს გაეწვია თესალონიკში, რომ მონაწილეობა მიეღო მეომარი ბერძნებისა და ფრანგების გაზავების საქმეში. გრიგოლ ბაკურიანის-ძეს, როგორც ბიზანტიის იმპერიის დასავლეთის დიდ დომესტიკოსს, უშუალო კავშირი ჰქონდა საბერძნეთის ომსა და ზავის საქმეებთან და აუცილებლად იქნებოდა საზავო მოლაპარაკების დროს თესალონიკში და იერუსალიმელი პატრიარქი თავის ფილიპოპოლის სასახლეში აუცილებლად წაიყვანია სტუმრად, როცა იგი იერუსალიმს უნდა გაბრუნებულიყო. დიდი დომესტიკოსი პატრიარქს უთუოდ თავის ახლად აშენებულ მონასტერსაც აჩვენებდა, რომლის კურთხევასაც მრავალი პირი დაესწრებოდა.
ციტატა ქართულენოვანი ტიპიკონიდან:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ა. შანიძე, „ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი“: ტიპიკონის ქართული რედაქცია. - თბ. : მეცნიერება, 1971