დოსითეოზ II ნოტარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

დოსითეოზ II ნოტარა (დ. 1 მაისი, 1641, არახოვი, ოსმალეთის იმპერია — გ. 7 თებერვალი, 1707, სტამბოლი) — იერუსალიმის პატრიარქი 1669-1707 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პელოპონესში. დიაკვნად ეკურთხა 1657 წელს. მსახურობდა იერუსალიმის პატრიარქ პაისისთან. პაისისთან ერთად მოიარა დუნაის ნაპირები და შავი ზღვის მხარეები შემოწირულობათა მისაღებად. 1660 წელს პაისი გარდაიცვალა და დოსითეოზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო პატრიარქად ნეკტარის არჩევაში. ნეკტარმა დოსითეოზი დანიშნა კესარიის მიტროპოლიტად. 1669 წელს დაიკავა იერუსალიმის პატრიარქის თანამდებობა. დოსითეოზ II ნოტარა ბევრს მოგზაურობდა, ცდილობდა შეეგროვებინა თანხა ქრისტეს საფლავის ტაძრის გამოსახსნელად. მის დროს შედგა 1672 წლის იერუსალიმის კრება. რჩევებს აძლევდა პეტრე I დიდს საეკლესიო რეფორმის საკითხებზე. დოსითეოზ II ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში, 1658-1659 და 1681-1683 წლებში. ჰქონდა მიმოწერა ქართველ მეფე-მთავრებთან. ცნობილია 1699-1706 წლების ასეთი 5 წერილი. ავტორია მრავალი თხზულებისა, მათ შორისაა „იერუსალიმის პატრიარქთა ისტორია“, რომელიც გამოიცა ბუქარესტში 1715 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]