ოლიმპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოლიმპო)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპი
ოლიმპი
ოლიმპი
კოორდინატები: 40°05′08″ ჩ. გ. 22°21′31″ ა. გ. / 40.08556° ჩ. გ. 22.35861° ა. გ. / 40.08556; 22.35861
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სიმაღლე 2917 
პირველი ასვლა 2 აგვისტო, 1913
ოლიმპი — საბერძნეთი
ოლიმპი
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ოლიმპი, ოლიმპო (ბერძნ. Όλυμπος) — საბერძნეთის უმაღლესი მწვერვალი. სიმაღლე 2917 მ.[1] წარმოადგენს მთის მასივს. მდებარეობს ეგეოსის ზღვის თერმეკოსის ყურის ნაპირებთან, თესალიისა და მაკედონიის საზღვარზე, საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკიდან დაახლოებით 100 კილომეტრში. აქვს 52 პიკი.[2] ოლიმპის სამი ყველაზე მაღალი მწვერვალია: მიტიკასი (2917 მ), სკოლიო (2912 მ) და სტეფანი (2905 მ). უმთავრესად აგებულია მარმარილოსებრი კირქვებითა და კრისტალური ფიქლებით. კალთები ციცაბოა, დასერილია ხეობებით, აქვს კდლოვანი მწვერვალები. შემოსილია მარადმწვანე ბუჩქნარით, ფართოფოთლოვანი და ფიჭვის ტყით.[3]

ოლიმპი არის არატექნიკური ცოცვით ასასვლელი მთა. წელიწადში ოლიმპზე დაახლოებით 10 000 ადამიანი ადის, მათგან უმეტესობა მხოლოდ სკოლიოს მწვერვალამდე აღწევს. მთაზე ასვლის მსურველთა უმეტესობა იწყებს ქალაქ ლიტოქორონიდან, რომელმაც სახელწოდება „ღმერთების ქალაქი“ თავისი მდებარეობის გამო მიიღო.

მონეტების კოლექციონერებში დიდი მოთხოვნით სარებლობს 10 ევროს მემორიალური მონეტა, რომელიც გამოშვებულ იქნა 2005 წელს და რომლის ძირითად მოტივს წარმოადგენს ოლიმპი მის ირგვლივ მდებარე ეროვნული პარკით. მონეტის უკანა მხარესაა ტიტანომაქია ოლიმპის მთაზე. სცენის თავზე ბერძნულად აწერია „ოლიმპის ეროვნული პარკი“, ხოლო მონეტის ქვედა მხარეს, კიდესთან ახლოს გამოშვების წელი.

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჰომეროსისა და სხვა ძველ მწერალთა ნაწარმოებებში ოლიმპი ღმერთების სამყოფელია. ოლიმპს ღმერთბის საკრებულოსაც უწოდებენ, ხოლო ღმერთს — ოლიმპელს.[3] ოლიმპი ღმერთების მიერ ტიტანების ომში ტიტანების დამარცხების შემდეგ გახდა ღმერთების სამყოფელი. იგი უამრავ ბერძნულ მითურ ამბებშია მოხსენიებული. ჰომეროსის „ოდისეის“ თანახმად, „ოლიმპის სიმშვიდეს ქარები არ არღვევენ, ასევე იქ არ მოდის არც წვიმა და არც თოვლი თუმცა ჰაერი საოცრად წმინდა და უღრუბლოა“.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Olympus, Greece
  2. Summit of the Gods. The Boston Globe (July 17, 2005). წაკითხვის თარიღი: 2010-12-31.
  3. 3.0 3.1 ოლიმპი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
  4. ჰომეროსი, ოდისეა, წიგნი 6, 41