მოლდოვა (რუმინეთი)
იერსახე
მოლდოვა (რუმ. Moldova) — ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ რუმინეთში, აღმოსავლეთ კარპატებსა (დასავლეთის მხრიდან) და მდინარე პრუტს (აღმოსავლეთის მხრიდან) შორის. თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით მოიცავს შემდეგ ჟუდეცებს (მაზრებს): ბაკეუ, ვასლაუ, ვრანჩა, გალაცი, ნიამცი, იასი და ბოტოშანისა და სუჩავის მაზრების ნაწილს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის აღწერის მიხედვით რეგიონში 4,178,694 (რუმინეთის მოსახლეობის - 20.7%) ადამიანი სახლობს.[1] მაცხოვრებლების 98% წარმოადგენს რუმინელს, ხოლო 1,3% ბოშებს, 0,7% დანარჩენი ეთნიკური ჯგუფები.
2011 წლის მონაცემებით ყველახე მსხვილი ქალაქებია:
- იასი (290,422)
- გალათი (249,432)
- ბაკეუ (144,307)
- ბოტოშანი (106,847)
- პიატრა-ნიამცი (85,055)
- ფოკშანი (79,315)
- ბირლადი (55,837)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Population at 20 October 2011 Romanian. უმინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 28 March 2016.