დობრუჯა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დობრუჯა (მუქი მწვანე), ბულგარეთი და რუმინეთი (ღია მწვანე), ევროპაში

დობრუჯა, ან დობრუდჯა (რუმ. Dobrogea; ბულგ. Добруджа, Dobrudzha; თურქ. Dobruca; ბერძნ. Δοβρουτσά, Dovroutsá) — ისტორიული ოლქი ბულგარეთსა და რუმინეთში, მდებარეობს მდინარე დუნაის და შავ ზღვას შორის, მოიცავს დუნაის დელტას, რუმინეთის სანაპიროს და ყველაზე ჩრდილოურ ნაწილს, აქვე შედის ბულგარეთის სანაპირო ზოლიც. დობრუჯას ტერიტორია მოიცავს ჩრდილოეთ დობრუჯას რუმინეთში და სამხრეთ დობრუჯას ბულგარეთში.

რუმინეთში არსებული დობრუჯას ტერიტორია შედგება, ორი ჟუდეცისგან: კონსტანცა და ტულჩა, ამ ტერიტორიის ფართობი შეადგენს 15 500 კმ² და აქ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. რუმინეთის დობურჯაში არსებული მნიშვნელოვანი ქალაქები: კონსტანცა, ტულჩა, მედგიდია და მანგალია. ბულგარეთის რეგიონი დობრუჯა იყოფა ორ რეგიონად: დობრიჩად და სილისტრად. ამ ტერიტორიის ფართობი შეადგენს 7 565 კმ², აქ მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 350 000 ადამიანს, ბულგარული დობრუჯას მნიშვნელოვანი ქალქებია: დობრიჩი და სილისტრა (რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]