ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება/არქივები/6
ყურადღება! ეს გვერდი არქივის ნაწილია! ეს გვერდი წარმოადგენს გამოუყენებელი, მოძველებული პროცედურის ნაწილს და შენახულია ისტორიული მიზნებისთვის. გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს. |
ახალი სტატიის შექმნა
გამარჯობა. მინდა ახალი სტატიის შექმნა პოლიტიკოსზე, ბიოგრაფიული მონაცემები და ა.შ, მაგრამ იმავე სახელის მორაგბეზე უკვე არის სტატია ვიკიპედიაში. გადავყავარ მორაგბის სტატიის რედაქტირებაზე. როგორ მოვიქცე?
- პოლიტიკოსის სახელს და გვარს ფრჩხილებში მიუწერეთ პოლიტიკოსი. მაგ მიხელი სააკაშვილი (პოლიტიკოსი). --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:04, 24 თებერვალი 2017 (UTC)
ინფოდაფა
გამარჯობა. როგორ შევქმნა ინფოდაფა? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გიორგი ელბაქიძე (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@გიორგი ელბაქიძე:, პირველი - გამოიყენეთ საკუთარი სავარჯიშო გვერდი (სანამ ინფოდაფას შექმნით). მეორე - რომელი ინფოდაფა გჭირდებათ, იქნებ, უკვე გვაქვს გამზადებული თარგი? --გიორგი (მომწერეთ) 13:31, 30 მარტი 2017 (UTC)
ინფოდაფა
არა უკვე გავაკეთე. ძალიან დიდი მადლობა.
სტატიის შექმნა
გამარჯობა, როგორ უნდა დავამატო ინფორმაცია სტატიაში მითითებულ პიროვნებაზე, ან როგორ გადავამისამართო უკვე არსებულ სტატიაზე იმ პირის შესახებ?; - მაგალითად, დავაწკაპუნე პიროვნების სახელს და გვარს, გამოჩნდა საწერი გრაფა, როგორ ჩავსვა გადამისამართება ან როგორ შევინახო ჩემი ნაწერი ისე, რომ იმ სახელზე დაწკაპუნებისას სტატია გამოჩნდეს? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გულფემ ხათუნი (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@გულფემ ხათუნი:, საკუთარი განხილვის გვერდზე რაც გიწერიათ, კარგად წაიკითხეთ - მომხმარებლის განხილვა:გულფემ ხათუნი. --გიორგი (მომწერეთ) 15:29, 23 აპრილი 2017 (UTC)
ქსე
თუ ვინმემ იცით, იქნებ მომწეროთ ქსე-ს ბმული ინტერნეტში (თუ არსებობს). გიო ოქრო 11:57, 24 აპრილი 2017 (UTC)
- ინტერენეტში მხოლოდ ქსე-ს XI ტომია ხელმისაწვდომი სამწუხაროდ: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა --OpusDEI მომწერეთ 20:13, 5 მაისი 2017 (UTC)
- მადლობა დიდი. გიო ოქრო 15:13, 10 მაისი 2017 (UTC)
სიტყვის განმარტება
რას აღნიშნავს სიტყვა ვარაზი, გარდა "ვარაზის ხევი" სა და მეფე "ვარაზი" სა ????— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 134.19.239.7 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
ტრიტომი მუსიკა
მინდა ყელანაირი ინფორმაცია ტრიტონზე — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 95.137.177.159 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@95.137.177.159: - ტრიტონის, როგორც მუსიკის ნაწილის შესახებ ჩვენთან სტატია ჯერ არ არსებობს. გირჩევთ, მოიძიოთ სასკოლო სახელმძღვანელოებში, ენციკლოპედიებში ან მუსიკალურ ლიტერატურაში (ბიბლიოთეკაში) --Abandoner განხილვაწვლილი 12:56, 25 ივნისი 2017 (UTC)
სტატიის დადება მსურს
გამარჯობათ სტატიის დადება მინდა და როგორ ხდება — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა გიორგი1223 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- გამარჯობა. იხ. ვიკიპედია:სტატიის ოსტატი. გიო ოქრო 06:28, 19 აგვისტო 2017 (UTC)
ვიკის უყვარს ძეგლები
გამარჯობათ ვიკის უყვარს ძეგლები, ამ კონკურში მინდა მონაწილეობის მიღება თუ შეგიძლიათ დეტალურად მომწეროთ სად განვათავსო ფოტოები?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 212.58.121.173 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
ვიკიპედიაში სტატიის გამოქვეყნება.
გამარჯობა რედაქტორებო, მინდა ტარიელ სუარზე ბიოგრაფიის გამოქვეყნება, მისი ნებართვითა და დავალებით, რა უნდა ვქნა ამისათვის? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა TheLukaChapodze (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@TheLukaChapodze: გამარჯობა. მუსიკოსების შესახებ 2-3 ადამიანი ვწერთ, ასე თუ ისე და დაგეხმარებით, მიუსადაგოთ სტატია ვიკიპედიის გლობალურ სტანდარტებს (და არა მხოლოდ ქართული ვიკიპედიის). საკუთარი განხილვის გვერდზე მიღებული გაქვთ მუშაობის მცირე ინსტრუქციები. გადახედეთ თუნდაც ზოგად სახელმძღვანელოს, სადაც წერია, როგორ ვარედაქტირებთ ტექსტს და რა სტანდარტები გვაქვს (ტექსტის გამუქება, ბმულების შექმნა და ა.შ.). მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ტარიელ სუარზე, როგორც მუსიკოსზე, უნდა მოიპოვებოდეს საკმარისი წყარო ინტერნეტში, რომელსაც მიუთითებთ სტატიაში - თავად ტ. სუარი წყარო არ არის, უნდა იყოს დადასტურება სტატიაში მოყვანილი ფაქტების. ამასთან, კარგი იქნება, თქვენი სტატიის ტექსტი იცავდეს ნეიტრალურობას (ამისთვის იხილეთ ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი). --Abandoner განხილვაწვლილი 19:24, 16 ნოემბერი 2017 (UTC)
ფრანგული
ვინმემ ხომ არ იცით ფრანგულიდან CH როგორ იქნება ქართულად? გიო ოქრო 17:33, 27 ნოემბერი 2017 (UTC)
- გუგლს ჩაუწერე (თარჯიმანს) პირველ ფანჯარაში მთლიანი სიტყვა და მოსმენას დააჭირე, აბა რა იქნება. --Abandoner განხილვაწვლილი 17:40, 27 ნოემბერი 2017 (UTC)
- ფრანგული CH ქართულში გადმოდის როგორც შ--დათო1010 18:09, 27 ნოემბერი 2017 (UTC)
მომხმარებლის სახელის შეცვლა
მოგესალმებით. მაინტერესებს, მომხმარებლის სახელის შეცვლა თუ არის შესაძლებელი ამ სივრცეში. ჩემი სახელით ჩემი მეგობარი მუშაობს, შეაქვს უამრავი ინფორმაცია და არ მინდა, მისი წვლილი დაიკარგოს. წინასწარ გიხდით მადლობას! — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Tako Grimaldi (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@Tako Grimaldi: გთხოვთ, ხელი მოაწეროთ საკუთარ გზავნილებს. რაც შეეხება შეცვლას - ორად როგორ გსურთ, გაყოთ თქვენი და თქვენი მეგობრის წვლილი? თუ თქვენი მომხმარებლის სახელით არის შემოსული და წერს, წვლილი მასზე დარჩება. დარეგისტრირდეს სხვა სახელით და წეროს. --Abandoner განხილვაწვლილი 11:14, 10 დეკემბერი 2017 (UTC)
ვიკიციტატა
ხომ არ იცით ვინ არის ქართული ვიკიციტატის ადმინისტრატორი? გიო ოქრო 18:47, 18 დეკემბერი 2017 (UTC)
@გიო ოქრო: https://ka.wikiquote.org/wiki/ვიკიციტატა:ადმინისტრატორები მისახედია იქაურობა. ტექნიკურადაც, ზოგადტექნიკურადაც (თარგები), მომხმარებელთა მიმართაც (ბლოკი-შმოკი, გაფრთხილებები) და სხვა მხრივაც. --Abandoner განხილვაწვლილი 18:52, 18 დეკემბერი 2017 (UTC)
- აი ეს მაეჭვებს. ამის მიხედვით ადმინისტატორი არ ჰყავს. გიო ოქრო 18:54, 18 დეკემბერი 2017 (UTC)
@გიო ოქრო: შესანიშნავად გვქონია საქმე, ვერაფერს ვიტყვი. --Abandoner განხილვაწვლილი 19:07, 18 დეკემბერი 2017 (UTC)
- როგორ ეშველება ნეტავ? გიო ოქრო 12:05, 20 დეკემბერი 2017 (UTC)
- იაქტიურე და გახდები. ჩემგან ხო. ოღონდ ხისტი ნაკლებად უნდა იყო. -- ცანგალა 12:24, 20 დეკემბერი 2017 (UTC)
- ვიკიციტატის ადმინისტრატორი 6-თვიანი ვადებით რამდენჯერმე იყო მიხეილი. ამჟამად პროექტს არცერთი ადმინი არ ყავს--დათო1010 12:53, 20 დეკემბერი 2017 (UTC)
@David1010: ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ვთქვათ, კარგი, ციტატებს არ ვამატებთ - არ ვამატებთ. ვანდალების რაოდენობა მცირეა კავიკისთან შედარებით და მოითმენს კაცი შემდეგი ადმინისტრატორის გამოჩენამდე, მაგრამ ზოგადად - როგორ შეიძლება ასეთი რამე ხდებოდეს? ამხელა პოტენციალი აქვს ამ პროექტს და გაოცებული ვარ, რომ ასე ჩამორჩენილია. საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე მოუვიდოდა ამ პროექტს. --Abandoner განხილვაწვლილი 16:35, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
ვიღაც მაიმუნობს
მოგესალმებით, მეგობრებო. უკვე მესამედ ამ თვეში მეილზე მომდის შეტყობინება, რომ ვიღაც ცდილობს ჩემი სამომხმარებლო პაროლის შეცვლას. საბედნიეროდ, მეილიდან ჩემ მიერ დადასტურებაა საჭირო პაროლის შესაცვლელად, რასაც მე არ ვაკეთებ. თუმცა არასასიამოვნოა, როცა ვიღაც მაიმუნობს. ვინც მაიმუნობს, მისი IP მისამართი აღნიშნულია მეილზე მოსულ შეტყობინებებში. ადმინებო და ბიუროკრატებო, რა ხდება ასეთ შემთხვევაში? Deu. 07:33, 24 დეკემბერი 2017 (UTC)
@Deu: გამარჯობა! ტექსტი შემთხვევით ინგლისურად ხომ არ არის ?. - OTOGI Messages 12:34, 24 დეკემბერი 2017 (UTC)
- @Deu: ამით შეეცადე გაიგო თუ სად მდებარეობს აიპის მფლობელი. --Mehman 97 13:23, 24 დეკემბერი 2017 (UTC)
- @Otogi:, კი, ინგლისურად მომდის შეტყობინება. @Mehman97:, მადლობა, მაგ საიტის მიხედვით, ახალი ზელანდიიდანაა ეს აიპი. :) Deu. 09:14, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- @Deu: ამით შეეცადე გაიგო თუ სად მდებარეობს აიპის მფლობელი. --Mehman 97 13:23, 24 დეკემბერი 2017 (UTC)
@Deu: ტექსტის შესავლის რამდენიმე სიტყვა შეგიძლია დაწერო ? (ის რაც ინგლისურად მოგივიდა, მაინტერესებს რა წერია). IP მისამართის ადგილმდებარეობა არაფერს მოგვიტანს, ვინაიდან რეალური IP მისამართის შენიღბვა არც თუ ისე დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. - OTOGI Messages 12:50, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
სინამდვილეში ვერაფერს იზამ. იმეილზე "სხვადასხვა ქვეყნიდან" ცდილობენ ჩემთან რაღაცას უკვე დიდი ხანია. --Abandoner განხილვაწვლილი 13:08, 27 დეკემბერი 2017 (UTC)
- მეც მომივიდა მსგავსი შეტყობინება ამ თვეში და რამდენიმე თვის წინაც--დათო1010 17:34, 28 დეკემბერი 2017 (UTC)
- ტექსტის ნაწილი (შესავალი) დაწერეთ თუ შეიძლება. - OTOGI Messages 10:24, 29 დეკემბერი 2017 (UTC)
სტატიის შექმნა
მოგესალმებით, დღეს დავრეგისტრირდი ვიკიპედიაზე და სამწუხაროდ ბევრი არაფერი ვიცი. იქნებ გამარკვიოთ. როდესაც მინდა ახალი სტატია შევქმნა და გამოვაქვეყნო , ჯერ განხილვაში უნდა დავდო? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Saba zidirovi (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
გამარჯობა, არა, არავითარი განხილვა არ ჭირდება. Gobrona განხილვაწვლილი 23:38, 24 იანვარი 2018 (UTC)
თუ რამე დახმარება დაგჭირდება ჩემ განხილვის გვერდზე მომმართე. Gobrona განხილვაწვლილი 23:40, 24 იანვარი 2018 (UTC)
- აბა ეს ბმული ნახე აქედან ბევრ რამეს ისწავლი. --ჯაბა 1977 12:47, 25 იანვარი 2018 (UTC)
ვიკიციტატა/ვიქსიკონი
ქართული ვიკიციტატა და ვიქსიკონი სასტიკად მისახედები არიან. არავინ იცის ადმინები. ვანდალებითაა სავსე. გიო ოქრო 10:17, 14 თებერვალი 2018 (UTC)
- ციტატის ადმინი მე ვიყავი, ყურადღებასაც ვაქცდევდი. დრო ამომეწურა, კვლავ მოვითხოვ და მივხედავ. ვიქსიკონიც აიღოს ვინმემ საკუთარ თავზე. — Mikheil მიწერა 07:58, 15 თებერვალი 2018 (UTC)
@MIKHEIL: აქ მონიშნულია ორი ადმინისტრატორი. ისინი ამჟამად მოქმედნი არიან ?. - OTOGI Messages 19:51, 15 თებერვალი 2018 (UTC)
- გადავამოწმე. მხოლოდ Deu. — Mikheil მიწერა 19:56, 15 თებერვალი 2018 (UTC)
@MIKHEIL: ამ ეტაპზე შემიძლია ადმინისტრატორული ფუნქციები ავიღო ჩემ თავზე. - OTOGI Messages 20:06, 15 თებერვალი 2018 (UTC)
სხვა ენა
მოგესალმებით, მაინტერესებს, ქართულ ენაზე უკვე არსებულ გვერდს, როგორ დავამატო იგივე ტექსტი სხვა ენაზე? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Teamukeria (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
სტატია
გამარჯობა სტატია არასდროს დამიწერია ვიკიპედიაში და მონაწილეობა მინდა მივიღო და მაინტერესებს როცა სტატიას დავწერ რამე თეგი უნდა გავუკეთო ან რამე სხვა უნდა მივაწერო? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ლიზი სიხარულიძე (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- @ლიზი სიხარულიძე: გამარჯობა! კარგია, რომ ვიკიპედიით დაინტერესდით! სტატიის დაწერის შემდეგ დააწვებით დაბლა ლურჯ ფონზე წარწერას „გვერდის გამოქვეყნება“ და გვერდი შეიქმნება, არანაირი ტეგები არ უნდა. აუცილებლად მიუთითეთ წყაროც. გიო ოქრო 16:24, 22 მაისი 2018 (UTC)
კონკურსში მონაწილეობის მიღება მინდა და სტატიას რამე სათაური უნდა გავუკეთო ან რამე უნდა მივაწერო?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ლიზი სიხარულიძე (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- @ლიზი სიხარულიძე: რა სათაურით გინდათ სტატიის შექმნა? გიო ოქრო 12:25, 23 მაისი 2018 (UTC)
1918-21 წლები საქართველოში— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ლიზი სიხარულიძე (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- @ლიზი სიხარულიძე: უკვე არსებობს მსგავსი შინაარსის სტატია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია. გიო ოქრო 13:51, 23 მაისი 2018 (UTC)
ანუ სხვა თემატიკა უნდა ავირჩიო 1918-21 წლებზე?
- დიახ. ორი ერთიდაიგივე შინაარსის სტატია ვიკიპედიაში არ იწერება. მაგალითისთვის შეგიძლიათ დაწეროთ სტატია ნებისმიერ აქ მოცემულ პიროვნებაზე, ასევე ნებისმიერ მოვლენაზე, რომელიც 3-წლიანი დამოუკიდებლობისას მოხდა. გიო ოქრო 14:03, 23 მაისი 2018 (UTC)
ანუ იმ სტატიაში რომელზეც მითხარით არ წერია ბევრი რამ. ქართველების რევოლუციურ ბრძოლებზე შეიარაღებულლ აჯანყებებზე პრესაზე და ა.შ და რამდენიმე სტატია დავწერო ამ სათაურებით?
- სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოცემული სტატია დაარედაქტიროთ და განავრცოთ შესაბამისი წყაროებით ან თუ ინფორმაცია მოცულობითი იქნება შეგიძლიათ ცალკე სტატია შექმნათ. გიო ოქრო 14:17, 23 მაისი 2018 (UTC)
ინგლისური
ინგ. Aimery ქართულად როგორ იქნება? ვინმემ ხომ არ იცით? გიო ოქრო 14:03, 11 ივნისი 2018 (UTC)
- კონტექსტში დაწერე, აბა.. --Heniokh განხილვაწვლილი 06:39, 13 ივნისი 2018 (UTC)
- მამაკაცის სახელია. გიო ოქრო 09:06, 13 ივნისი 2018 (UTC)
რუსული და უკრაინული დასახელებები, გვერდების გადამისამართბის საჭიროება.
განსაკუთრებით ადმინისტრატორებისა და შემმოწმებლების საყურადღებოდ. ფორუმის ტექნიკური საკითხების ნაწილში ერთ-ერთმა უკრაინელმა ვიკიპედიელმა გვთხოვა, რომ შეგვეწყვიტა უკრაინული სახელების რუსული ვერსიების გამოყენება სტატიებში და რადგანაც რუსული სახელები საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში, ისინი ალტერნატიულ სახელში ჩაგვეწერა ზედმეტი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად (შეგიძლიათ იხილოთ ბოლო შეტყობინება ფორუმის ტექნიკურ საკითხებში). მეც ვუთხარი, რომ სახელების შეცვლას დავიწყებდი. უშუალოდ სტატიაში სახელები შევცვალე, მაგრამ სათაურის შეცვლა რადგანაც არ შეიძლებოდა - შევქმენი სხვა სტატია იდენტური ტექსტით, მხოლოდ სათაურითა და ადგილმდებარეობის შესწორებული ვერსიით (იხ. სტატია ალექსანდრივსკის რაიონი და ალექსანდროვკის რაიონი). რადგანაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა მსგავსი შესასწორებელი სტატიის, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მსგავსი გზით შესწორება და არის თუ არა ამისი ალტერნეტიული გზა? Lemon134340 განხილვაწვლილი 11:29, 7 ივლისი 2018 (UTC)
- მთავარია ქართულ სალიტერატურო ენის ნორმები როგორ გვეუბნება და არა ვინმე უკრაინელი მომხმარებელი. მთავარია ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის მიერ როგორ არის დამტკიცებული. იხ. განხილვა:ზალიზნე და კიდევ მრავალი, ქართული სახელწოდებები, რომელიც უკრაინულში რუსული დასახელებებით არის შესული. -ცანგალა 11:42, 7 ივლისი 2018 (UTC)
- როგორც ამ მომხმარებლის წამტვრეული ინგლისურიდან გავიგე, იგი ითხოვს [სულ მცირე] იმ უკრაინული დასახელებებისათვის სახელის უკრაინულის მიხედვით გაქართულებას, რომლებსაც საბჭოთა პერიოდის შემდეგ სახელი შეეცვალა. ეს მომხმარებელი არ ითხოვს, მაგალითად, ხარკოვისა და ლვოვისათვის ხარკივისა და ლვივის წოდებას. სამაგიეროდ ითხოვს, რომ საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში შერქმეული ახალი სახელები გაქართულდეს უკრაინულის შესაბამისად. მაგალითად, ამ ქალაქს საბჭოთა პერიოდში ერქვა ტორეზი, ახალი სახელი Чистякове კი 2016 წელს დაერქვა. ასეთ შემთხვევაში ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ უნდა დავწეროთ ჩვენ რუსულის მიხედვით. ჩემი აზრით, ასეთ დროს ცალსახად უკრაინული დასახელება უნდა იყოს გადამწყვეტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ჩისტიაკოვე მგონია სწორი. Deu. 16:54, 7 ივლისი 2018 (UTC)
- მეც გარვკეული დრო დამჭირდა მის ინგლიურში გასარკვევად. დაწერა, რომ „ჩისტაკოვე" „ჩისტაკოვოზე“ უარესიაო, როგორც მე მივხვდი სინამდვილეში პირიქით უნდა დაეწერა (ჩისტაკოვეა უკრაინული, მაგრამ თვითონ დაწერა პირიქით). ახალ სახელებს რაც შეეხება, როგორც ჩანს ენობრივი ბარიერის გამო ვერ გავუგე რომ მათზე წერდა. თუ ასეთია საუბარი, მაშინ სიტუაცია იმაზე რთული ყოფილა ვიდრე მეგონა. @Deu: @Zangala: მადლობა ახსნისთვის! Lemon134340 განხილვაწვლილი 06:01, 8 ივლისი 2018 (UTC)
- @Lemon134340: რაც შეეხება სტატიების სახელების მაგ გზით შეცვლას, არასწორია. სახელი სხვანაირად ეცვლება და ჯერ უნდა განვიხილოთ. ამიტომ, ამ ეტაპზე, შენი ცვლილება (ალექსანდრივსკის რაიონი) დავაბრუნე უკან. Deu. 06:53, 8 ივლისი 2018 (UTC)
- @Deu: გავიაზრე, და მართალი ხარ Lemon134340 განხილვაწვლილი 07:09, 8 ივლისი 2018 (UTC)
- @Lemon134340: რაც შეეხება სტატიების სახელების მაგ გზით შეცვლას, არასწორია. სახელი სხვანაირად ეცვლება და ჯერ უნდა განვიხილოთ. ამიტომ, ამ ეტაპზე, შენი ცვლილება (ალექსანდრივსკის რაიონი) დავაბრუნე უკან. Deu. 06:53, 8 ივლისი 2018 (UTC)
- მეც გარვკეული დრო დამჭირდა მის ინგლიურში გასარკვევად. დაწერა, რომ „ჩისტაკოვე" „ჩისტაკოვოზე“ უარესიაო, როგორც მე მივხვდი სინამდვილეში პირიქით უნდა დაეწერა (ჩისტაკოვეა უკრაინული, მაგრამ თვითონ დაწერა პირიქით). ახალ სახელებს რაც შეეხება, როგორც ჩანს ენობრივი ბარიერის გამო ვერ გავუგე რომ მათზე წერდა. თუ ასეთია საუბარი, მაშინ სიტუაცია იმაზე რთული ყოფილა ვიდრე მეგონა. @Deu: @Zangala: მადლობა ახსნისთვის! Lemon134340 განხილვაწვლილი 06:01, 8 ივლისი 2018 (UTC)
- როგორც ამ მომხმარებლის წამტვრეული ინგლისურიდან გავიგე, იგი ითხოვს [სულ მცირე] იმ უკრაინული დასახელებებისათვის სახელის უკრაინულის მიხედვით გაქართულებას, რომლებსაც საბჭოთა პერიოდის შემდეგ სახელი შეეცვალა. ეს მომხმარებელი არ ითხოვს, მაგალითად, ხარკოვისა და ლვოვისათვის ხარკივისა და ლვივის წოდებას. სამაგიეროდ ითხოვს, რომ საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში შერქმეული ახალი სახელები გაქართულდეს უკრაინულის შესაბამისად. მაგალითად, ამ ქალაქს საბჭოთა პერიოდში ერქვა ტორეზი, ახალი სახელი Чистякове კი 2016 წელს დაერქვა. ასეთ შემთხვევაში ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ უნდა დავწეროთ ჩვენ რუსულის მიხედვით. ჩემი აზრით, ასეთ დროს ცალსახად უკრაინული დასახელება უნდა იყოს გადამწყვეტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ჩისტიაკოვე მგონია სწორი. Deu. 16:54, 7 ივლისი 2018 (UTC)
დახმარება მჭირდება
გამარჯობა, ვინმეს შეუძლია ასეთი მოდულის შექმნაში დამეხმაროს ქართულისთვის? რომლის საშუალებითაც მსგავსად ამ თარგისა ჩვეულებრივ რიცხვებს გადაიყვანს ქართული ანბანის შესაბამისობაში? ან თუ შეიძლება რომ მოდული სავარჯიშოს ტიპის რაიმე გვერდზე შევქმნა ტესტირებისთვის?— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 10:54, 26 ივლისი 2018 (UTC)
- სამწუხაროდ მასე ვერ ვერკვევი მოდულებში. კარგი რამეა. მაგრამ რა გამოყენება ექნება ქართულ ვიკიპედიაში? Deu. 11:46, 26 ივლისი 2018 (UTC)
- @Beqabai: რო დააკოპირო ეგ მოდული და ბერძნულის ნავლად ქართული ასოები მიუთითო? Gobrona განხილვაწვლილი 11:55, 26 ივლისი 2018 (UTC)
- @Deu: რიცხვების შესახებ ვწერ სტატიებს და ავტომატურად ჩავსვამ ქართულ მნიშვნელობებს, ამასთან, წლების მარტივად კონვერტირება გახდება შესაძლებელი და წლების გვერდებზეც შეგვეძლება გამოყენება. @Gobrona: ახლა ვცდილობ მოდულების სავარჯიშო შევქმენი და პატარა პრობლემაღა დამრჩა, თითქმის გამოდის.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 11:58, 26 ივლისი 2018 (UTC)
- გაკეთდა მადლობა გამოხმაურებისთვის. მოვაგვარე. იხილეთ: თარგი:რიცხვები ქართული ასოებით და თარგი:ქართული ასოები რიცხვებში.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 13:31, 26 ივლისი 2018 (UTC)
- @Beqabai: ოქრო ხარ :) Gobrona განხილვაწვლილი 13:42, 26 ივლისი 2018 (UTC)
- გაკეთდა მადლობა გამოხმაურებისთვის. მოვაგვარე. იხილეთ: თარგი:რიცხვები ქართული ასოებით და თარგი:ქართული ასოები რიცხვებში.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 13:31, 26 ივლისი 2018 (UTC)
- @Deu: რიცხვების შესახებ ვწერ სტატიებს და ავტომატურად ჩავსვამ ქართულ მნიშვნელობებს, ამასთან, წლების მარტივად კონვერტირება გახდება შესაძლებელი და წლების გვერდებზეც შეგვეძლება გამოყენება. @Gobrona: ახლა ვცდილობ მოდულების სავარჯიშო შევქმენი და პატარა პრობლემაღა დამრჩა, თითქმის გამოდის.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 11:58, 26 ივლისი 2018 (UTC)
მომხმარებლის განხილვა:Mariam Xuchua
ამ მომხმარებელს მიხედეთ. მე უკვე დავიღალე. წესებს არ კითხულობს და ადმინებმა მიხედეთ და აუხსენით.--ცანგალა 20:16, 8 ოქტომბერი 2018 (UTC)
- @Jaba1977: შენი [ვიკი]მოსწავლეები ხომ არ არიან? გიო ოქრო 07:26, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- რა არის აქ საპანიკო და მისახედი? ვიკიპედია მხოლოდ ჩვენია? ახალი (ასე სანატრელი) მოხალისეები არ გვინდა და ასე ვხვდებით? ჩვენ დაბადებიდან დაგვყავა ვიკიპედია? დავუყვავოთ, შევუსწოროთ, ვასწავლოთ. — Mikheil მიწერა 08:37, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მიხეილ, მე ვერ ვასწრებ სტატიების შემოწმებას. დღეში სულ ერთი-ორი საათი ვარ ვიკიში. ამიტომ მათ ვიკიმასწავლებელს (არ ვიცი ვინ არის) ვთხოვ რომ მიხედოს სტატიებსაც და მომხმარებლებსაც ასწავლოს წესები. მაგრამ, რანაირადაც არ უნდა იცოდე ვიკიწესები, რსფსრ, სსრკ მანეთი და XX საუკუნის მოსახლეობის რაოდენობა რატომ უნდა მიუთითო? ვერ გავიგე. გიო ოქრო 08:46, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- იქნებ ვიკიმასწავლებელი არც ჰყავს და თავისით მოვიდა? არ ვიცი. შენ რომ ვერ ასწრებ, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა არ ჩაასწორებს. კარგია, რომ გვეჩქარება ყველაფერი, მაგრამ მოთმინება, მეგობრებო. ვიკიპედია მგონი ასე იქმნება, ერთობლივად :) — Mikheil მიწერა 08:50, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- რა თქმა უნდა ყავს. ჰოდა სხებმა ჩაასწორეთ, დრო რომ მქონდე მე თვითონ მივხედავდი. კარგია, ბევრი სტატია შემოაქვთ და თუ გამართულად დაწერენ მაგაზე უკეთესი რა იქნება. გიო ოქრო 08:53, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- იქნებ ვიკიმასწავლებელი არც ჰყავს და თავისით მოვიდა? არ ვიცი. შენ რომ ვერ ასწრებ, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა არ ჩაასწორებს. კარგია, რომ გვეჩქარება ყველაფერი, მაგრამ მოთმინება, მეგობრებო. ვიკიპედია მგონი ასე იქმნება, ერთობლივად :) — Mikheil მიწერა 08:50, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მიხეილ, მე ვერ ვასწრებ სტატიების შემოწმებას. დღეში სულ ერთი-ორი საათი ვარ ვიკიში. ამიტომ მათ ვიკიმასწავლებელს (არ ვიცი ვინ არის) ვთხოვ რომ მიხედოს სტატიებსაც და მომხმარებლებსაც ასწავლოს წესები. მაგრამ, რანაირადაც არ უნდა იცოდე ვიკიწესები, რსფსრ, სსრკ მანეთი და XX საუკუნის მოსახლეობის რაოდენობა რატომ უნდა მიუთითო? ვერ გავიგე. გიო ოქრო 08:46, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- პანიკა არ არის საჭირო. აქ არავინ ისწავლა ვიკიპედიაში მუშაობა ერთ დღეში, გავა დრო და ეს მომხმარებელიც ისწავლის. თუ ვინმეს დრო არ აქვს, შეუძლია არ დაუმოწმოს ამ მომხმარებლის ცვლილებები და სხვა ვისაც სცალია ის დაამოწმებს. --Mehman 97 12:14, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- @MIKHEIL: — ახალ მომხმარებელს მივესალმები და დავეხმარები. მაგრამ როდესაც მას არ აინტერესებს ვიკიპედია და ოდნავაც არც ფიქრობს და ქსე-დან შემოიტანს განხილვა:კიატი ვიკიპედიაში ერთი წლის თავზე. ეს უკვე ვანდალიზმია. ერთი წელი ეს უკვე დიდი დროა. იცი როგორ ფიქრობს — არაუშავს სხვები გაასწორებენ. მაგ. User:AkakiBalanchivadze — ესეც ერთი წელია, მაგრამ ცდილობს, რომ გაუგოს ვიკიპედიას და მივესალმები მას. MIKHEIL — მომხმარებელი:Mariam Xuchua — მე ნერვი არ მაქვს, რადგან ინტერესი არ აქვს. ამიტომ მიხედეთ. მომავალში მის სტატიებში ვეცდები წაშლის თარგი ჩავსვა.--ცანგალა 12:36, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
- რა არის აქ საპანიკო და მისახედი? ვიკიპედია მხოლოდ ჩვენია? ახალი (ასე სანატრელი) მოხალისეები არ გვინდა და ასე ვხვდებით? ჩვენ დაბადებიდან დაგვყავა ვიკიპედია? დავუყვავოთ, შევუსწოროთ, ვასწავლოთ. — Mikheil მიწერა 08:37, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)
მმართველი თუ ლიდერი
ორდენის დიდ მაგისტრზე მმართველის ინფოდაფა გამოვიყენო თუ ლიდერის? გიო ოქრო 09:27, 15 ოქტომბერი 2018 (UTC)
შეკითხვები თარგმნასთან დაკავშირებით
გამარჯობა, ერთ სტატიას ვთარგმნი და სხვების აზრი მაინტერესებს რამდენიმე სიტყვის ვარიანტებთად დაკავშირებით, საკუთარ არჩევანს არ ვენდობი. ვის შემიძლია მივმართო? Mgel Darion განხილვაწვლილი 20:36, 15 ოქტომბერი 2018 (UTC)
- წარმოადგინეთ ვარიანტები და ავარჩიოთ. გიო ოქრო 08:03, 16 ოქტომბერი 2018 (UTC)
- Advent Unity — მომავალთა ერთობა. ზოგადად ვიცი, რომ advent ნიშნავს „მოსვლას“, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება ითარგმნოს, არ ვიცი. მომსვლელთა ერთობა, ჩემი აზრით, უცნაურად ჟღერს.
- Trader Order — ვაჭართა ორდენი, მოვაჭრეთა ორდენი ან სავაჭრო ორდენი.
- Trader Emergency Coalition — ვაჭართა/მოვაჭრეთა საგანგებო კოალიცია, ვაჭართა/მოვაჭრეთა სამხედრო კოალიცია, სავაჭრო-საგანგებო/სავაჭრო-სამხედრო კოალიცია.
- Exodus Fleet — გამოსულთა ფლოტი (როგორც ებრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან)? ეს ვარიანტი საერთოდ არ მომწონს, ძალიან ჩვეულებრივად ჟღერს. თავში მიტრიალებს ლტოლვილთა ფლოტი, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.
რამდენიმე Warhammer-იდან:
- Gothic — გოთიკი თუ გოთური. იმპერიუმის სახელმწიფო ენაა (High Gothic ბიუროკრატიული ურთიერთობებისთვის და Low Gothic მოსახლეობისთვის). ამასთანავე Gothic Sector, Battlefleet Gothic და Gothic War — გოთიკის სექტორი/სამხედრო ფლოტი/ომი თუ გოთური?
- Warmaster — მხედართმთავარი თუ მთავარსარდალი?
- Prince — კერძოდ ამ შემთხვევაში არის ადგილობრივი სამეფოების მმართველთა ტიტული. ერთგვარი კონფედერაციაა, უზენაეს მმართველს ეძახიან Phoenix King (მეფე-ფენიქსი), ხოლო თავად სამეფოებს მართავენ Princes (ორიგინალშიც ასეა, ამ ქვეყნებს ეძახიან Kingdoms, ხოლო მათ მმართველებს Princes). ვარიანტი პრინცი ჩემი აზრით არ გამოვა, ვინაიდან ინგლისურში ეს სიტყვა სამეფო ოჯახის წევრებსა და მაღალი სტატუსის დიდგვაროვნებსაც ერგება, ჩვენთან კი ყოველთვის უფლისწულის ასოციაციას იწვევს. ჩემი აზრით უფრო უხდება მეფისნაცვალი ანდა მთავარი. Mgel Darion განხილვაწვლილი 09:36, 16 ოქტომბერი 2018 (UTC)
- პირადად მე, ეს ვარიანტები მომწონს: 1) მომავალთა ერთობა 2) ვაჭართა ორდენი 3) ვაჭართა საგანგებო კოალიცია 4) ჰო, აქ ინგლისურად ბევრად უკეთ ჟღერს, მაგრამ ბიბლიური exodus გამოსვლაა. ვიფიქრებ ამაზე 5) გოთური, ზემოგოთური, ქვემოგოთური. დანარჩენებშიც გოთური 6) დიდად არცერთს ვემხრობი. რამე ნეოლოგიზმი იქნებ? 7) მთავარი--შოთა (განხილვა) 16:15, 16 ოქტომბერი 2018 (UTC)
- ქსე-ში ვეძებ რაღაცეებს და ხვალ მოგაწვდით. გიო ოქრო 16:26, 16 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მომავალთა ერთობა — ცუდად ჟღერს, მაგრამ უკეთესი ვარიანტი ვერ მოვიგონე.
- სავაჭრო ორდენი უკეთესია.
- Trader Emergency Coalition — ეს ერთ-ერთ თამაშს ეხება მგონი და საგანგებო სავაჭრო კოალიცია უკეთესი იქნება მგონი.
- Exodus Fleet — თუ საკუთარი სახელია, მაშინ არ ითარგმნება, თუ არა და — ალბათ გამოსულთა (?).
- Gothic — გოტიკა, High/Low Gothic — ზემო/ქვემო გოტიკა, მაგრამ თუ თამაშზე წერ (Battlefleet Gothic) ის ორიგინალში უნდა იყოს. Gothic War — გოთური/გუთური ომი (მგონი გოთური ჯობს).
- Warmaster — მთავარსარდალი მოძველებულად ჟღერს, ნეოლოგიზმიც არ მომდის თავში.
- Prince — ვეთანხმები SHOTA-ს — მთავარი. გიო ოქრო 08:11, 17 ოქტომბერი 2018 (UTC)
- სიის დასაწყისში მოყვანილი სიტყვები არის თამაშიდან Sins of a Solar Empire, სადაც Exodus Fleet არის მოხეტიალე ფლოტი, რომლის მოსახლეობაც მშობლიური იმპერიის დანგრევისას გამოექცა უცნობ მტერს და მას შემდეგ გალაქტიკაში დახეტიალობს (მაპატიეთ ტავტოლოგია), ამიტომაც ვთვლი, რომ „ლტოლვილთა ფლოტი“ უფრო მოუხდება თარგმნისას — სიტყვა exodus თავად ინგლისურში იწვევს იძულებით წასვლის ანდა იძულებული ტყვეობიდან გამოსვლის ალუზიას, „გამოსულთა ფლოტი“ შესაბამის ალუზიას ქართულში არ იწვევს.
- Gothic ვარჰამერის სამყაროში არის ადამიანთა იმპერიუმის სახელმწიფო ენა, მაგრამ გოთურთან არანაირი კავშირი არ აქვს — High Gothic დაფუძნებულია ლათინურზე და გამოიყენება რელიგიურ რიტუალებში, ხოლო Low Gothic არის სახეცვლილი ინგლისური (ბეკგრაუნდში წერია, რომ დედამიწის ენების ნაზავია, რომელშიც ინგლისური დომინირებს) და იმპრიუმის ოფიციალური ენაა. ამიტომაც პირადად მე ვემხრობი ტრანსკრიფციით თარგმნას (მაღალი/მდაბალი გოთიკი), რომ არასაჭირო მინიშნება გოთური ენის მიმართ არ გაჩნდეს — პირადად ჩემი აზრით, ავტორთა ჩანაფიქრი იმაში იყო, რომ მინიშნება გაეკეთებინათ გოთიკური არქიტექტურის მიმართ, რომელიც ვარჰამერში ყველგანაა გავრცელებული.
- Gothic Sector-ის შემთხვევაში საქმე შედარებით ადვილადაა, მე თუ მკითხავთ, — Battlefleet Gothic არის სექტორში განთავსებული სამხედრო ფლოტი, ხოლო Gothic War-ს ასე იმიტომ ჰქვია, რომ გაიმართა ამ სექტორში. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, „გოთური სექტორი“, „გოთური სამხედრო ფლოტი“ და „გოთური ომი“ თანასწორია ვარიანტებისა „გოთიკის სექტორი“, „გოთიკის სამხედრო ფლოტი“ და „გოთიკის ომი“, ამიტომაც, რომელსაც აირჩევთ, იმას გამოვიყენებ. Mgel Darion განხილვაწვლილი 10:25, 17 ოქტომბერი 2018 (UTC)
- მაშინ გოთური/გოთები იყოს ყველგან. გიო ოქრო 10:34, 17 ოქტომბერი 2018 (UTC)
- კიდევ რამდენიმე შეკითხვა მაქვს. განსაკუთრებით მიძნელდება world-ის თარგმნა, ძირითადად ქართულ ვარიანტებში მხვდება „სამყარო“, თუმცა ინგლისურში ასე ჩვეულებრივად პლანეტა მოიხსენიება (ალბათ რუსული мир-ის გავლენით თარგმნიან ასე), რაც (მაპატიეთ სარკაზმი) სამყარო ნამდვილად არ არის. „მსოფლიოდ“ ვთარგმნო?
- და ასევე void. „სიცარიელეა“, მაგრამ ფსიქოლოგიურად იმავე ასოციაციას არ იწვევს. რასაც ქართულად სიცარიელეს ვეძახით, ინგლისურად იქნება emptiness, void-ს განსხვავებული ეფექტი აქვს, როგორც ჩვენთან სიტყვებს „საშინელი“ და „შემზარავი“. ანუ თითქმის იგივეა, მაგრამ მაინც განსხვავებული აზრი აქვს.
- Warhammer-ში დიდგვაროვანთა ტიტულები Dreadlord და Gladelord. პირველის თარგმანად მოვიფიქრე „მზარავმთავარი“ (როგორც „შემზარავი მთავარი“), glade ინგლისურ ვიკიზე წერია, რომ არის open area within a forest და ქართულად ტყეში ასეთ ადგილებს რა ჰქვია წარმოდგენა არ მაქვს.
- მეტსახელი Oakheart, გულმუხა თუ მუხაგული?
- Ae სიტყვებში daemon, aeldari და Aenarion როგორ დავწერო, „აე“, „ე“ თუ „ეი“? აუდიოჩანაწერებზე რომ ვუსმენ, ყველა თავისებურად გამოთქვამს.
- Kh სიტყვებში Khorn, Kharn, Khaine. „კჰ“, „კ“, „ქ“ თუ „ხ“? ან რომელში რომელი ემჯობინება?
- ასევე templar (მეტაძრე თუ ტამპლიერი, პირადად მე პირველ ვარიანტს ვემხრობი) და high marshal (უფროსი მარშალი თუ უმაღლესი მარშალი, რაინდთა ორდენის ხელმძღვანელის ტიტულია).
- Hive mind. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება გადაითარგმნოს.
მაპატიეთ, თუ თავი მოგაბეზრეთ ამდენი შეკითხვებით. Mgel Darion განხილვაწვლილი 15:25, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)
- Oakheart — მუხისგული (მაგ. Oakenshield — მუხისფარი); Ae — ალბათ ე; Kh — არ ვიცი, სავარაუდოდ ქ (?) ან ხ; templar — ქართ. ტამპლიერი, მაგრამ ამ შემთხვევაში მეტაძრე; high marshal — უმაღლესი მარშალი (?); Hive — სკა, მაგრამ ამ შემთხვევაში — არ ვიცი. გიო ოქრო 09:49, 19 ოქტომბერი 2018 (UTC)
- Kh-სთან დაკავშირებით ასე რომ იყოს: Khorn — „ხორნი“ (ბეკგრაუნდის მიხედვით აქვს მეორე სახელი Kharnet, ჩემი აზრით „ხარნეთი“ სხვა ვარიანტებზე უკეთ ჟღერს, მისი მიხედვით Khorn-იც გადავთარგმნოთ „ხორნად“), Kharn — ვერ გადამიწყვეტია, Khorn ბოროტი ღმერთია, ამიტომ მას ხ უფრო უხდება, შემზარავად ჟღერს (თუ ასე არ გეჩვენებათ, გთხოვთ მითხარით — სხვისი აზრის მოსმენაც მსურს ამ თემაზე), მაგრამ Kharn ადამიანია, ამიტომ ორივე ვარიანტი (ხარნი და კჰარნი), ჩემი აზრით, მისაღებია (სიუჟეტის განვითარებისას ხორნის საუკეთესო ბერზერკერი (ორიგინალში ასე ეძახიან — Khorne Berzerkers) ხდება).
- Khaine — ქეინი. პერსონაჟის სრული სახელია Kaela Mensha Khaine, „კეილა მენშასთან“ ქეინი უფრო ჰარმონიულად ჟღერს, ვიდრე კჰეინი (მეჩვენება, რომ გამოთქმისას უადგილო პაუზას იწვევს ჰ-სთან) ან ხეინი (თუმცა სისხლისღვრისა და მკვლელობის ღმერთია).
- კიდევ ერთი პერსონაჟი — Lokhir Fellheart, the Krakenlord. აქ მგონი „კჰ“ ან მხოლოდ „კ“ მოუხდება kh-ს ადგილას. Fellheart გვარია და, როგორც ვხვდები, არ უნდა ითარგმნებოდეს. ლოკირ ფელჰარტი, კრაკენლორდი (თუ კრაკენმთავარი? ეს პერსონაჟი იგივე dreadlord-ია, ოღონდ უნიკალური საგვარეულო ტიტული აქვს, რადგანაც dreadlord „მზარავმთავარია“, მაშინ krakenlord „კრაკენლორდი“ იყოს თუ „კრაკენმთავარი“?)
- Direfin — „ავფარფლი“?
- პირველი Total War Warhammer-ის წერისას გადავწყვიტე Beastmen გადამეთარგმნა როგორც „მხეცხალხი“, მაგრამ რაღაც ხნის წინ მომაფიქრდა ვარიანტი „ნადირხალხი“. როგორი თარგმანია, თქვენი აზრით?
- Oakheart-თან ვფიქრობ „მუხისგული“ არ უხდება. პერსონაჟი არის ხეკაცი, ჰქვია Durthu (დურთუ), Oakheart შეარქვეს იმ ტყის ელფებმა, სადაც ის ცხოვრობს. ანუ აქცენტი იმაზეა გაკეთებული, რომ დურთუ არის „მუხა გულით“ ანდა „გულიანი მუხა“. ბეკგრაუნდის მიხედვით დურთუ ძველად ელფებთან მეგობრობდა და თანამოძეებს შორის სხვა ხალხების მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი იყო (ათასწლეულების შემდეგ ხასიათი საგრძნობლად გაუფუჭდა). ჩემი აზრით გულმუხა ან მუხაგული უფრო უხდება. Mgel Darion განხილვაწვლილი 21:19, 20 ოქტომბერი 2018 (UTC)
- კიდევ ერთი პერსონაჟის მეტსახელი. Saltspite. მარილნერწყვა ან მარილფურთხა არ მომეწონა და ჯერჯერობით გადავთარგმნე ღვარძლიანად, მაგრამ რამენაირად მინდა მივუერთო წინსართად ან ბოლოსართად „მლაშე“, რომ ხაზი გაესვას პერსონაჟის კავშირს ზღვასთან. Mgel Darion განხილვაწვლილი 14:53, 9 ნოემბერი 2018 (UTC)
არ გიფიქრიათ ქართული განყოფილების შექმნაზე? გიო ოქრო 09:50, 19 ოქტომბერი 2018 (UTC)
@Deu: ვგულისხმობ ka.wikisource.org-ს, როგორც სხვა ენებზე აქვთ და არა "საერთო" რაღაცას. გიო ოქრო 08:43, 21 ოქტომბერი 2018 (UTC)
- ეს საერთო პროექტი არის ქართული დამოუკიდებელი ვიკიწყაროს შექმნის პირველი ეტაპი. ამ საერთო პროექტში თუ არ იქნა აქტიურობა მუდმივი, ცალკე პროექტს არ დაამტკიცებენ. Deu. 09:55, 21 ოქტომბერი 2018 (UTC)
ახალი სტატიის შექმნა
როდესაც "ცნობილი ქართველების" სიაში ვამატებ ახალ სახელსა და გვარს და ვაჭერ ცვლილებების შენახვას არ ინახავს. რატომ?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Qetaine (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
დასაბლოკი
ადმინისტრატორს გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება მომხმარებელ -Saba Kutsia-სთან დაკავშირებით. სისტემატიურ ვანდალიზმს აქვს ადგილი. რა ხდება აქ, სამი ადმინისტრატორიდან სამივე შვებულებაშია?გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 07:40, 16 დეკემბერი 2018 (UTC)
- @Otogi: @MIKHEIL: @David1010: — ???გიო ოქრო 07:45, 16 დეკემბერი 2018 (UTC)
- როგორც ვხედავ რეაგირება უკვე მოუხდენიათ--დათო1010 16:54, 19 დეკემბერი 2018 (UTC)
რეგვენა
ასეთ სიტუაციას წავაწყდი: გვარ Morus-ის ინგლისური სახელია en:Gannet, გვარ Sula-სი კი — en:Booby, ქართულად ორთავეს ჰქვია რეგვენა და ფრინველრეგვენა (gannet და booby). ახლა მაინტერესებს თქვენი აზრი სათაურებთან დაკავშირებით რა ვქნა? გიო ოქრო 11:14, 28 დეკემბერი 2018 (UTC)