მომხმარებლის განხილვა:Lemon134340

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ცანგალა 07:27, 4 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

რიჩარდ კელი (რეჟისორი)[წყაროს რედაქტირება]

რიჩარდ კელი (რეჟისორი) — გამარჯობა, გთხოვ გაითვალისწინო ქართულ ვიკიპედიაში ბმულებს ნუ აკეთებ ინგლისურად. ამერიკის შეერთებული შტატები იწერება აშშ და არა ა.შ.შ. — გთხოვ ესეც გაითვალისწინო, წარმატებები.--ცანგალა 16:30, 6 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: მადლობა! შემდეგისთვის გავითვალისწინებ Lemon134340 განხილვაწვლილი 05:00, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ზალიზნე[წყაროს რედაქტირება]

განხილვა:ზალიზნე — რუსული თუ გესმის წაიკითხე. თავჩაღუნულად არ შევასწოროთ ყველაფერი. ჩვენგან თუ ითხოვენ ჩვენც მოვთხოვოთ.-ცანგალა 10:30, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

დარწმუნებული ვარ, რომ არც იცის ქართულად როგორ ჰქვია საქართველოს.--ცანგალა 10:35, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: ნამდვილად სამწუხაროა, მაგრამ „საქართველოს“ ჩვენს სამშობლოს მხოლოდ ქართველები ვეძახით. უცხო ენებზე სიტყვა „საქართველო“ ან „გრუზიას“ ჰგავს ან „ჯორჯიას“ (საქართველო სხვა 47 ენაზე: http://www.101languages.net/countries/georgia-in-other-languages). აქედან გამომდინარე „გრუზია“ უშუალოდ რუსეთს არ უკავშირდება, რადგან ამ სიტყვის ვარიაციას იყენებენ ჩინეთში, თურქეთში და ა.შ. ეს ქვეყნები ამ დასახელებას იყენებდნენ საუკუნეების განმავლობაში, სიტყვა ენაშია დამკვიდრებული და ვიკიპედიის სტატიაში სხვა დასახელების გამოყენება არასწორი იქნებოდა. ეს სიტუაცია უკრაინისგანაა განსხვავებული. კომუნისტების დროს მივეჩვიეთ რუსული დასახელების გამოყენებას (მაგ. ყაზახეთის მგივრად შეიძლება გავიგოთ ყაზახისტანი), ეს ქართული ენის ნაწილი არაა და არც უნდა გავხადოთ. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი პირადი აზრია Lemon134340 განხილვაწვლილი 11:58, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
რისი თქმა გსურს, რომ ჩინურიდან თარგმნეს უკრაინელებმა? ყველა ენას თავისი სალიტერატურო ენის ნორმები აქვს, არც მათ შეუძლიათ ჩვენ მიგვითითონ და არც ჩვენ. და როდესაც ჩვენსკენ თითით იშვერენ ჯერ თავიანთ ენაში ჩაიხედონ. ინგლ.— არა გრუზია, გერმ.—არა გრუზია. ასე, რომ შეასწორონ. ამას ისინი ვერ გააკეთებენ, რადგან ეს ნორმების შექმნელი კომისიის მიერ არის მიღებული. სამწუხაროდ ჩვენ განახლებული ნორმები არ გვაქვს, ამიტომ ვხელმძღვანელობთ ქსე-თი, მაგრამ თუ ახალი წყარო ვიცით ვცვლით. User:David1010 — ძალიან დიდი მუშაობა ჩაატარა უკრაინული სოფლების შემოტანით.
ვიკიპედიის წესია, ყოველთვის რჩება ძველი სტატია, და ვაკეთებთ გადამისამართებას. ახლის შექმნით ჩვენ მომხმარებელს ვუკარგავთ შრომას. --ცანგალა 12:10, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
უკრაინელებმა რომ ჩინურიდან თარგმნეს ეგ არ მითქვამს, და სრულიად გეთანხმები ყველა ენას აქვს თავისი ნორმები. არამგონია რუსული და ზოგადად არაქართული დასახელებების ფრმალურ ადგილებზე გამოყენება ნორმად უნდა დავტოვოთ, რადგან, როგორც თქვით განახლებული ნორმები არ გვაქვს. მაგრამ გვაქვს მათი შესაბამისი შესატყვისი და შეგვიძლია ისინი გამოვიყენოთ. გადამისამართებასთნ დაკავშირებული წესი არ ვიცოდი, ნამდვილად ჩემი ხარვეზია და ნამდვილად არ მინდა რომ მომხმარებელს ნამუშევარი დაეკარგოს. მხოლოდ მინდა, რომ ქართულ ენაში გამოვიყენოთ ქართული შესატყვისები, რადგანაც გვაქვს. როგორც გავიგე გარკვეული წყარო უნდა ვიპოვო ამა თუ იმ სტატიისთვის. დავუშვათ ვიპოვე, მაშინ ძველ სტატიის შიგთავსს ემატება? თუ მისი შეცვლა შეიძლება? Lemon134340 განხილვაწვლილი 12:29, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ე. ი. თუ წყარო იპოვე დაწერე სტატიის განხილვის გვერდზე და გააკეთე გადამისამართება. სანამ წყაროს ვერ ვპოულობთ ვტოვებთ ისე, რადგან მომხმარებელს რომელმაც სტატია შემოიტანა საპირისპიროს ვერ ვუმტკიცებთ. --ცანგალა 13:40, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
მადლობა! გავერკვიე :D Lemon134340 განხილვაწვლილი 13:57, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ქართულ ენაში დამკვიდრებული ნორმის მიხედვით რუსული, უკრაინული და ბელარუსული სახელწოდებები ქართულში რუსული ტრანსლიტერაციით შემოდის. აქედან გამომდინარე უკვე დამკვიდრებული სახელწოდებების თვითნებურად ვიღაცის მოსაზრების გამო შეცვლას არანაირად არ ვეთანხმები. რაც შეეხება იმ სახელწოდებებს რომელიც ახალია და ან ჯერ არ დამკვიდრებულა, მაგაზე მსჯელობა შეიძლება--დათო1010 05:30, 9 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
დიახ, თავიდან არ ვიცოდი რომ რუსული ტრანსლიტერაციით შემოდის. ამიტომ ვიფიქრე, რომ შეცვლა სწორი არჩვეანი იქნებოდა, რაც რეალურად არ ყოფილა. Lemon134340 განხილვაწვლილი 06:07, 9 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

დონი დარკო: რეჟისორის ვერსია[წყაროს რედაქტირება]

დონი დარკო: რეჟისორის ვერსია — სურათს მგონი ლიცენზია აქვს და ამიტომ ვერ გადმოგაქვს ქართულში. --ცანგალა 14:17, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

: @Zangala: მაგის გარკვევას ვცდილობდი ამ წამს... რისი გაკეთება შემიძლია? Lemon134340 განხილვაწვლილი 14:25, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ე. ი. გადადი ინგლ. დააწკაპუნე სურათს მერე more და წაიკითხე Licensing. მგონი უფლებას არ გაძლევს, რომ შემოიტანო ქართულში. ამიტომ ინფოდაფიდან ამოიღე.--ცანგალა 14:28, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ამოვიღე, მადლობა! Lemon134340 განხილვაწვლილი 14:34, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

სიტყვა მუქი ტექსტი უნდა ამოიღო, სქოლიო უნდა გააკეთო ==სქოლიო== {{სქოლიო}} ამ ჩანაწერს შენ ხედავ ქვევით, როდესაც სტატიას არედაქტირებ ე. წ. რედაქტირების თარგები. მხოლოდ ერთი დაწკაპუნება უნდა და ორივე ჯდება. რაღაც შეცდომაა, რომ წითლად ჩანს სტატიაში. --ცანგალა 14:42, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

შევასწორე, კიდევ რამე დარჩა? Lemon134340 განხილვაწვლილი 17:41, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
მგონი არა. თუ ხასიათზე იქნება ტექსტი დაუმატე, სტატიას გაეხარდება.--ცანგალა 18:45, 7 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
აბა მაგას ვაწყენინებ? Lemon134340 განხილვაწვლილი 06:03, 8 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიფიცირება[წყაროს რედაქტირება]

Lemon, გამარჯობა. ამ სტატიას „შოპაჰოლიკი (ფილმი)“ ვიკიფიცირება სჭირდება, არ შეიძლება იმ ფორმით დატოვება როგორც არის, თუ შეიძლება გადახედე ჩემ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს სტატიაში „დონი დარკო“, და მაგის მიხედვით დაარედაქტირე. კიდევ ერთი შენიშვნა მაქვს, ბრჭყალი უნდა ჩასვა აი ესეთი „“ და არა — ,, “ან ასეთი " ". მარტივად შეიგიძლია ბრჭყალების ჩასმა: ქართულ კლავიატურაზე როცა გაქვს გადართული ESC-ის ქვედა ღილაკ Ё-ზე დაჭერით მიიღებ ქვედა ბრჭყალს, SHIFT და Ё-ზე ერთდროულად დაჭერით — ზედა ბრჭყალს. Gobrona განხილვაწვლილი 13:42, 8 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მადლობა შენიშვნისთვის! შესწორებას ვიწყებ, მაგრამ სურათს რატომღაც ვერ ვსვამ, როგორ მოვიქცე? Lemon134340 განხილვაწვლილი 12:06, 8 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

რა არის იცი, როგორც წესი ფილმების პოსტერები, სკრინშოტები და ასევე სხვადასხვა ფოტომასალები დაცულია საავტორო უფლებებით, (არსებობს ასევე თავისუფალი ლიცენზიის ფოტოები) ამიტომაც უნდა ადგე და შენთვითონ უნდა ატვირთო პოსტერი, რასაც უნდა მიუთითო ავტორი, წყარო, შექმნის თარიღი და ა.შ. და მხოლოდ ამის შემდეგ გამოისახება სტატიაში. სავარაუდოდ არ გეცოდინება ეს როგორ ხდება. ძნელი ნამდვილად არ არის, თუ სურვილი გაქვს გასწავლი. Gobrona განხილვაწვლილი 13:42, 8 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

P.S. ერთი შენიშვნა მაქვს, ასე ნუ აკეთებ — [[Shopaholic (novels)|შოპაჰოლიკი]], [[James Newton Howard|ჯეიმს ნიუტონ ჰოვარდი]], [[Jerry Bruckheimer Films|ჯერი ბრაქჰეიმირის ფილმები]], არამედ სწორი ასეა [[შოპაჰოლიკი]], [[ჯეიმს ნიუტონ ჰოვარდი]], [[Jerry Bruckheimer Films]] და კიდევ კომპანიის სახელებს ქართულად ნუ დაწერ, როგორც არის ორიგინალში ისე ჩასვი, მაგ., Microsoft, Sony, Touchstone Pictures და ა.შ. Gobrona განხილვაწვლილი 13:49, 8 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გადავაკეთე. თარგმნისას ავტომატურად იწერება ინგლისურად სახელები, შემდეგი სტატიისთვის მაშინ ეგრე დავწერ. და ატვირთვა როგორ ხდება მაინტერესებს? Lemon134340 განხილვაწვლილი 15:03, 8 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მარხნივ, ხელსაწყოების სვეტში არის ფაილის დამატება. შემდეგ, როცა ფაილის დამატებაში გადაგიყვანს, ქვევით ჩამოუყევი და გრაფაში დააკოპირე ეს ტექსტი:

{{არათავისუფალი  ფაილი
| აღწერა       = 
| წყარო      =  
| თარიღი = 
| ავტორი         = 
| ნაწილი           = 
}}
{{არათავისუფალი  ფაილი/სგდ
| სტატია         = მიუთითეთ სტატია, სადაც  გსურთ ფაილის გამოყენება
| მიზანი           = 
| ჩანაცვლებადობა   = 
| სხვა         = 
}}

შესავსებად გამოიყენე ეს მაგალითი. შემდეგ გრაფის ზემოთ არის წარწერა Choose File, რითაც ატვირთავ სურათს. როცა ყველაფერს დაამთავრებ, ჩამოუყვები სულ ქვემოთ და დააჭერ ფაილის დამატებას. ეს არის და ეს. თუმცა, როდესაც უბრალოდ პოსტერის ან სკრინშოტის ატვირთვა დაგჭირდება, უფრო მარტივად იზამ: ისევ იმ გრაფაში ზემოთ ხსენებული ტექსტის ნაცვლად ჩასვამ ამას:

==ლიცენზია==
{{პოსტერი}}

ან

==ლიცენზია==
{{კადრი ფილმიდან}}

ატვრითავ ფაილს (Choose File), შემდეგ ფაილის დამატება და მორჩა. თუ რამეს ვერ გაიგებ აუცილებლად მომწერე ჩემს განხილვის გვერდზე არ მოგერიდოს. Gobrona განხილვაწვლილი 20:45, 8 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მადლობა დიდი!!! Lemon134340 განხილვაწვლილი 06:09, 9 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

სალამი, lemon. ახლა ერთი თხოვნა. ვიკიპედიაში ასეა მიღებული, სტატიის დასაწყისში არის და იყო-ს მაგივრად ვიყენებთ ტირეს ანუ ამას — , არ უნდა აგვერიოს დეეფისში - . აი მაგალითა შენ გიწერია „მარიო მინიტი (8 დეკემბერი 157722 ნოემბერი 1640) იყო იტალიელი მხატვარი, მოღვაწეობდა სიცილაში“.... ა.შ. სწორი არის ასე: მარიო მინიტი (8 დეკემბერი, 157722 ნოემბერი, 1640) — იტალიელი მხატვარი, მოღვაწეობდა სიცილაში..... და კიდევ, უკეთესი იქნება თუ მხატვრის ნაწარმოებების, ფილმების სახელწოდებებს და ა.შ. გამოყოფ ბრჭყალებით და არა დახრილი ხაზით, ანუ კურსივით. Gobrona განხილვაწვლილი 08:37, 9 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გავითვალისწინებ, მადლობა! Lemon134340 განხილვაწვლილი 09:08, 9 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ ბიოგრაფიებში წერო დ. — გ. და დიდი ტირეთი. ეს ქართული ვიკიპედიის სტანდარტია. --ცანგალა 09:11, 11 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გავითვალისწინებ! Lemon134340 განხილვაწვლილი 09:17, 11 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]
{{DEFAULTSORT:}} — ამ თარგის ჩასმაც აუცილებელია კატეგორიებამდე, ვწერთ ჯერ გვარს და შემდეგ სახელს, რომ სტატია ჩაჯდეს ანბანურად — გვარით. {{DEFAULTSORT:ჯენტილესკი, არტემიზია}} იხ. მაგ. კატეგორია:გარდაცვლილი 1656. მადლობა და წარმატებები.--ცანგალა 09:37, 11 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ლიმონ, გამარჯობა, ისევ შენიშვნა ტირეზე. შენ რასაც იყენებ ეგ ტირე არ არის, ეგ დეფისის და ტირეს შუალედია, თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ ისი ვიცი რომ ტირე არ არის. თუ არ არ იცი გეტყვი, ტირე განთვსებულია ქვევით, დამატებითი ნიშნების სექციაში. და კიდევ, დასაწყისში დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი აუცილებლად ჩასვი ბმულში, აი ასე: მარლონ ბრანდო (ინგლ. Marlon Brando; დ. 3 აპრილი, 1 ივლისი, 1924 — გ. 1 ივლისი, 2004) —. Gobrona განხილვაწვლილი 14:03, 29 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ხო დამავიწყდა, ასე არ იწერება [[უილინგი, ილინოისი]] არამედ ასე — [[უილინგი (ილინოისი)|უილინგი]], [[ილინოისი]] ანუ შტატის სახელი ექცევა ფრჩხილებში, ხოლო რაც შეეხება ლოს-ანჯელესს, უბრალოდ იწერება [[ლოს-ანჯელესი]], [[კალიფორნია]]. Gobrona განხილვაწვლილი 14:15, 29 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

კიდევ აღმოვაჩინე რაღაც, „კო-რეჟიროსი“ არასწორია, სწორია „თანარეჟისორი“.Gobrona განხილვაწვლილი 17:02, 29 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ეს: „2011 წელს, დელიმ და მისმა მწერალმა პარტნიორმა ჯონათან მ. გოლდსტეინმა დაწერეს შავი კომედია „აუტანელი ბოსები“. ანუ რა დაწერეს ფილმი? თუ დაწერეს ფილმის სცენარი? ანუ: „დელიმ და ჯონათან მ. გოლდსტეინმა დაწერეს შავი კომედია „აუტანელი ბოსების“ სცენარი“. Gobrona განხილვაწვლილი 17:10, 29 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ჩემ მერ განხორციელებულ ცვლილებებს 1 და 2 აუცილებლად გადახედე, ბევრი რამე უნდა დახვეწო, რომ სტანდარტს აკმაყოფილებდეს. Gobrona განხილვაწვლილი 17:35, 29 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მადლობა შენიშვნებისთვის! ვეცდები გამოვასწორო Lemon134340 განხილვაწვლილი 07:27, 30 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

Gobrona შევამჩნიე, რომ გვარი შეცვალე, მაგრამ მგონი „დელი" ან „დეილია“: https://www.youtube.com/watch?v=XXjEScuQ4xI https://www.youtube.com/watch?v=TYvx_2IAPzE http://net.adjara.com/Actor/main?id=10589

ალგორითმთა ანალიზი[წყაროს რედაქტირება]

ალგორითმთა ანალიზი — მიუთითეთ წყარო და კატეგორიები. გიო ოქრო 14:53, 12 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]