შინაარსზე გადასვლა

გოტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარტრის საკათედრო ტაძარი (დაახ. 1145). ეს ქანდაკებები წარმოადგენს გოტიკური ხელოვნების ადრეულ ნიმუშს, მაგალითს მოქანდაკეთა მთელი თაობისთვის და რევოლუციას მათ სტილში.

გოტიკური ხელოვნება — შუასაუკუნოვანი ხელოვნების სტილი, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთში, ჩ.წ. XII საუკუნეში ჩამოყალიბდა. იგი ჩაენაცვლა რომანულ სტილს. ტერმინი გოტიკა უფრო ხშირად გამოიყენება არქიტექტურულ ნაგებობებთან. თუმცა, იგი მოიცავს ამავე პერიოდის ხელოვნების სხვა სფეროებსაც — ქანდაკებას, ფერწერას, ვიტრაჟს, ფრესკას და ა.შ.

გოტიკა გერმანიაში, XII საუკუნის შუა პერიოდში წარმოიშვა. XIII საუკუნეში იგი გავრცელდა საფრანგეთის, ჩეხეთის, ავსტრიის, ესპანეთისა და ინგლისის ტერიტორიებზე. იტალიაში იგი უფრო მოგვიანებით მოხვდა და გამოიწვია ე.წ. „იტალიური გოტიკის“ წარმოშობა. XIV საუკუნის დასაწყისში ევროპა მოიცვა ე.წ. „ერთაშორისო გოტიკამ“. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გოტიკამ მოგვიანებით შეაღწია და დაახლოებით XVI საუკუნემდე იარსება.

ხელოვნების ამ განხრის შენობებთან და ზოგადად, ნამუშევრებთან მიმართებაში, რომლებიც შეიქმნა XIX საუკუნის შუა პერიოდში, გამოიყენება ტერმინი „ნეოგოტიკა“.

XIX საუკუნის დასაწყისიდან ტერმინი „გოტიკური რომანი“ აღნიშნავს რომანტიზმის ეპოქის ლიტერატურულ ჟანრს — „იდუმალებისა და საშინელებათა“ ლიტერატურას (ასეთი ნაწარმოებების განვითარება ხშირად მიმდინარეობდა გოტიკურ სასახლეებსა თუ მონასტრებში). 1980-იან წლებში ტერმინ გოტიკის გამოყენება დაიწყეს ახლად წარმოშობილ ჟანრთან, გოტიკურ როკთან მიმართებაში, მოგვიანებით კი ასე უწოდებდნენ სუბკულტურასაც („გოტიკური სუბკულტურა“).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]