მომხმარებლის განხილვა:OpusDEI

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Nuvola filesystems folder mail.png   ახალი შეტყობინების დასატოვებლად დააწკაპუნეთ ამ სიმბოლოზე - +.



კორონავირუსი[წყაროს რედაქტირება]

სალამი, გვერდის გადატანის ნაცვლად შეგეძლოთ სათაურის შეცვლა მოგეთხოვათ განხილვაში და შეგეცვალათ, ამ შემთხვევაში რედაქტორებმა, რომლებმაც სტატიის განვითარებაში წვლილი შეიტანეს დაიკარგა, როდესაც ახალ გვერდზე გადააკოპირეთ. Vano 3333 08:31, 12 თებერვალი 2020 (UTC)

გამარჯობა. სტატიის გადარქმევა არ არის ვიკიპედიაში მიზანშეწონილი თუ ეს არ არის კრიტიკული აუცილებლობა, ისეთი, როგორიცაა სტატიის შინაარსთან შეუსაბამობა მაგალითად. ამდენად არსებობს ფუნქცია, რომელსაც ეწოდება გადამისამართება, რაც საშუალებას იძლევა ძველ სახელთან ბმაც შენარჩუნდეს და ამასთან სახელიც „უფრო“ მართებული იყოს. წვლილზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ ვიკიპედია არ არის ადგილი სადაც სტატიის ისტორიაში წვლილების ზომებს ატოლებენ. ეს არ შეესაბამება ვიკიპედიის სულს და აზრს. ხოლო ცვლილების გაუქმება თუ ეს აშკარა დარვევა არ არის, - არაკოლეგიალურია, შეგეძლოთ არბიტრაჟში დაგეწერათ --OpusDEI 08:41, 12 თებერვალი 2020 (UTC)
წვლილზე კომენტარისგან თავის შეკავება რას ნიშნავს არ მესმის. რედაქტორმა წერტილიც რომ დასვას მხოლოდ ისიც ისტორიაში იწერება, დატოლება არაფერ შუაშია, უბრალოდ წვლილი იკარგება, ანუ აღარ ჩანს, რომ ვიღაც ამ სტატიაზე მუშაობდა. Vano 3333 08:13, 15 თებერვალი 2020 (UTC)

კენ ტომფსონი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, კენ ტომფსონი შევასწორე და გაითვალისწინეთ. კატეგორიები დავამატე. დავამატე ასევე ინფოდაფაც, რომელიც ავტომატურად ჯდება ვიკიმონაცემებიდან მეცნიერების და კიდევ რამდენიმე ტიპის სტატიაში და მოსახერხებელი და მარტივია. ასევე, ბოლოსართები გიწერიათ აპოსტროფით და გაითვალისწინეთ, რომ ქართულში დეფისით „-“ იწერება. მადლობა. — ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 07:38, 15 თებერვალი 2020 (UTC)

მადლობა. აპოსტროფთან დაკავშირებით დავაზუსტებ, არის აპოსტროფის არ გამოყენება, ან დეფისის ამ დანიშნულებით გამოყენება ქართულში დამოწმებული რამე ნაშრომით, წიგნით? მე მსგავსი რამ ვერ ვნახე. -- OpusDEI 08:04, 15 თებერვალი 2020 (UTC)
@OpusDEI:, ნებისმიერ ლიტერატურაში თანდებული აღინიშნება წინ დეფისით. მაგალითად: -ვით, -ში, -ზე. ეს უბრალო ფორმალობა არაა, ეს ნიშნავს, რომ მეტყველების ეს ნაწილი ასე იწერება და შესაბამისად, არაქართულ სიტყვებს დაერთვის საკუთარი ფორმით. რაც შეეხება აპოსტროფს. აპოსტროფი ქართულში გამოიყენება ასოთა შესარბილებლად ან რედუცირებული ხმოვნის აღსანიშნავად, ასე რომ მისი მსგავსად გამოყენება უბრალოდ გრამატიკული „კალკია“ ინგლისურიდან.— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 09:01, 15 თებერვალი 2020 (UTC)
ნებისმიერი არასპეციალიზებილი ლიტერატურა წყარო არ არის. მითუმეტეს, ქართულ წიგნთამწყობებს არ აქვთ ისეთი რეპუტაცია, რომ რამე ავტორიტეტი ჰქონდეთ ასეთ საკითხში. აპოსტროფის არ გამოყენება ქართულში და რუსულში გამოწვეულია საბჭოთა საბეჭდ მანქანაზე აპოსტროფის ამოღებით 33 ასოიანი ანბანისთვის ადგილის გასათავისუფლებლად, და არა იმიტომ რომ იგი არ გამოიყენება. იმავე რუსულში, რომლისგანაც დაკოპირებული გვაქვს პუნქტუაციის ტრადიცია, შავით თეთრზე არსებობს წესი რომ აპოსტროფი გამოიყენება ამ მიზნით, თუმცა ზემოთ აღწერილი მიზეით „არ შევიდა მოდაში“. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თუ არ არსებობს წესი, შესაბამისად მითითება „ასე იწერება“ დაუსაბუთებელია და მხოლოდ მავანის გემოვნებას ეყრდნობა. ენათმეცნიერების ინსტიტუტისგან პასუხი იქნებდა საინტერესო, თუ შემორჩა და მუშაობს ჯერ კიდევ. -- OpusDEI 09:17, 15 თებერვალი 2020 (UTC)
თქვენის ნებართვით მეც დავწერ. საიდან გვაქვს დაკოპირებული და გადმოღებული რა შუაშია საერთოდ? როგორც დამკვიდრდა, ჩვენც მასე ვიყენებთ. ქართულში თანდებულები გამოიყოფა დეფისით, ცალკეც და უცხოენოვანი (ქსე, ტ. 1, გვ. 544, სტ. არაქისი — „A. hypogaea-ს მხოლოდ ერთი ქვესახეობა“) ან აბრევიატურული სიტყვის შემდეგ. გიო ოქრო 10:49, 15 თებერვალი 2020 (UTC)
საიდან გვაქვს გადმოკოპირებული დიდად მნიშვნელოვანია, მაგის გარეშე შეუძლებელია სწორი ფორმის დადგენა და შემდგომი განვითარებაც ქაოტურად არაკანზომიერი გამოვა, რაც დღეს კარგად ჩანს ქართული ენის „განვითარებაზე“. მოყვანილ წყაროებში არაფერია ნათქვამი აპოსტროფის გამოყენება-არ გამოყენებაზე. უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, საერთოდ არ ეხებიან ამ საკითხს, როგორც ასეთი. ᲥᲡᲔ ჭირია. რაც შეეხება თავად საკითხს, ამ ეტაპზე დიდი ენათმეცნიერების წყაროებიდან რისი მოძიებაც შევძელი, ესაა სილოვანე ხუნდაძის 1927 წლის ნაშრომი, რომელშიც გამოყენებული აქვს დეფისი, თუმცა კი, ისიც არაფერს ამბობს აპოსტროფზე. უფრო ღრმა ძიებას საჭიროებს. ამ ეტაპზე, ვინაიდან საპირისპიროს დასასაბუთებლად საჭიროა წონიანი არგუმენტი, სანამ ასეთი ხელთ არ მაქვს, ყველა აპოსტროფი დეფისზე ჩავანაცვლე. შევეცდები ენის კომისიის მოსაზრებაც მოვიპოვო ამ საკითხზედ -- OpusDEI 21:49, 15 თებერვალი 2020 (UTC)
საიდან გვაქვს გადმოკოპირებული საერთოდ არაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რადგან წესებს ჩვენ არ ვადგენთ, არამედ ვიზიარებთ. ქსე ზოგისთვის ჭირია (გაუგებარი მიზეზებით) და ზოგისთვის მეცნიერთა მიერ შედგენილი ენციკლოპედია. აპოსტროფი ქართულ ენაში მსგავს სიტუაციაში არ გამოიყენება, თუმცა სპეციალისტებთან კონსულტაცია ცუდი არ არის. გიო ოქრო 21:53, 15 თებერვალი 2020 (UTC)
როგორ შეიძლება იზიარებდეს ადამიანი იმას, რაც არ იცის რატომ არის, და საიდან მოსდევს საფუძველი? გაუგებარია. რადგან ᲥᲡᲔ-ში რაღაც წერია, ეს იმას ნიშნავს რომ ის ჭეშმარიტებაა. პირველ რიგში ᲥᲡᲔ მიუხედავად თავისი სქელტანიანობისა, ძალიან ზოგადი და „დაბალი დონის“ არასპეციალიზებული ენციკლოპედიაა. წესებს კი სწორედაც რომ ჩვენ ვადგენთ, ისინი, ვინც ამ ენას ვიყენებთ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხზე შეხედულებების თანხვედრა არ გვაქვს. -- OpusDEI 22:09, 15 თებერვალი 2020 (UTC)
ქსე-ს შესახებ მსგავსი რაღაც სისულელეა, წაიკითხეთ უფრო მეტი სტატია მასში და მიხვდებით არის თუ არა სპეციალიზებული :) წესებს ადგენენ სპეციალისტები, ჩვენ ისინი არ ვართ. გიო ოქრო 07:21, 16 თებერვალი 2020 (UTC)
ᲥᲡᲔ სანამ არგუმენტია, მანამდე იბერია არ გაბრწყინდება. სირცხვილია, რა ᲥᲡᲔ... რომელი სპეციალისტები, საჰაერო არქეოლოგიის? :) ენას სპეციალისტები არ ავითარებენ, სპეციალისტები, სწავლობენ ენის განვითარებას და მის ყოველ ეტაპს მეცნიერული საფუძვლით ამაგრებენ. ენა ცოცხალი ორგანიზმია და ბუნებრივად ვითარდება. თუ ენაზე არავინ საუბრობს, მაშინ ენა კვდება როგორც ცოცხალი არსება. როგორც ჩანს უნივერსიტეტის ასაკის ჯერ არ ხართ, გაივლით შესაბამის კურსს და მიხვდებით. მანამდე კი შეგიძლიათ გაარკვიოთ როგორ გამოიგონეს „სპეციალისტებმა“ სიტყვა „სელფი“ -- OpusDEI 09:44, 16 თებერვალი 2020 (UTC)
შეგიძლიათ ჩაიხედოთ სარედაქციო საბჭოს წევრებში, სტატიათა ავტორებში და მოიძიოთ ვინ იყვნენ ისინი :) იქ იყვნენ სპეციალისტები არქეოლოგიისაც, სამთო ქიმიისაც და ორნითოლოგიისაც. ენას დიახ, ჩვენ ვავითარებთ, მაგრამ გრამატიკულ ნორმებს ადგენენ (წერილობით გადმოსცემენ) სპეციალისტები, რომელსაც შემდეგ ჩვენ ვიყენებთ საკამათო სიტუაციებში. ქსე-ის ავტორებზე ან ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენ კომისიაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დამერწმუნეთ, „სელფი“ არ შემოვიდოდა, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ენის კონტროლი არ ხდება. გიო ოქრო 12:09, 16 თებერვალი 2020 (UTC)