მომხმარებლის განხილვა:Mgel Darion

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

OTOGI Messages 13:47, 20 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ახლა რა მაინტერესებს, ზოგადად თუ ხარ ამ სფეროთი, ანუ ვიდეო თამაშებით დაინტერესებული, თუ კონკრეტულად მხოლოდ ამ თამაშით ხარ გატაცებული? Gobrona განხილვაწვლილი 19:15, 21 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ამ სფეროში ზოგადად უფრო დაინტერესებული ვარ თამაშების შიდა ისტორიით, როგორც ამბობენ, ბეკგრაუნდით და სიუჟეტით (ბარბარიზმებს ვიყენებ, ამ სიტყვების (Background და Lore) ქართულ ანალოგებს ხშირად ვერ ვიხსენებ, პირდაპირი თარგმანი ვიცი, მაგრამ მნიშვნელობა სხვა უნდა იყოს), ვიდრე მექანიკური მხრით. ფრენჩაიზებიდან კარგად ვიცი Halo (მთელი შიდა ისტორია მეხუთე თამაშამდე ზოგი წიგნის ჩათვლით, მას შემდეგ დრო არ მქონდა გაცნობისთვის), Mass Effect, Dragon Age (ორივე თითქმის ზეპირად ვიცი), Sins of a Solar Empire, Total War-ის სერიიდან ორივე Rome და Warhammer (რაღაც დონეზე სამაგიდო პირველწყაროს ბეკგრაუნდსაც ვეცნობი, სამივეს: 40k, Fantasy Battles და Age of Sigmar), ცოტათი ვიცი Command and Conquer (მარტო მესამე თამაში ტიბერიუმის საგიდან და Generals), Dead Space და Diablo (საშუალო დონეზე) და გატაცებული ვიყავი Battle for Middle-Earth-ის სამივე თამაშით (რამდენიმე წლის წინ ტოლკინის ლეგენდარიუმის ფანი ვიყავი). უახლესი თამაშებიდან - Frostpunk. Mgel Darion განხილვაწვლილი 22:20, 21 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ეგ ყველაფერი კარგია, უფრო გაგიადვილდება წერა, მაგრამ ზოგადად აქ მთავარი არ არის რამდენად კარგად იცი ამა თუ იმ თამაშის სიუჟეტი, გეიმპლეი ან სხვა რამ, ან ნათამაში გაქვს თუ არა ესე თუ ის თამაში, მთავარია უცხოური, ძირითადად ინგლისური ან რუსული ვიკიპედიების მზა მასალიდან თარგმნა. ძირითადი წყარო ეგ არის. თუ გაქვს სურვილი მიიღო მონაწილეობა ამ საშვილიშვილო ვიღიმი საქმეში მონაწილეობა, ვითანამშრომლოთ. თან ვიდეო თამაშებზე ჩემ გარდა არავინ არ წერს, იშვიათად ვინმემ კვარტალში ერთხელ რო გამოურიოს. ხოდა კარგი იქნება შენი გამოცდილების მქონე მომხმარებელი თუ ეყოლება ვიკიპედიას, და ასევე — ჩემთვისაც:) Gobrona განხილვაწვლილი 20:51, 22 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ეგ უეჭველად. ზოგადად, ძირითადი პრობლემა ზუსტად თარგმნასთან მაქვს, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში კრეატიულად ვთარგმნი და უბრალოდ, სხვებთან რომ ვერ განვიხილავ ალტერნატივებს, ცოტათი საკუთარ არჩევანს არ ვენდობი. მაგალითად, იგივე სკავენთა vermintide ფენტეზი ვარჰამერიდან. „მავნებლები“, „მავნეთ მოდგმა“, „მავნეთგვარი“. სწორი თარგმანი რომელი იქნება, ვერ გადამიწყვეტია, რადგან vermin უბრალოდ მავნებელს ნიშნავს. ანდა covenant Halo-დან - „აღთქმა“ თუ უბრალოდ „კოვენანტი“ და ასე შემდეგ. Mgel Darion განხილვაწვლილი 20:19, 23 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ეგეც არ არის პრობლემა, დავჯდებით და ერთად განვილილავთ პრობლემას. Gobrona განხილვაწვლილი 16:47, 24 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. სწორი ფორმაა მოწამვლა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ena.ge-ზე. — Mikheil მიწერა 06:20, 24 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

გადავამოწმე, უცნაურია. სიტყვის ფუძეში ვ ასო არ არის და ამიტომაც ლ-ს წინ არ უნდა ყოფილიყო იმის მიხედვით, რასაც სკოლაში მასწავლიდნენ მართლწერაზე.Mgel Darion განხილვაწვლილი 07:48, 24 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]