მომხმარებელი:Saba zidirovi

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძროხის კუჭი

ძროხას აქვს 4-განყოფილებიანი კუჭი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ საკვებმა გადასამუშავებლად სხვადასხვა სტადია გაიაროს. ახალშობილები მხოლოდ რძით იკვებებიან და ამიტომ ასეთი სტადიების გავლა საჭირო არ არის. როდესაც ახალშობილი ძუძუს წოვს, რძე გვერდს უვლის კუჭის სამ განყოფილებას და პირდაპირ ბოლო განყოფილებაში შედის.

რძე რომ პირველ განყოფილებაში, ფაშვში, შედიოდეს, ეს ხბოსთვის საზიანო იქნებოდა, რადგან ფაშვში ხვდება რთულად მოსანელებელი საკვები, რომელიც ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ფერმენტებით გადამუშავდება. რძის გადამუშავების შედეგად წარმოიქმნება აირები, რომლის გამოყოფაც ახალშობილს არ შეუძლია. როდესაც მცოხნავი ცხოველის ნაშიერი რძეს სვამს, იქნება ეს საწოვრით თუ ვედროდან, ფაშვში შესასვლელი გზა მომენტალურად იკეტება.

აღსანიშნავია, რომ ყველაფერი სხვაგვარადაა, როცა ნაშიერი წყალს სვამს. ცხოველმა დიდი რაოდენობის წყალი უნდა დალიოს, რომ ფაშვში ბაქტერიები და მიკრობები გამრავლდნენ. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს იმას, რომ ნაშიერმა დროთა განმავლობაში ნებისმიერი საკვების გადამუშავება შეძლოს. რძე პირდაპირ კუჭის ბოლო განყოფილებაში ხვდება, წყალი კი ფაშვში შედის. საოცარია, რომ მხოლოდ რძე შედის პირდაპირ კუჭის ბოლო განყოფილებაში!