ვერე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვერე (მდინარე))
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვერე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვერე
ვერე.jpg
მდინარე ვერე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქები თბილისი
მარჯვენა შენაკადები ბეთანიისწყალი
მარცხენა შენაკადები ლასტისციხისხევი
ვენახევისხევი
სათავე თრიალეთის ქედი
41°43′22″ ჩ. გ. 44°26′42″ ა. გ. / 41.722917° ჩ. გ. 44.445167° ა. გ. / 41.722917; 44.445167
სათავის მდებარეობა დიდგორი
შესართავი მტკვარი
41°42′41″ ჩ. გ. 44°47′21″ ა. გ. / 41.711556° ჩ. გ. 44.789333° ა. გ. / 41.711556; 44.789333
შესართავის მდებარეობა თბილისი
სიგრძე 45 კმ
აუზის ფართობი 194 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 0,97 მ³/წმ
ვერე (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg
Commons-logo.svg ვერე ვიკისაწყობში

ვერე (სკვირეთი, სკორეთი) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, დიდგორის მთის მიდამოებში. მდინარე მტკვარს ერთვის ქალაქ თბილისის ფარგლებში მარჯვნიდან. სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 194 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი 0,97 მ³/წმ. მთავარი შენაკადებია — მარცხენა: ლასტისციხისხევი და ვენახებისხევი, მარჯვენა — ბეთანიისწყალი. შუა დინებასა და ქვემოთში იყენებენ სარწყავად. ვახუშტი ბატონიშვილი სკვირეთადაც მოიხსენიებდა. ვერეს ხეობაში მდებარეობს ბეთანიის მონასტერი, თბილისის ზოოპარკი, ბავშვთა ქალაქი „მზიური“.[1]

2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, თბილისში 19 ადამიანი გარდაიცვალა, განადგურდა თბილისის ზოოლოგიური პარკი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ვაკის დასახლებაში, ვაკე-საბურთალოს ახალი გზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე. წყალმა მთლიანად დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების გაქცევა გამოიწვია. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბაგრატიონი ამბობს:

ხოლო კოჟორის ჩრდილო კერძ არს სკვრეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე; გამოსდის დიდგორის მთას, მოდის აღმოსავლით, ერთვის მტკუარს დასავლიდამ, ტფილისის ჩრდილოთ კერძ. შესართავსა ზედა არს ლურჯი მონასტერი.

პირველად სკვირეთს ლეონტი მროველთან ვხვდებით, როცა იგი მოგვითხრობს ქართლის სამეფოს ადრეულ ისტორიაზე. ქართველთა ეთნარქს ქართლოსს ხუთი ვაჟი ჰყავდა და თითოეულს თავისი საგამგებლო ქვეყანა – მხარე მისცა. მეხუთე ვაჟს გაჩიოს წილად ხვდა

ორბის ციხე და სკვირეთი მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა.

შემდეგ მემატიანე ფარნავაზ მეფესთან დაკავშირებით მეფის მიერ მხარეთმპყრობელთათვის საგამგებლო ტერიტორიების ჩამოთვლისას გადმოგვცემს, რომ

მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად და მისცა სკვრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირ და აბოცი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვერე&oldid=3546981“-დან