თამარ მეფის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ მეფის ხიდი (ყოფ. ჩელუსკინელების ხიდი) — ხიდი თბილისში, მდინარე მტკვარზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წლის 16 აპრილს თბილისში, სტალინის სახელობის მუშათა კლუბში გაიხსნა თბილისის საბჭოს გაერთიანებული პლენუმი, რომელმაც დაამტკიცა ახალი მშენებარე ხიდისათვის და რკინიგზის ქუჩისათვის ჩელუსკინელების სახელის მინიჭება[1]. ხიდის მშენებლობის დასრულება დაგეგმილი იყო 1934 წლის 7 ნოემბერს, ოქტომბრის რევოლუციის 17 წლისთავისთვის[2].

ქალაქის გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ახლანდელი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიამ. 1935 წელს მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული კლდოვანი ბორცვის გაჭრის შემდეგ გაიჭრა ჩელიუსკინელების ქუჩა. ამავე წელს აშენდა ხიდი (არქიტექტორი ნ. სევეროვი; ინჟინრები ვ. სალუქვაძე, ნ. სლოვინსკი), რომელიც კიდევ ერთ მძლავრ სატრანსპორტო არტერიად იქცა დედაქალაქისთვის. 1934 წელს, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში საბჭოთა თბომავალი „ჩელიუსკინი“ ჩაიძირა. ექსპედიციის მონაწილეთა გადარჩენას საბჭოთა პროპაგანდამ ჰეროიკული ეპოპეის ხასიათი შესძინა. ამიტომ ახალ ხიდს ქუჩასთან ერთად „ჩელიუსკინელების“ სახელი ეწოდა. ქუჩასაც და ხიდსაც 1989 წელს თამარ მეფის სახელი მიენიჭა

რკინაბეტონის ბურჯები უხეშად გათლილი გრანიტითაა მოპირკეთებული, დანარჩენი ნაწილები კი — ბაზალტის ფილებით. ხიდი ზუსტი პროპორციებით, კარგად შესრულებული დეტალებითა და მონუმენტურობით გამოირჩევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სარალიძე ა., თბილისის ხიდები, თბ.: „ტფილისის ჰამქარი“, 2012. — გვ. 20-21.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]