ვარსკვლავთშორისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვარსკვლავთშორისი
რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
როლებში
მუსიკა ჰანს ციმერი
ოპერატორი ჰოიტე ვან ჰოიტემა
მონტაჟი ლი სმითი
სტუდია
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი
  • ოქტომბერი 26, 2014 (2014-10-26) (პრემიერა)
  • ნოემბერი 5, 2014 (2014-11-05) (ჩრდილოეთი ამერიკა)
  • ნოემბერი 7, 2014 (2014-11-07) (გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა 169 წთ.[1][2]
ქვეყანა
  • აშშ
  • გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 165 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 675,1 მილიონი აშშ დოლარი[3]

ვარსკვლავთშორისი (ინგლ. Interstellar) — 2014 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია კრისტოფერ ნოლანი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მეთიუ მაკ-კონეჰი, ენ ჰეთეუეი, ჯესიკა ჩესტეინი, მაკკენზი ფოი და მაიკლ კეინი. სიუჟეტის მიხედვით, ასტრონავტების გუნდი „თხუნელის სოროში“ მიემგზავრება, სადაც ახალ დასახლებულ პლანეტას ეძებს. სცენარის ავტორები არიან კრისტოფერ და ჯონათან ნოლანები. იგი დაიწერა სხვა სცენართან შერწყმით, რომელიც ჯონათანმა 2007 წელს, კრისტოფერ მიერ შემოთავაზებული იდეების საფუძველზე შექმნა. ფილმის პროდიუსერები არიან კრისტოფერი, მისი მეუღლე ემა თომასი და ლინდა ობსტი. სამეცნიერო მრჩეველი და აღმასრულებელი პროდიუსერია კიპ თორნი.

ფილმი დაფინანსდა Warner Bros.-ის Paramount Pictures-ის და Legendary Pictures-ის მიერ, ხოლო აწარმოებდნენ Syncopy და Lynda Obst Productions. მთავარი ოპერატორი იყო ჰოიტე ვან ჰოიტემა. ფილმი გადაღებული იქნა ანამორფულ (35 მმ.) და IMAX-ის 70 მმ-იან ფორმატებში. გადაღება მიმდინარეობდა 2013 წლის ბოლოდან ალბერტაში (კანადა), ისლანდიაში და ლოს-ანჯელესში. ვიზუალური ეფექტები შეიქმნა Double Negative-ის მიერ.

ვარსკვლავთშორისის პრემიერა გაიმართა 2014 წლის 26 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში, შემდეგ კი - მთელ მსოფლიოში. ფილმი თავდაპირველად ნაჩვენები იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ძველ, ფირიანი პროექტორებით აღჭურვილ ამერიკის კინოთეატრებში. მოგვიანებით კი - ციფრული პროექტორებით აღჭურვილებში. ფილმს კომერციული წარმატება და უმეტესწილად კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები ხვდა წილად. კერძოდ, მათ აღნიშნეს ფილმის მეცნიერული სიზუსტე, ვიზუალური ეფექტები და მსახიობთა, განსაკუთრებით მაკ-კონეჰის, ფოისა და ჩესტეინის შესრულება.[4]

ოსკარის 87-ე დაჯილდოებაზე ფილმმა გაიმარჯვა საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში, ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო ორიგინალური სცენარის, ხმის მონტაჟის, ხმისა და მხატვრული გაფორმების კატეგორიებში.[5]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომავალში დედამიწას ემუქრება მცენარეთა დაავადება, რაც ბევრს აიძულებს, მიწათმოქმედებით დაკავდეს. ნასას ყოფილ პილოტ კუპერს აქვს ფერმა, რომელსაც უვლის სიმამრთან, მოზარდ ვაჟთან და 10 წლის ქალიშვილ მერფისთან ერთად. მერფი დარწმუნებულია, რომ მის ოთახში ცხოვრობს პოლტერგეისტი, რომელიც მასთან დაკავშირებას ცდილობს. კუპერი და გოგონა აღმოაჩენენ „მოჩვენებას“ - უცნობ ფორმას, რომელიც მათ გრავიტაციული ტალღების მეშვეობით უგზავნის დაშიფრულ გზავნილებს. ქვიშაზე აისახება ორნიშნა კოორდინატები, რომლებიც მათ მიიყვანს ნასას საიდუმლო პროექტთან, პროფესორ ბრენდის მეთაურობით.

ბრენდისგან ცნობილი ხდება რომ, სავარაუდოდ უცხო რასის მიერ შექმნილი ხვრელი, იძლევა ადამიანთა ახალ პლანეტაზე გადარჩენის საშუალებას. მისი დახმარებით, „ლაზარეს“ მისიების ფარგლებში აღმოჩენილი იქნა სამი პოტენციურად დასახლებული პლანეტა, რომელიც ტრიალებს შავ ხვრელ გარგანტუას ირგვლივ. ესენია მილერი, ედმუნდსი და მენი, რომლებმაც სახელები შეიძინეს მათზე გაგზავნილი ასტრონავტების პატივსაცემად. ბრენდი კუპერს კოსმოსურ ხომალდ Endurance-ის მთავარ პილოტად ნიშნავს, რათა მოძიებული იქნას სხვა პილოტების მიერ შეგროვებული მონაცემები. თუ ერთ-ერთი პლანეტა აღმოჩნდება საცხოვრებლად ხელსაყრელი, კაცობრიობა გადასახლდება სხვა კოსმოსური სადგურების მეშვეობით. თუმცა, ბრენდმა უნდა იპოვოს საშუალება, ეს სადგურები გრავიტაციის მეშვეობით ასწიოს. სხვა შემთხვევაში, მისია უნდა დაუბრუნდეს გეგმა B-ს, რომელიც ითვალისწინებს გაყინული ემბრიონების განოყიერებას და კაცობრიობის აღორძინებას. კუპერის მიერ მიღებული გამგზავრების გადაწყვეტილების გამო მერფი გულდაწყვეტილია და მამას ცუდად ემშვიდობება.

Endurance-ზე კუპერთან ერთად იმყოფებიან ბიოლოგი ამელია (ბრენდის ქალიშვილი), ფიზიკოსი რომილი, გეოგრაფი დოილი და რობოტები TARS და CASE. ისინი შედიან „თხუნელის სოროში“ და მიემართებიან მილერისკენ, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ პლანეტა იმდენად ახლოს არის გარგანტუასთან, რომ მასზე ხდება დროის სასტიკი გრავიტაციული გაგანიერება: ყოველი საათი, გატარებული მის ზედაპირზე, უდრის დედამიწის შვიდ წელიწადს. გუნდი მილერზე ჯდება. აღმოჩნდება, რომ იგი სტუმართმოძულეა, ვინაიდან მთლიანად არის დაფარული აბობოქრებული გიგანტური ტალღებიანი ოკეანით. ამელია ცდილობს მილერის მონაცემების მოძიებას, მაგრამ ამ დროს ახლოვდება გიგანტური ტალღა, რომელსაც დოილი ეწირება. ხომალდის პლანეტიდან აფრენაც ფერხდება, ამიტომ, Endurance-ზე დაბრუნებულები, აღმოაჩენენ, რომ უკვე გავიდა 23 წელიწადი.

დედამიწაზე მერფი უკვე ნასას მეცნიერია, რომელიც ცდილობს ბრენდის ფიზიკური დილემის ამოხსნას, რათა ხომალდები გაფრინდნენ. სიკვდილის წინ ბრენდი აღიარებს, რომ პრობლემა უკვე ამოხსნა და აღმოაჩინა, რომ პროექტი ვერ შედგება შავი ხვრელის სინგულარობიდან მოპოვებული დამატებითი მონაცემების გარეშე. ასეთი დასკვნა მან გამოიტანა, ვინაიდან იცოდა, რომ დედამიწის მოსახლეობა პროექტს თავს დაანებებდა, თუ წინასწარ ეცოდინებოდა, რომ გადარჩენის იმედი არ არსებობდა. ამიტომ მას სწამს B გეგმის.

Endurance-ის საწვავის მარაგი იწურება. ასტრონავტებს დედამიწაზე დაბრუნებამდე მხოლოდ ერთ პლანეტამდე მიღწევა შეუძლიათ. ამელია დარწმუნებულია, რომ ედმუნდსის პლანეტა უფრო საიმედოა, მაგრამ კუპერი და რომილი ირჩევენ მენის პლანეტას, ვინაიდან იქიდან მანამდე სიგნალები გადაიცემოდა. კუპერი ამელიას ადანაშაულებს იმაში, რომ ედმუნდსის პლანეტისკენ მიიწევს ედმუნდსის სიყვარულის გამო, თუმცა ამელია ეწინააღმდეგება და ეუბნება, რომ ორივე პლანეტაზე მოხვდებოდნენ, კუპერს შინ დაბრუნებაზე უარი რომ ეთქვა. გუნდი ირჩევს მენის პლანეტას, მაგრამ აღმოჩნდება იგი საცხოვრებლად ასევე არ გამოდგება, ვინაიდან მთლიანად მოყინულია. ისინი პოულობენ მრავალი წლით ჩაძინებულ მენს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მან გააყალბა მონაცემები პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ, ვინაიდან ელოდა, რომ Endurance გადაარჩენდა და იცოდა, რომ B გეგმა სინამდვილეში მისიის ნამდვილი ამოცანა იყო. მენი ამტვრევს კუპერის კოსტუმის პირისახის შუშას და მას სიკვდილის პირას მისულს ტოვებს, ხოლო რომილი იღუპება მენის მიერ დამალული ყუმბარის აფეთქებისას. მენი Endurance-ისკენ შატლით ბრუნდება და ედმუნდისკენ გაქცევას გეგმავს, B გეგმის შესასრულებლად. ამელია პოულობს და გადაარჩენს კუპერს. კიდევ ერთი შატლით ისინი ბრუნდებიან Endurance-ზე. მენი უშედეგოდ ცდილობს სადგურზე შეღწევას. ჰაერის ჩამკეტი წნევას კარგავს, რასაც მოჰყვება სადგურის ნაწილის აფეთქება და მენის დაღუპვა. კუპერი სადგურს შატლის დახმარებით იმორჩილებს.

თითქმის საწვავის გარეშე, კუპერი და ამელია აპირებენ Endurance-ით გარგანტუას ირგვლივ გზის შემოვლას და ედმუნდსისკენ გეზის აღებას. TARS და კუპერი ტოვებენ ამელიას საწვავის ეკონომიის მიზნით და ცალ-ცალკე შედიან შავ ხვრელში, იმ იმედით, რომ მოიპოვებენ ინფორმაციას სინგულარობაზე. ისინი ერთგვარ ზესივრცობრივ „ტესერაქტში“ შედიან, სადაც დრო სივრცული განზომილებაა და პორტალით კუპერი ბრუნდება მერფის ბავშვობის დროის საძინებელ ოთახში. იგი მიხვდება, რომ ზებუნევრივი არსებები არიან მომავალი ადამიანები, რომლებმაც ეს სივრცე შექმნეს მისთვის, რათა მას ჰქონოდა მერფისთან „აჩრდილის“ ფორმით დაკავშირების და კაცობრიობის გადარჩენის საშუალება. გრავიტაციული ტალღებით მას TARS-ის მონაცემები სინგულარობაში გადაჰყავს და უკვე მოწიფულ მერფის მორზეს ანბანის მეშვეობით გადასცემს მონაცემებს, რათა მან ამოხსნას ბრენდის განტოლება და დედამიწის ევაკუაციის პრობლემა. წლების შემდეგ კუპერი იღვიძებს ნასას სადგურზე და ხვდება უკვე ღრმად მოხუცებულ მერფის, რომელმაც კაცობრიობის გადასახლებაში მთავარი როლი შეასრულა. მერფი კუპერს უამბობს ამელიას შესახებ, რომელიც ედმუნდის პლანეტაზე იმყოფება და სთხოვს, დატოვოს, ვინაიდან არ სურს, რომ მამამ მისი აღსასრული იხილოს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტრონავტების გუნდი
პერსონაჟები დედამიწაზე
  • ტიმოთი ჩალამეტი - ტომი ბავშვობაში[13]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამოწყება და დაფინანსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის იდეა დაებადა პროდიუსერ ლინდა ობსტსა და თეორიულ ფიზიკოსს კიპ თორნს, რომლებიც ერთმანეთს კარლ სეიგანმა გააცნო, მოგვიანებით კი 1997 წლის ფილმ „კონტაქტში“ ითანამშრომლეს.[8][15] თორნის წიგნზე დაყრდნობით, მათ განიხილეს სცენარი „სამყაროს ყველაზე ეგზოტიკურ მოვლენებზე, რომლებიც უეცრად ადამიანებისთვის გახდება ხელმისაწვდომი“. მათ სტივენ სპილბერგი დააინტერეს, რომელსაც რეჟისორად განიხილავდნენ.[16] ფილმის განვითარება 2006 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც სპილბერგმა და სტუდია Paramount Pictures-მა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის გადაღების გეგმა გამოაცხადეს, რომელიც ობსტისა და თორნის 8-გვერდიან მონახაზს დაეფუძნებოდა. თავად ობსტი ფილმის პროდიუსერად დაინიშნა. 2007 წლის მარტისათვის ჯონათან ნოლანი მოწვეულ იქნა სცენარის დასაწერად ფილმისათვის, რომელსაც ეწოდა „ვარსკვლავთშორისი“.[17]

2009 წელს, სპილბერგმა თავისი კომპანია DreamWorks Paramount-ს ჩამოაშორა (მანამდე DreamWorks ამ უკანასკნელის შვილობილი იყო). Paramount-ს „ვარსკვლავთშორისისათვის“ ახალი რეჟისორი სჭირდებოდა. ჯონათანმა რეკომენდაცია თავის ძმას კრისტოფერს გაუწია. ეს უკანასკნელი პროექტს 2012 წელს შეუერთდა.[18] კრისტოფერი შეხვდა კიპ თორნს, აღმასრულებელ პროდიუსერს, და მასთან ერთად სივრცე-დროის სურათში გამოყენება განიხილა.[19] მას ისეთი სცენარის შექმა სურდა, რომელშიც თავისი ძმის გარდა, საკუთარ იდეებსაც შეიტანდა.[20] 2013 წლის მარტში, კრისტოფერ ნოლანი ოფიციალურად გამოცხადდა „ვარსკვლავთშორისის“ რეჟისორად, მის შექმნაში კი მონაწილეობას Syncopy Inc. და Lynda Obst Productions იღებდნენ მონაწილეობას.[21] „The Hollywood Reporter“-ის მტკიცებით, კრისტოფერი თავის სამუშაოში $20 მილიონს მიიღებდა.[22] ფილმის სიუჟეტში უკეთ გასარკვევად რეჟისორი ეწვია ნასა-სა და კოსმოსურ პროგრამა SpaceX-ს.[19]

მიუხედავად იმისა, რომ Paramount და Warner Bros. მეტოქე სტუდიებად მიიჩნევიან, ამ უკანასკნელმა Paramount-ს პროექტის თანადაფინანსება შესთავაზა. სამაგიეროდ, Warner Bros.-მა Friday the 13th-ის მომდევნო სერიისა და კიდევ ერთ ფილმში თანამონაწილეობა შესთავაზა. 2013 წლის აგვისტოში ფილმის წარმოებაში ჩაერთო Legendary Pictures.

სცენარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარისტი ჯონათან ნოელი ჯერ კიდევ სპილბერგის მიერ იქნა აყვანილი. სცენარზე ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა.[8] მეცნიერებაში უკეთ გასარკვევად მან შეისწავლა ფადრობითობა კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.[23] ის პესიმისტურად იყო განწყობილი ნასა-ს მიერ Space Shuttle-ის პროგრამის დახურვისა და ადამიანის მარსზე გაშვების პროექტის დაბალი დაფინანსების გამო. ჯონათანმა შთაგონების წყარო იპოვა სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმებში აპოკალიპტური თემებით, — „WALL-E“ (2008) და „ავატარი“ (2009). ფილმის პირველი საათი კრისტოფერმა სწორედ ჯონათანის კონცეპციას დააფუძნა, რომელიც რესურსებისგან დაცლილ დედამიწას აღწერს. ამ მონაკვეთში ადგილი აქვს მტვრის ქარიშხლებს, რაც რეალურად მოხდა აშშ-ში 1930-იან წლებში. სცენარის დანარჩენილი ნაწილი რეჟისორმა თავისებურად გადააკეთა.[8]

კასტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტოფერ ნოლანის თქმით, სურათში მეთიუ მაკ-კონეჰის მონაწილეობით ის მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 2012 წლის ფილმი „ტალახი“ იხილა.[8][24] მსახიობი ახალი ორლეანში სერიალ „ნამდვილი დეტექტივის“ გადაღებებზე იმყოფებოდა, როდესაც ნოლანმა ის საკუთარ სახლში დაპატიჟა. რეჟისორის სახლში იყო მიპატიჟებული ენ ჰეთეუეიც, რომელმაც იქ სცენარი წაიკითხა.[25] 2013 წლის აპრილში Paramount-მა გამოაცხადა რომ ორივე ეს მსახიობი როლზე იყო დამტკიცებული. ჯესიკა ჩესტეინს ჩრდილოეთ ირლანდიში „მის ჯულის“ გადაღებებისას დაუკავშირდნენ.[25] მეტ დეიმონი 2013 წლის აგვისტოში ჩაერთო პროექტში.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Interstellar: Presented in Film. fandango.com. Fandango.
  2. Interstellar (12A). British Board of Film Classification (ოქტომბერი 20, 2014).
  3. 3.0 3.1 Interstellar (2014). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 1 თებერვალი, 2015.
  4. http://www.huffingtonpost.com/2014/11/06/interstellar-review_n_6114512.html
  5. Oscars 2015: See the Full List of Nominees. Time (January 15, 2015).
  6. Fleming, Mike. “Is Christopher Nolan Giving 'Interstellar' Lead To Matthew McConaughey?“, Deadline.com, March 28, 2013. 
  7. O'Hara, Helen. “Empire's Epic Interstellar Subscribers' Cover“, Empire, სექტემბერი 16, 2014. 
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 Jolin, Dan (November 2014). "The Ultimate Trip". Empire.
  9. How Building A Black Hole For 'Interstellar' Led To An Amazing Scientific Discovery - Wired
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Fleming, Mike. “Christopher Nolan Starts 'Interstellar'“, Deadline.com, აგვისტო 13, 2013. 
  11. Kaye, Don. “Interstellar Review“, Den of Geek, ოქტომბერი 27, 2014. 
  12. 12.0 12.1 Jagernauth, Keith. “Exclusive: Matt Damon Joins Christopher Nolan's 'Interstellar,' Lines Up Directorial Debut 'The Foreigner'“, The Playlist, Indiewire Network, აგვისტო 28, 2013. 
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Waxman, Sharon. “Christopher Nolan's 'Interstellar' Explodes at Intimate, First-Look Screening“, TheWrap, ოქტომბერი 23, 2014. 
  14. Foundas, Scott (ოქტომბერი 27, 2014). "Film Review: 'Interstellar'". Variety. http://variety.com/2014/film/reviews/film-review-interstellar-1201338475/.
  15. How Building A Black Hole For 'Interstellar' Led To An Amazing Scientific Discovery - Wired. WIRED.
  16. Fernandez, Jay A.. “Writer with real stars in his eyes“, Los Angeles Times, March 28, 2007. 
  17. Fernandez, Jay. “Spielberg, Nolan plan sci-fi project“, Los Angeles Times, March 24, 2007. 
  18. Jensen, Jeff (October 16, 2014). "Inside 'Interstellar,' Christopher Nolan's emotional space odyssey". Entertainment Weekly. http://insidemovies.ew.com/2014/10/16/interstellar-christopher-nolan-anne-hathaway/.
  19. 19.0 19.1 Galloway, Stephen (October 22, 2014). "'Interstellar's' Christopher Nolan, Stars Gather to Reveal Secrets of the Year's Most Mysterious Film". The Hollywood Reporter. http://www.hollywoodreporter.com/news/interstellars-christopher-nolan-stars-gather-742727.
  20. Fleming, Mike. “The Migratory Habits Of 800-Pound Gorilla Oscar Directors And The Films They Make“, Deadline.com, January 10, 2013. 
  21. Hayden, Erik (March 8, 2013). "It's Official: Christopher Nolan's 'Interstellar' to be Warner Bros., Paramount Co-Production". The Hollywood Reporter. http://www.hollywoodreporter.com/heat-vision/official-christopher-nolans-interstellar-be-426889.
  22. Staff (October 2, 2014). "Hollywood Salaries Revealed, From Movie Stars to Agents (and Even Their Assistants)". The Hollywood Reporter. http://www.hollywoodreporter.com/news/hollywood-salaries-revealed-movie-stars-737321.
  23. What Does A Showrunner Bring To A Deserted Island?. [Television production]. Ora TV. April 15, 2014. Event occurs at 3:48. https://www.youtube.com/watch?v=QD1Bj1egE3U.
  24. McClintock, Pamela (March 26, 2014). "CinemaCon: Christopher Nolan Talks 'Interstellar,' Plugs Film Over Digital in Hollywood Reporter Q&A". The Hollywood Reporter. http://www.hollywoodreporter.com/news/cinemacon-christopher-nolan-talks-interstellar-691456. წაკითხვის თარიღი: March 27, 2014.
  25. 25.0 25.1 Itzkoff, Dave. “Flight Club: Matthew McConaughey, Anne Hathaway and Jessica Chastain on 'Interstellar'“, The New York Times, October 22, 2014. წაკითხვის თარიღი: October 24, 2014.