დამოუკიდებლობის დღე (1996 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დამოუკიდებლობის დღე
რეჟისორი როლანდ ემერიხი
პროდიუსერი დინ დევლინი
სცენარის ავტორი
  • დინ დევლინი
  • როლანდ ემერიხი
როლებში
მუსიკა დევიდ არნოლდი
ოპერატორი კარლ ვალტერ ლინდენლაუბი
მონტაჟი დევიდ ბრენერი
სტუდია Centropolis Entertainment
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • ივლისი 2, 1996 (1996-07-02) (შეზღუდული)
  • ივლისი 3, 1996 (1996-07-03) (აშშ)
ხანგრძლივობა 145 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 75 მილიონი აშშ დოლარი[2][3]
შემოსავალი 817.4 მილიონი აშშ დოლარი[2]

დამოუკიდებლობის დღე“ (ინგლ. Independence Day) — 1996 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური მოქმედებითი ფილმი, რომლის რეჟისორი და თანასცენარისტია როლან ემერიხი. ფილმში ადამიანების ჯგუფი ებრძვის დედამიწაზე თავდამსხმელ უცხოპლანეტელებს. სხვა ადამიანებთან ერთად ისინი გადადიან კონტრეშეტევაზე 4 ივლისსაშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს.

ევროპაში „ვარსკვლავური კარიბჭის“ პრომო-კამპანიისას, როდესაც ჰკითხეს, სწამდა თუ არა უცხო რასების არსებობის, ემერიხს დაებადა მომავალი ფილმის იდეა. დინ დევლინი თანამონაწილეობით მან შეიმუშავა დედამიწაზე უცხოპლანეტელთა თავდასხმის სიუჟეტი. გადაღება 1995 წლის ივლისში ნიუ-იორკში დაიწყო, ხოლო ფილმზე მუშაობა დასრულდა შემდეგი წლის 20 ივნისს.[4]

„დამოუკიდებლობის დღე“, რომელიც ჰოლივუდის ბლოკბასტერების ეპოქის გარდამტეხ ფილმად ითვლება, გამოვიდა 1996 წლის 3 ივლისს, თუმცა მაყურებელთა მხრიდან დიდი ინტერესის გამო შეზღუდული პრემიერა გაიმართა 2 ივლისს (როდესაც იწყება ფილმში ასახული მოვლენები). იგი იქცა 1996 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად - 817.4 მილიონი აშშ დოლარით და, მცირე დროით, 1993 წლის „იურული პარკის“ შემდეგ ყველაზე შემოსავლიანად. 2016 წლის ივნისისთვის იგი კვლავ შედის ყველა დროის შემოსავლიანი ფილმების სიაში (55-ე ადგილზე) და ითვლება 90-იანების კატასტროფის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრების კატეგორიებში ერთ-ერთ მოწინავედ. „დამოუკიდებლობის დღეს“ მიღებული აქვს ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის და ნომინაცია ამავე ჯილდოზე ხმის საუკეთესო მონტაჟისთვის.[5] მისი გაგრძელება, „დამოუკიდებლობის დღე: აღორძინება“, გამოვიდა 20 წლის შემდეგ, 2016 წლის 24 ივნისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. INDEPENDENCE DAY (12). British Board of Film Classification (July 21, 1996). წაკითხვის თარიღი: March 10, 2016.
  2. 2.0 2.1 Independence Day (1996). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: February 5, 2009.
  3. Independence Day (1996) Synopsis Rotten tomatoes. Retrieved September 25, 2007.
    "With a $71 million budget and mind-blowing special effects..."
  4. Rebecca Ascher-Walsh. (12 ივლისი, 1996) SPACE UNDER FIRE. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 8 ივლისი, 2008.
  5. "Awards for Independence Day." IMDb წაკითხვის თარიღი 4 სექტემბერი, 2012.