გრავიტაცია (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრავიტაცია
რეჟისორი ალფონსო კუარონი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
როლებში
მუსიკა სტივენ პრაისი
ოპერატორი ემანუელ ლუბეცკი
მონტაჟი
  • ალფონსო კუარონი
  • მარკ სენგერი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 91 წუთი[1]
ქვეყანა
  • აშშ
  • ბრიტანეთი[2]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 100 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 723.2 მილიონი აშშ დოლარი[3]

გრავიტაცია (ინგლ. Gravity) — 2013 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი, რომლის რეჟისორი, თანაპროდიუსერი, თანამონტაჟისტი და თანასცენარისტი არის ალფონსო კუარონი.[4][5] ფილმის მთავარი გმირები, სანდრა ბულოკი და ჯორჯ კლუნი ასახიერებენ ამერიკელი ასტრონავტების როლს, რომლებიც აღმოჩნდებიან შუაგულ კოსმოსში, მას შემდეგ რაც მათი შატლი აფეთქდება.

სცენარი კუარონმა შვილთან, ხონასთან ერთად დაწერა. თავდაპირველად ფილმის დისტრიბუტორი Universal Pictures უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით დისტრიბუციაზე უფლებები მოპოვა Warner Bros. Pictures-მა. დევიდ ჰეიმენი, რომელიც ადრე კუარონთან ერთად მუშაობდა ფილმზე „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“, გახდა „გრავიტაციის“ თანაპროდიუსერი. ფილმის წარმოება მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ბრიტანულმა კომპანია Framestore-მა სამი წელი მოანდომა ვიზუალური ეფექტების შექმნას.

ფილმის პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე 2013 წლის 28 აგვისტოს[6][7] და მაღალი შეფასებები ერგო. შექება ძირითადად წილად ჰხვდა რეჟისურას, მუსიკას, ვიზუალურ ეფექტებს და სანდრა ბულოკის შესრულებას.[8] მიჩნეულია 2013 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად; ამერიკის კინოინსტიტუტმა დაასახელა წლის 10 საუკეთესო ფილმებს შორის. ის გახდა 2013 წლის მეშვიდე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი 723 მილიონი აშშ დოლარით.[3]

ფილმმა მიიღო უმრავი ჯილდო დაჯილდოების სხვადასხვა ცერემონიალებზე. ოსკარზე წარდგენილი იქნა 10 ნომინაციაში, საიდანაც მოიგო 7: საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, საუკეთესო სურათისთვის, საუკეთესო რეჟისორისთვის, ორიგინალური მუსიკისთვის, საუკეთესო ოპერატურისთვის და ვიზუალური ეფექტებისთვის.[9][10][11] პროექტს აგრეთვე გადაეცა BAFTA ექვსი,[12][13] კრიტიკოსთა რჩეულის 7 და ოქროს გლობუსის 1 ჯილდო.[14] ისევე როგორც რე ბრედბერის პრემია.[15] საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფლობს 96%-ს 314 მიმოხილვაზე დაყრდნობით.[16]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. GRAVITY (12A). Warner Bros.. British Board of Film Classification (23 აგვისტო, 2013). წაკითხვის თარიღი: 23 აგვსიტო, 2013.
  2. Gravity. ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 ნოემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 28 ნოემბერი, 2014.
  3. 3.0 3.1 3.2 Staff. (16 იანვარი, 2014) Gravity (2013). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2014.
  4. Clooney and Bullock in 'Gravity'. The Independent (2010-12-17). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-07-09. წაკითხვის თარიღი: 2013-07-04.
  5. Bullock talks space sex with Clooney. The Belfast Telegraph (2013-05-25). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-07-09. წაკითხვის თარიღი: 2013-07-04.
  6. Венецианский кинофестиваль впервые откроется с 3D-фильма. Новые Известия (2013-07-04). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-07-09. წაკითხვის თარიღი: 2013-07-04.
  7. Валерий Кичин.. (2013-08-23) Фильм «Гравитация» станет сенсацией Венецианского фестиваля. Российская газета. წაკითხვის თარიღი: 2013-08-28.
  8. Trumbore, Dave. (28 აგვისტო, 2013) 'Gravity' Reviews Praise Sandra Bullock and George Clooney's Performances. Collider. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო, 2013.
  9. Oscar Winners 2014 Complete List. Oscar.go.com. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2014.
  10. Oscar Winners 2014 List“, Daily Telegraph, 3 მარტი, 2014. წაკითხვის თარიღი: 3 მარტი, 2014. 
  11. Gravity dominates, but 12 Years a Slave wins best film. Guardian (3 მარტი, 2014). წაკითხვის თარიღი: 4 მარტი, 2014.
  12. BAFTA Awards: ‘12 Years A Slave’ Wins Best Film But ‘Gravity’ Carries Most Weight With Six Total Nods; Chiwetel Ejiofor & Cate Blanchett Take Actor Wins; ‘American Hustle’ Scores 3 Including For Jennifer Lawrence. BAFTA. წაკითხვის თარიღი: 16 თებერვალი, 2014.
  13. Gravity wins outstanding British film. Guardian (16 თებერვალი, 2014). წაკითხვის თარიღი: 4 მარტი, 2014.
  14. Golden Globe Awards Winners“, Variety, Penske Media Corporation, 12 იანვარი, 2014. წაკითხვის თარიღი: 10 მარტი, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 მარტი, 2014. 
  15. 2013 Nebula Nominees Announced, SFWA, 25 თებერვალი, 2014.
  16. Gravity. Rotten Tomatoes. წაკითხვის თარიღი: 31 მაისი, 2014.