დიუნკერკი (2017 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიუნკერკი
რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი კრისტოფერ ნოლანი
როლებში
მუსიკა ჰანს ციმერი
ოპერატორი ჰოიტე ვან ჰოიტემა
მონტაჟი ლი სმითი
მწარმოებელი კომპანია Syncopy Inc.[1][nb 1]
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 13 ივლისი 2017 (2017-07-13) (Odeon Leicester Square)
  • 19 ივლისი 2017 (2017-07-19) (France)[3]
  • 20 ივლისი 2017 (2017-07-20) (ნიდერლანდები)[3]
  • 21 ივლისი 2017 (2017-07-21) (ბრიტანეთი/აშშ)[3]
ხანგრძლივობა 106 წთ.[4]
ქვეყანა
  • ბრიტანეთი[5]
  • აშშ[5]
  • საფრანგეთი[5]
  • ნიდერლანდები[5]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 100 მილიონი აშშ დოლარი[6]
შემოსავალი 523.9 მილიონი აშშ დოლარი[6]

დიუნკერკი“ (ინგლ. Dunkirk) — 2017 წლის ფილმი, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და თანაპროდიუსერია კრისტოფერ ნოლანი. იგი აღწერს II მსოფლიო ომის მოვლენას, დიუნკერკის ბრძოლას. როლებს ასრულებენ ფიონ უაიტჰედი, ტომ გლინ-კარნი, ჯეკ ლოუდენი, ჰარი სტაილზი, ანეირინ ბარნარდი, ჯეიმზ დ'არსი, ბარი კეოგანი, კენეთ ბრანა, კილიამ მერფი, მარკ რაილენსი და ტომ ჰარდი. ფილმი წარმოებულია ბრიტანული, ფრანგული და ჰოლანდიური კომპანიების მიერ, ხოლო დისტრიბუტორია Warner Bros. Pictures.

„დიუნკერკი“ მოვლენებს სამი კუთხით აჩვენებს – საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო რაკურსებიდან. მასში მინიმალური რაოდენობის დიალოგები ჟღერს, ვინაიდან ნოლანს სურდა, მღელვარება გამოეწვია ოპერატორის და მუსიკის დახმარებით. გადაღება დაიწყო 2016 წლის მაისში, დიუნკერკში, ხოლო დასრულდა ლოს-ანჯელესში. იგი მიმდინარეობდა IMAX-ის და ტრადიციულ 65 მმ-იან ფირებზე. ფილმში გამოიყენება დიდი რაოდენობის პრაქტიკული ეფექტები, მრავალი დუბლიორი, ნავები და მეორე მსოფლიო ომის პერიოდის თვითმფრინავები.

ფილმის პრემიერა გაიმართა 2017 წლის 13 ივლისს ლონდონის Odeon-ში. იგი ბრიტანეთსა და აშშ-ში 21 ივლისს გამოვიდა, IMAX-ის, ისევე, როგორც 70 მმ-იან და 35 მმ-იან ფორმატებში. „დიუნკერკი“ ომის თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე შემოსავლიანია, 523 მილიონი აშშ დოლარით. კრიტიკოსებმა იგი დადებითად შეაფასეს სცენარის, რეჟისურის და ოპერატორის ნამუშევრის მხრივ, ზოგიერთმა მათგანმა კი ნოლანის საუკეთესო ნამუშევარი და საომარ თემაზე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უწოდა.

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დამატებითი: Warner Bros. Pictures, RatPac-Dune Entertainment, Canal+, Ciné+ და Studiocanal.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Debruge, Peter. (17 July 2017) Film Review: Christopher Nolan's 'Dunkirk'. დაარქივებულია ორიგინალიდან - 23 July 2017.
  2. Film Releases. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 July 2017.
  3. 3.0 3.1 3.2 WORLDWIDE RELEASE DATES. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 July 2017.
  4. DUNKIRK (2017). British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 July 2017.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 British Films Directory. დაარქივებულია ორიგინალიდან - 30 December 2016.
  6. 6.0 6.1 Dunkirk (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 July 2017.