შინაარსზე გადასვლა

12 მაიმუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„12 მაიმუნი“
რეჟისორი ტერი გილიამი
პროდიუსერი ჩარლზ როვენი
სცენარის ავტორი
  • დევიდ პიპლზი
  • ჯენეტ პიპლზი
ეფუძნება „ასაფრენი ბილიკი“
კრის პარკერი
როლებში
მუსიკა პოლ ბაკმასტერი
ოპერატორი როჯერ პრეტი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 29 დეკემბერი, 1995 (1995-12-29)
ხანგრძლივობა 129 წუთი[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 29.5 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 168.8 მილიონი აშშ დოლარი[2]

12 მაიმუნი“ (ინგლ. 12 Monkeys) — 1995 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური ნეო-ნუარული ფილმი, რომლის რეჟისორია ტერი გილიამი. მონაწილეობენ ბრიუს უილისი, ბრედ პიტი, კრისტოფერ პლამერი, მედელინ სტოუ და დევიდ მორსი. დაფუძნებულია კრის პარკერის ფილმზე „ასაფრენი ბილიკი“, სცენარის ავტორები არიან დევიდ პიპლზი და ჯენეტ პიპლზი.[3] დისტრიბუცია გაუწია კინოკომპანია Universal Pictures-მა.

ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 29.5 მილიონი აშშ დოლარი. გადაღებები მიმდინარეობდა 1995 წლის თებერვლიდან მაისამდე - ძირითადად ფილადელფიასა და ბალტიმორში.[4][5] პრემიერა შედგა 1995 წლის 29 დეკემბერს.

სიუჟეტი მიმდინარეობს ახლო მომავალში, 2035 წელს. ვირუსმა გაანადგურა დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ხოლო გადარჩენილები დაიმალნენ მიწის ქვეშ. მთავარი გმირია პატიმარი ჯეიმზ კოული, რომელსაც აგზავნიან წარსულში, რათა მოიპოვოს გამანადგურებელი ვირუსის სინჯები, რომ მეცნიერებმა შექმნან ვაქცინა.[6]

ფილმმა დადებითი გამოხმაურება ჰპოვა კრიტიკოსებში. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე, 59 მიმოხილვაზე დაყრდნობით ფლობს 88%,[7] ხოლო Metacritic-ზე — 74/100 (20 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[8] ბრედ პიტს გადაეცა ოქროს გლობუსი[9] და მიიღო ოსკარის ნომინაცია მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის. ფილმმა მიიღო სატურნის ჯილდო რამდენიმე კატეგორიაში. პროექტი აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, მსოფლიოს მასშტაბით შემოსავალმა 168.8 მილიონი დოლარი შეადგინა.[2]

2015 წლის 16 აგვისტოს გამოვიდა ფილმზე დაფუნძნებული „ამავე სახელწოდების ტელესერიალი,[10] შექმნილი ტრევის ფიკეტის და ტერი მატალასის მიერ.

რესურსები ინტენრეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. TWELVE MONKEYS (15). British Board of Film Classification (1 თებერვალი, 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-19. ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2015.
  2. 2.0 2.1 12 Monkeys. Box Office Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-31. ციტირების თარიღი: 2012-04-10.
  3. Chris Nashawaty (July 28, 2006). „They Call Him Mr. Pitch“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-25. ციტირების თარიღი: 2012-04-10.
  4. Jill Gerston (24 დეკემბერი, 1995). „Terry Gilliam: Going Mainstream (Sort Of)“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2012-04-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. Jeff Gordinier (19 მაისი, 1995). „Brass Bald“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-09. ციტირების თარიღი: 2012-04-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. (1995) 12 Monkeys. Universal Studios. „James Cole: I just have to locate them because they have the virus in its pure form, before it mutates. When I locate them, they'll send a scientist back here; that scientist will study the virus, and then when he goes back to the present, he and the rest of the scientists will make a cure.“ 
  7. 12 Monkeys. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 2012-04-10.
  8. 12 Monkeys (1995): Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 2012-04-10.
  9. 12 Monkeys. Hollywood Foreign Press Association. ციტირების თარიღი: 2012-04-10.
  10. Bibel, Sara. (4 აპრილი, 2014) Syfy Greenlights 12 Episodes of '12 Monkeys' (Updated). TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2014.