დევნა (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დევნა
რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
პროდიუსერი ემა თომასი
ჯერემი თეობალდი
კრისტოფერ ნოლანი
პიტერ ბროდერიკი
სცენარის ავტორი კრისტოფერ ნოლანი
როლებში ჯერემი თეობალდი
ალექს ჰაუ
ლუსი რასელი
ჯონ ნოლანი
კომპოზიტორი დევიდ ჯულიანი
ოპერატორი კრისტოფერ ნოლანი
მონტაჟი კრისტოფერ ნოლანი
გარეთ ჰილი
სტუდია Syncopy Films
Next Wave Films
დისტრიბუტორი Zeitgeist Films (აშშ)
Momentum Pictures (დიდი ბრიტანეთი)
გამოსვლის თარიღი 12 სექტემბერი, 1998 (ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი)
2 აპრილი, 1999 (ნიუ-იორკი)
5 ნოემბერი, 1999 (UK)
ხანგრძლივობა 69 წთ.
ქვეყანა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $6,000[1]
შემოსავალი $48,482[1]

დევნა1998 წლის ბრიტანული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარისტია კრისტოფერ ნოლანი. ის არის ნოლანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. სურათი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც უთვალთვალებს ჩვეულებრივ გამვლელებს ლონდონის ქუჩებში.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯერემი თეობალდი - ახალგაზრდა მამაკაცი
  • ალექს ჰაუ - კობი
  • ლუსი რასელი - ქერათმიანი
  • ჯონ ნოლანი - პოლიციელი
  • დიკ ბრედსელი - მელოტი ბიჭი
  • გილიან ელ-კადი - სახლის მეპატრონე
  • ჯენიფერ ენჯელი - მიმტანი
  • ნიკოლას კარლოტი - ბარმენი
  • დარენ ორმანდი - ბუღალტერი
  • გაი გრინუეი - Heavy #1
  • ტასოს სტივენსი - Heavy #2
  • ტრისტან მარტინი - კაცი ბარში
  • რებეკა ჯეიმზი - ქალი ბარში
  • პოლ მეისონი - სახლის მეპატრონის მეგობარი
  • დევიდ ბოვილი - სახლის მეპატრონის მეუღლე

კამეოები აქვთ ასევე ფილმის პროდიუსერ ემა თომასს და კომპოზიტორს, დევიდ ჯულიანს.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევნის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი, ასევე, არის ფილმის სცენარისტი, ოპერატორი, მემონტაჟე და ერთ-ერთი პროდიუსერი. გამომდინარე იქიდან, რომ ნოლანმა ფილმი გადაიღო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კინოსაზოგადოების დახმარებით, ფილმი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო დაბალ-ბიუჯეტიან სურათად. მისი ბიუჯეტი მხოლოდ $6,000-ს შეადგენდა.

გადაღებები მიმდინარეობდა ლონდონში. ძირითადი სცენები გადაიღეს ნოლანის მეგობრების და მშობლების სახლებში. გადაღებების მიმდინარეობის დროს მისი მშობლების სახლი გაქურდეს და რამდენიმე ნივთი, რომელიც სიუჟეტის მიხედვით ფილმში დაიკარგა, სინამდვილეშიც მოიპარეს. საერთო ჯამში სურათის გადაღებას მთელი წელიწადი დასჭირდა, რადგან გადაღების შესაძლებლობა მხოლოდ შაბათობით ჰქონდათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Following (1999). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 19 July 2009.