უცხო (1979 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „უცხო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ უცხო (მრავალმნიშვნელოვანი).
უცხო
რეჟისორი რიდლი სკოტი
პროდიუსერი გორდონ კეროლი
დევიდ გილერი
უოლტერ ჰილი
სცენარის ავტორი დენ ო'ბენონი
დევიდ გილერი (არ არის მითითებული)
უოლტერ ჰილი (არ არის მითითებული)
ისტორია დენ ო'ბენონი
რონალდ შასეტი
როლებში ტომ სკერიტი
სიგურნი უივერი
ვერონიკა კარტრაიტი
ჰარი დინ სტენტონი
ჯონ ჰერტი
იენ ჰოლმი
იაფეტ კოტო
კომპოზიტორი ჯერი გოლდსმითი
ოპერატორი დერეკ ვანლინტი
მონტაჟი ტერი როულინგზი
სტუდია
  • 20th Century-Fox (ლონდონი)
  • Brandywine-Ronald Shushett production[1][2]
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • მაისი 25, 1979 (1979-05-25) (აშშ)
  • სექტემბერი 6, 1979 (1979-09-06) (გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა 117 წთ.[3]
ქვეყანა
  • გაერთიანებული სამეფო[1][2]
  • აშშ[4][5][6]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 9–11 მილიონი აშშ დოლარი[7][8][9]
შემოსავალი 104.9–203.6 მილიონი დოლარი[7][8]

უცხო (ინგლ. Alien) — რეჟისორ რიდლი სკოტის 1979 წლის, საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი. წარმოადგენს რიგით პირველ ფილმს ამავე სახელწოდების ფრენჩაიზიდან. მისი სახელწოდება მომდინარეობს მთავარი პერსონაჟისგან, უცხო რასის წარმომადგენელი აგრესიული არსებისგან, რომელიც დაძრწის და კლავს კოსმოსური ხომალდის გუნდს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
სიგურნი უივერი ელენ რიპლი ელენ რიპლი
ტომ სკერიტი დალასი დალასი
ვერონიკა კარტრაიტი ლამბერტი ლამბერტი
ჰარი დინ სტენტონი ბრეტი ბრეტი
ჯონ ჰარტი კეინი კეინი
იენ ჰოლმი ეში ეში
იაფეტ კოტო პარკერი პარკერი
ბოლაჯი ბადეჯო უცხო უცხო

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენ ო'ბენონის სცენარი დაიწერა რონალდ შასეტის მიერ მოთხრობილი ისტორიის მიხედვით, სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ფილმების ჟანრების გავლენით. ფილმის წარმოება მოხდა კომპანიის Brandywine Productions მეშვეობით. მისი დისტრიბუტორია 20th Century Fox, რომლის მიერ მოვლენილმა პროდიუსერებმა, დევიდ გილერმა და უოლტერ ჰილმა სცენარში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს. უცხოს სათაური და დამატებითი ელემენტები შექმნილი იქნა შვეიცარიელ სიურელიასტ ჰ.რ. გიგერის მიერ. მხატვრებმა რონ კობმა და კრის ფოსმა შექმნეს ადამიანთა სამყაროს ელემენტების დიზაინი.

შეფასებები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უცხომ მიიღო კრიტიკული აღიარება და წარმატება კინოგაქირავებაში, რასაც დაემატა ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისათვის,[10][11] Saturn-ის ჯილდო საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, საუკეთესო რეჟისურისათვის - რიდლი სკოტისათვის და საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლი - კარკტრაიტისათვის,[12] და ჰიუგოს ჯილდო საუკეთესო დრამატული თამაშისათვის, ისევე როგორც ბევრი სხვა ნომინაცია.[13] შემდგომ ათწლეულებში მას კვლავ დიდ შეფასებას აძლევდნენ. ფილმი 2002 წელს შეყვანილი იქნა კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნული ფილმების რეესტრში, აღიარებული „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიურად მნიშვნელოვან“ ნამუშევრად.[13] 2008 წელს ამერიკული ფილმების ინსტიტუტის მიერ იგი აღნიშნული იქნა, როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სიის რიგით მეშვიდე საუკეთესო ფილმი, ხოლო ჟურნალმა Empire მას ყველა დროის უდიდესი ფილმების სიაში რიგით 33-ე ადგილი მიანიჭა.[14]

გაგრძელებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„უცხოს“ წარმატებას მოჰყვა ფრენჩაიზი, რომელშიც შედის რომანები, კომიქსები, ვიდეო თამაშები, სათამაშოები, ისევე როგორც ფილმის სამი შემდგომი ნაწილი და ორი წინარეისტორია. ამ ფილმში სიგურნი უივერის მიერ მიღებული იქნა პირველი წამყვანი როლი. დაიწყო მისი წარმატებული სამსახიობო კარიერაც, ისევე როგორც მისი პერსონაჟის, ელენ რიპლის ამბავი, რომელიც გრძელდება შემდეგ ფილმებში, უცხოები (1986), უცხო 3 (1992) და უცხოს აღდგომა (1997).[15] ფილმებში უცხო მტაცებლის წინააღმდეგ (2004) და უცხო მტაცებლის წინააღმდეგ: რეკვიემი (2007) ეს თემა აღარ გამოიყენება, ვინაიდან ყურადღება გადატანილია გამოგონილ ჯვარედინ ისტორიაზე, რომელშიც უცხოს გარდა წამყვანი პერსონაჟია მტაცებელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Pulleine, Tim (1979). "Alien". Monthly Film Bulletin (London: British Film Institute) 46 (540): 191. ISSN 0027-0407. ""p.c — 20th Century-Fox (London), A Brandywine-Ronald Shushett production""
  2. 2.0 2.1 Alien. American Film Institute. ციტატა: „Production Company: Twentieth Century-Fox Film Corp. Production Text: a Brandywine-Ronald Shusett production“ ციტირების თარიღი: August 25, 2015.
  3. ALIEN. British Board of Film Classification. ციტირების თარიღი: December 9, 2014.
  4. Endangering Science Fiction Film. Books.google.com (2015-06-26). ციტირების თარიღი: 2015-10-12.
  5. Bryn V. Young-Roberts. The Film Reader's Guide to James Cameron's Avatar. Books.google.com. ციტირების თარიღი: 2015-10-12.
  6. Sara Bailey. Writing the Horror Movie. Books.google.com (2013-07-18). ციტირების თარიღი: 2015-10-12.
  7. 7.0 7.1 Alien - Box Office Data, DVD and Blu-ray Sales, Movie News, Cast and Crew Information. The Numbers. ციტირების თარიღი: December 9, 2014.
  8. 8.0 8.1 Alien (1979). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: September 8, 2008.
  9. ფილმის ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ბიუჯეტი 11 მილიონს შეადგენდა, თუმცა, სხვა წყაროებში განსხვავებული ციფრებია მითითებული. სიგურნი უივერი ამბობდა, რომ ეს იყო 14 მილიონი. რიდლი სკოტი, აივორ პაუელი და ტომ სკერიტი ასახელებდნენ 8.4 მილიონს; მაკინტი, 14–15.
  10. Awards database. Academy of Motion Picture Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 September 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-06.
  11. Alien: Awards. ციტირების თარიღი: 2011-07-02.
  12. Past Saturn Awards. The Academy of Science Fiction, Fantasy, & Horror Films. დაარქივებულია ორიგინალიდან - 14 September 2008. ციტირების თარიღი: 2008-09-06.
  13. 13.0 13.1 Alien (1979) - Awards. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 2008-09-06.
  14. Empire's The 500 Greatest Movies of All Time. Empire magazine (2008-09-25). ციტირების თარიღი: 2010-12-01.
  15. Ebert, Roger. (2003-10-26) Great Movies: Alien (1979). Chicago Sun-Times. ციტირების თარიღი: 2008-07-14.