ქართული უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
დევიზი Nosce Te Ipsum (ლათ.)
(შეიცან თავი შენი)
დაფუძნდა 2008, 12 ოქტომბერი
ტიპი კერძო
რექტორი სერგო ვარდოსანიძე
კანცლერი თამაზ ვაჩაძე
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი ილია ჭავჭავაძის გამზირი 53ა, თბილისი 0163, საქართველო
ტელეფონი +995 32 225 00 77

+995 32 225 82 43

კამპუსი 2
ფერები                 
მეტსახელი Sangu
საიტი sangu.edu.ge
უნივერსიტეტის გერბი

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი — მრავალპროფილიანი უმაღლესი სასწავლებელი თბილისში. მისი დამფუძნებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული უნივერსიტეტი, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ღვაწლითmდა ლოცვა-კურთხევით, 2008 წლის 12 ოქტომბერს დაფუძნდა.

ქართული უნივერსიტეტის უმთავრესი ამოცანაა, ფუნდამენტური განათლების მიცემის გარდა, სულიერების, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნება, მეცნიერებისა და განათლების რწმენისგან განუყოფლობის იდეის დამკვიდრება, ქართული სააზროვნო სისტემის ერთგულება და უწყვეტი შემოქმედებითი პროცესი. უნივერსიტეტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამის განხორციელება და სამეცნიერო კვლევების წარმართვა.უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია უნივერსიტეტზე გაცემულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №1187 ბრძანების საფუძველზე. 2013 წელს უნივერსიტეტმა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიპოვა ავტორიზაცია. უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია.

უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესი ეფუძნება ძლიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ და ტექნიკურ რესურსს. უნივერსიტეტის ძირითადი კორპუსი მდებარეობს თბილისში, ბაგებში, მაღალი არქიტექტურული სტანდარტებით შესრულებულ ახალ შენობაში. 2010 წელს აშენდა და ქართული უნივერსიტეტის ძირითად შენობას დაემატა ერთი ახალი სასწავლო კორპუსი.

უნივერსიტეტის მმართველი უმაღლესი პირია და სრული წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით სარგებლობს უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიაქრის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი.

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო. აკადემიური საბჭო შედგება თითოეული სკოლის აკადემიური პერსონალის მიერ პირდაპირი, თანასწორი და თავისუფალი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისგან. აკადემიურ საბჭოში თითოეულ სკოლას ჰყავს ორი წარმომადგენელი. აკადემიურ საბჭოში თანამდებობრივად შედის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელიც 2010 წლის ოქტომბერში დაინიშნა უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ. ხოლო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დამტკიცებული უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად 2014 წლის 11 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების საფუძველზე არჩეულ იქნა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტი შედგება ორი ფაკულტეტისგან, რომლებიც წარმოდგენილი არიან როგორც სკოლები, ყველა სკოლაში მიმდინარეობს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტრორო სწავლა-საქმიანობა. ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, ხოლო უნივერსიტეტში მისი ანუ დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომომადგენელია ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) (ერში – კონსტანტინე იაკობიშვილი).

2018 წლის 31 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის გადაწყვეტილებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ახალი წესდება დამტკიცდა. წესდების თანახმად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით პროფესორი სერგო ვარდოსანიძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა.[1].

სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა 2010 წელს დაარსდა[2].

ფაკულტეტის დეკანები:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) საგანმანათლებლო პროგრამები:

  • საბაკალავრო პროგრამები:
  1. ფილოლოგია
  2. ისტორია
  3. საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები
  4. სამართალი
  5. ინგლისური ფილოლოგია
  • სამაგისტრო პროგრამები:
  1. საჯარო მმართველობა
  2. სამართალი
  3. საქართველოს ისტორია
  4. ენათმეცნიერება
  5. ქართული ლიტერატურის ისტორია
  • სადოქტორო პროგრამები:
  1. თარგმანმცოდნეობა
  2. ქართველური ენათმეცნიერება
  3. საქართველოს ისტორია
  4. ქართული ლიტერატურის ისტორია

ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 2018 წელს დაარსდა.[3] აღნიშნული სკოლა შეიქმნა მანამდე არსებული სამი სკოლის გაერთიანების საფუძველზე. ესენია: სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (დეკანი დიმიტრი ნადირაშვილი), ინფორმატიკის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა (დეკანი ივანე წიკლაური), ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა (დეკანი ვახტანგ სართანია).

ფაკულტეტის დეკანები:

ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) საგანმანათლებლო პროგრამები:

საბაკალავრო პროგრამები:

  1. ფინანსები და საბანკო საქმე
  2. მენეჯმენტი
  3. ეკონომიკა
  4. ტურიზმის ბიზნესი
  5. კომპიუტერული მეცნიერება
  6. ფიზიკა
  7. მათემატიკა
  8. ინფორმატიკა
  9. გამოყენებითი ეკოლოგია
  10. სოციალური მუშაობა
  11. ფსიქოლოგია
  12. სოციოლოგია (სოციოლოგია, დემოგრაფია)

სამაგისტრო პროგრამები:

  1. ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)
  2. ეკონომიკა
  3. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი
  4. მაღალი ენერგიების თეორიული ფიზიკა - ველის კვანტური თეორია და ელემენტარული ნაწილაკები
  5. მათემატიკა
  6. საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული მოდელირება
  7. სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია
  8. ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

სადოქტორო პროგრამები:

  1. ბიზნესის ადმინისტრირება
  2. ეკონომიკა
  3. ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ქიმია და სამკურნალო პრეპარატების ექსპერტიზა
  4. გეოფიზიკა
  5. ეკოლოგია და გარემოს დაცვა
  6. ბიოტექნოლოგია
  7. მეხსიერების ნერვული მექანიზმები
  8. კომპიუტერული ტექნოლოგიები და მათემატიკური მოდელირება
  9. ფსიქოლოგია, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ წამყვან სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც საკუთარი საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებით უზრუნველყოფს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს. საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ამოცანას შეადგენს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საინფორმაციო და ბიბლიოგრაფიული მოთხოვნების დაკმაყოფილება, საბიბლიოთეკო ფონდების შევსება უნივერსიტეტისათვის მაპროფილებელი სახელმძღვანელოებითა და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურით.

სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 2009 წლის 1 სექტემბერს. ბიბლიოთეკას აქვს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი წიგნთსაცავი და სამკითხველო დარბაზი. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს რამდენიმე ათასამდე საბიბლიოთეკო ერთეულს, რომელიც სისტემატურად მდიდრდება უნივერსიტეტის მიერ შეძენილი ახალი წიგნებით. ბიბლიოთეკის ფონდი, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული, შეესაბამება სილაბუსებში მითითებულ ლიტერატურას. ლიტერატურის ძირითადი ნაწილი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა.

წიგნადი ფონდი მოიცავს: უნივერსიტეტის მიერ შეძენილ წიგნებს (თეოლოგიური და სამეცნიერო ლიტერატურა. აღსანიშნავია: „მართლმადიდებლობის ენციკლოპედიის“ ოცდაორტომეული, ბოლოტოვისა და ტილბერგის „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“(ტომებში); ხატწერის საილუსტრაციო ალბომები, ასევე საპატრიარქოს მიერ ნაჩუქარი ნიუ-იორკის Nova Sciense publishers-ის სამეცნიერო პუბლიკაციების სერიული გამოცემები სოციოლოგიასა და ეკონომიკაში, მედიცინის, ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროში) კერძო პირთა მიერ ნაჩუქარ წიგნებს (ანდრია აფაქიძის, ჰ.მელაძის, ნ.ალექსიძის, თ. ჯალაღონიას,ა. ხელაშვილის, როინ მეტრეველის, ვალერი სილოგავას, ვახტანგ გურულის, გიორგი ალიბეგაშვილის, ენების ცენტრიდან ოთარ მათეშვილისა და სხვათა კოლექციები).

სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი: თამარ კანტროშვილი [4]

ცენტრები და ინსტიტუტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტში მოქმედებს შემდეგი ცენტრები და ინსტიტუტები:

  • სიძველეთა მოძიებისა და კვლევის ცენტრი
  • ქართველოლოგიის ცენტრი
  • ქართული ქრისტიანული ენციკლოპედია
  • ენების ცენტრი
  • ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

უნივერსიტეტის გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული უნივერსიტეტის შრომები. ტომი I, თბილისი, 2015.[5]
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შრომები. ტომი I, თბილისი, 2014.[6]
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები. ტომი II, თბილისი, 2015.[7]
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის შრომები. ტომი III, თბილისი, 2015.[8]
  • ისტორია შეულამაზებლად. გამომაცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • კირიონ I. დიდი კათალიკოს ყოველი ივერიისა (VI-VII სს.). გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • ევა გოცირიძე. ჩვენი კონსტიტუცია. გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • ქლუხორი და ახალხევი. დოკუმენტები და მასალები (1943-1957) (გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია (1917-1957). გამოკვლევა. დოკუმენტები და მასალები“. გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შრომები. ტომი V, თბილისი, 2015.
  • სერგო ვარდოსანიძე. მზიანი ღამის 38 წელი. გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • ვახტანგ გოილაძე. ანდრია პირველწოდებულის მისიონერული მოღვაწეობა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • როინ მეტრეველი. მსოფლიო მეცნიერი ქართული სახლიდან. გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი, 2015.
  • უნივერსიტეტს აქვს პერიოდული გამოცემა „ქართული უნივერსიტეტი”, რომელიც ჩანართის სახით არის მოცემული ,,საპატრიარქოს უწყებანში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]