ეტიენ საკრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეტიენ საკრი
არაბ. إتيان صقر
არაბ. إتيان صقر
დაბადების თარიღი 1937
დაბადების ადგილი აინ-ებელი, ლიბანი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
რელიგია ქრისტიანი მარონიტი
პარტია ლიბანის განახლების პარტია
კედრების მცველები
ძირითადი იდეები ლიბანური ნაციონალიზმი
ფინიკიზმი
ანტიკომუნიზმი
საქმიანობა პოლიტიკოსი, ბოევიკი, ლიბანის განახლების პარტიის და ორგანიზაცია "კედრების მცველების" დამფუძნებელი
შვილ(ებ)ი Pascale Sakr და Karol Sakr

ეტიენ საკრი (არაბ. إتيان صقر;,  d. 1937, აინ- ებელი), ასევე ცნობილია როგორც აბუ არზი ( არაბ.. أبو أرز), კედრების მამა — ლიბანელი მემარჯვენე ქრისტიანი პოლიტიკოსი და ბოევიკი, ლიბანის განახლების პარტიის და კედრების მცველების გასამხედროებული ორგანიზაციის დამფუძნებელი, ლიბანური ნაციონალიზმისა და ფინიკიზმის გამოჩენილი იდეოლოგი,  ლიბანის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის და სირიის შეუვალი მოწინააღმდეგე. ისრაელთან თანამშრომლობისთვის მიუსაჯეს სიკვდილი. 2000 წლიდან იყო პოლიტიკური ემიგრანტი. ის ასევე ცნობილია თავისი გამოსვლებით, რომლებშიც  მხარს უჭერდა 2010 -იანი წლების არაბთა აჯანყებებს.[1][2]

სამსახური და ბიზნესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეტიენ საკერი დაიბადა მარონიტების მრავალშვილიან ოჯახში, სოფელ აინ ებელში, სამხრეთ ლიბანის ნაბათიეს გუბერნიაში. მისი მამა  სკოლის დირექტორი გახლდათ. განათლება მიიღო ტრიპოლისა და ბეირუთის ფრანგულ სკოლებში. სწავლობდა ისტორიას, გეოპოლიტიკას და პოლიტიკურ მეცნიერებებს.

1957 წელს ეტიენი შეუერთდა ლიბანის უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატს. 1958 წლის ლიბანის კრიზისის დროს, მხარს უჭერდ მარონიტ მემარჯვენე პრეზიდენტ კამილ შამუნს მემარცხენე პან-არაბებისა და ნასერისტების წინააღმდეგ. მის საქმიანობას წარმოდგენდა ბექაას ხეობაში მესაზღვრეების გაძლიერება და ლიბანში სირიელი აგენტების განეიტრალება. 1969 წელს გავიდა პენსიაზე. 1972 წელს დააარსა სადაზღვევო კომპანია.[3][4]

ფინიკიზმის იდეოლოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკურად ეტიენ სოკერი ყოველთვის იკავებდა მემარჯვენე ქრისტიანულ პოზიციას, იყო უკიდურესი მემარჯვენე ლიბანელი ნაციონალისტი და ანტიკომუნისტი. იგი იზიარებს ფინიკიზმის იდეოლოგიას — იდეას, რომელიც ლიბანელებს განიხილავს, როგორც ფინიკიური წარმოშობის ერს, რომელიც არ ეკუთვნის არაბულ სამყაროს. ის არის დასავლური ტიპის სეკულარული და დემოკრატიული სისტემის მომხრე. ამავე დროს, საკრი ხაზს უსვამს ცივილიზაციის ქრისტიანულ ბუნებას— მიუხედავად მისი პროდასავლური შეხედულებებისა, იგი გმობს მე -18 საუკუნის საფრანგეთის რევოლუციას დექრისტიანიზაციის პოლიტიკის გატარებისთვის.

საკერი გამოდიოდა პალესტინისა და სირიის ლიბანში ყოფნის წინააღმდეგ. მკაცრად დაგმო  11969 წლის კაიროს შეთანხმება რომლის მიხედვით,  ნებადართული იყო ლიბანში პალესტინელთა ბანაკების შექმნა. 1972 წელს ეტიენ საკრმა შექმნა ლიბანის განახლების პარტია და ფინიკიზმის პოზიციიდან დაუპირისპირდა პანარაბულ და მემარცხენე ძალებს. პარტიისთვის დამახასიათებელი იყო მის საქმიანობაში  შემოქმედებითი ინტელიგენციის აქტიური მონაწილეობა. პარტიის იდეოლოგიის ფინიკიურმა და ნაციონალისტურმა აქცენტებმა შესაძლებელი გახადა მასში როგორც ქრისტიანული, ისე მუსლიმური თემის წარმომადგენლების მოზიდვა.[5]

ეტიენ საკრმა მიიღო ზედმეტსახელი აბუ არზი ( არაბ. أبو أرز )—კედრების მამა.

ბოევიკების მეთაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს ლიბანში სამოქალაქო ომი დაიწყო  მემარჯვენე ქრისტიანულ და "მემარცხენე მუსლიმურ" ბლოკებს შორის. ეტიენ საკრმა    ჩამოაყალიბა  პარტიასთან არსებული გასამხედროებული ფრთა სახელწოდებით „კედრების მცველები“.

საკრის ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული საომარ მოქმედებებში ფალანგისტებთან პიერ და ბაშირ ჯემაიელებთან, ეროვნულ ლიბერალებთან ქამილ და დანი შამუნებთან და თანზიმ ჟორჟ ადუანთან ერთად. კედრების მცველებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ლიბანის ფრონტის მემარჯვენე ქრისტიანულ პოლიტიკურ-სამხედრო კოალიციაში, რომლის შექმნის შესახებ  განცხადება კედრების მცველების შტაბში გაკეთდა.

1975 წლის შემოდგომასა და 1976 წლის გაზაფხულზე, კედრების მცველები საკერის მეთაურობით,  მემარჯვენე ქრისტიანულ ფორმირებებთან ერთად, მონაწილეობდნენ სასტუმროების ბრძოლაში, 1976 წლის ზაფხულში მათ მოაწყვეს  თელ ზაატარის შტურმი . თელ ზაატარის ბრძოლა იყო ყველაზე დიდი შეტაკება ლიბანის სამოქალაქო ომის პირველ ეტაპზე.

ამავე დროს, ეტიენ საკრი თავიდანვე იყო ლიბანში სირიის ჩარევის მოწინააღმდეგე - თუნდაც იმ ეტაპზე, როდესაც მემარჯვენე ქრისტიანები და სირიელი მოკავშირეები პგო-ს წინააღმდეგ  გამოდიოდნენ (როგორც თელ ზაატარის ალყის დროს).[6]

1982 წელს საკრმა მხარი დაუჭირა ისრაელის ექსპანსიას ლიბანში, რომელიც, მისი აზრით,  მიმართულიო იყო "პალესტინისა და სირიის ოკუპაციის" წინააღმდეგ. საკერი გახლდათ ლიბან-ისრაელის სამშვიდობო ხელშეკრულების მხარდამჭერი 1983 წლის მაისში. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა სამხრეთ ლიბანის პრო-ისრაელურ არმიასთან, მაიორ საად ჰადადთან და გენერალ ანტუან ლაჰადთან. პალესტინელებთან მიმართებაში მან დაიკავა უკიდურესად რადიკალური პოზიცია, ვინაიდან პგო-ს მიიჩნევდა ლიბანისადმი მტრულად განწყობილ კომუნისტურ ორგანიზაციად.

1986 წელს ეტიენ საკრმა მხარი დაუჭირა სამირ ჯააჯას ელია ჰობეიკასთან კონფლიქტში. თუმცა, საკერის ურთიერთობა ჯააჯასთან ყოველთვის მტრულ ხასიათს ატარებდა. 1990 წლის შეტაკებებში ეტიენ საკერმა მიშელ აუნს დაუჭირა მხარი სამირ ჯააჯას წინააღმდეგ. საპასუხოდ, სამირ ჯააჯას მებრძოლებმა საკერი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

პრო-სირიული რეჟიმის ზეწოლის ქვეშ, "კედარების მცველები", საკერის მეთაურობით, გადავიდნენ ქვეყნის სამხრეთით და შეუერთდნენ სამხრეთ ლიბანის არმიას. ისრაელთან თანამშრომლობისთვის, ეტიენ საკერს ხელისუფლებამ სიკვდილი  მიუსაჯა. საკერი ისრაელს მეგობრად მიიჩნევდა, სირიას—  მტრად, ხოლო პალესტინელებს— მოსისხლე მტრებად.

2000 წლის ივნისში ისრაელის მთავრობამ ეჰუდ ბარაკმა გაიყვანა თავისი ჯარები სამხრეთ ლიბანიდან. მიტოვებულ ტერიტორიაზე დასახლდნენ პრო-სირიული ძალები და ისლამისტური დაჯგუფება ჰეზბოლა. სამხრეთ ლიბანის არმიამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა. მისი ყოფილი მებრძოლები და "კედრების მცველები" გაემგზავრნენ ისრაელში. მათ შორის იყო ეტიენ საკერი.[7]

2003 წელს გამოქვეყნდა ეტიენ საკრის პოლიტიკური ბიოგრაფია  — The Conscience of Lebanon: A Political Biography of Etienne Sakr.

არაბული გაზაფხულის მხარდამჭერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეტიენ საკრი მტკიცედ ემხრობა არაბულ გაზაფხულს, როგორც ხალხთა ბრძოლას ჩაგვრის წინააღმდეგ. ის განსაკუთრებით მხარს უჭერს სირიის აჯანყებას და ბაშარ ასადის რეჟიმის შეიარაღებულ ოპოზიციას. 2015 წელს ცნობილი გახდა საკერის როლის შესახებ სირიის თავისუფალი არმიის დაფინანსებასა და მის მეთაურ რიად ასადთან მიმოწერის შესახებ.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეტიენ საკრს სამი შვილი ჰყავს: ვაჟი არზი და ორი ქალიშვილი კაროლი და პასკალი. კაროლ საკერი და პასკალ საკერი ცნობილი ლიბანელი მომღერლები არიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mordechai Nisan. "Dossier: Etienne Saqr (Abu Arz), Head of the Guardians of the Cedars". Middle East Intelligence Bulletin. Archived from the original on 26 July 2008. Retrieved 10 August 2008.
  2. "Etienne Sakr". Wars of Lebanon. Retrieved 27 January 2013.
  3. The Conscience of Lebanon: A Political Biography of Etienne Sakr (Abu-Arz) (Israeli History, Politics and Society) 1st Edition
  4. Interview with Etienne Sakr: «A dark future for this poor country called Lebanon»
  5. Rai meets Etienne Sakr in Cyprus: report[მკვდარი ბმული]
  6. The Battle of Tel el Zaatar 1976
  7. مقابلة مع القائد اتيان صقر، أبو أرز من موقع ليبانون ديبايت (არაბ.)