პალესტინელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პალესტინელები
الفلسطينيون
Peasant Family of Ramallah 1900-1910.jpg
პალესტინური ოჯახი მე–20 ს. დასაწყისში
საერთო მოსახლეობა
დაახ. 5 მილიონამდე
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
პალესტინის დროშა პალესტინა 4.750 000[1]
 – დასავლეთი სანაპირო 2.900 000[1]
 – ღაზას სექტორი 1.850 000[1]
იორდანიის დროშა იორდანია 3 240 000
ისრაელის დროშა ისრაელი 1.470 000[2]
სირიის დროშა სირია 630 000
ჩილეს დროშა ჩილე 500 000
ლიბანის დროშა ლიბანი 402 582
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 280 245
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე 270 245
აშშ-ის დროშა აშშ 255 000[3]
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 250 000
ენები არაბული ენა
რელიგიები ისლამი, არიან ქრისტიანები (ძირითადად მართლმადიდებლები)
პალესტინური ოჯახი

პალესტინელები (არაბ. الفلسطينيون‎‎, al-Filasṭīniyyūn; ებრ. פָלַסְטִינִים) — არაბი ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად პალესტინაში, ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის განმარტების მიხედვით "პალესტინელები წარმოადგენენ არაბი ხალხის ნაწილს, რომელიც ორგანულად ცხოვრობდა პალესტინაში 1947 წლამდე. ეს განმარტება ვრცელდება ყველა პალესტინელზე, მიუხედავად შემდგომი გადასახლებისა და საცხოვრებელი ადგილისა. ყოველი, ვინც დაიბადა აღნიშნული თარიღის შემდგომ, პალესტინასა და მის გარეთ, ასევე ის, ვისი მამაც პალესტინელია, ასევე ითვლება პალესტინელად". პალესტინელებთან მიმართებაში ხშირად გამოიყენებენ ტერმინს "პალესტინელი არაბები".

გაეროს მონაცემებით (დეკემბერი, 2000) პალესტინელთა საერთო რაოდენობა 7–დან 8 მილიონ ადამიანამდე მერყეობს.

სამხედრო ქმედებებმა, რომლებიც უძღვოდნენ ისრაელის სახელმწიფოს შექმნას 1948 წ., აიძულა 750 ათასი ადამიანი იძულებითი გადაადგილებისკენ. ექვსდღიანმა ომმა დევნილების ახალი ტალღა წარმოქმნა – 500 ათას ადამიანამდე, რომელთაგან ნახევარმა მეორეჯერ განიცადა ლტოლვილობა. გაეროს ოფიციალური სტრუქტურები აღიარებენ ომების პერიოდში საერთო ჯამში 4 მილიონამდე პალესტინელისა და მათი შთამომავლების იძულებით გადაადგილებას.

დარეგისტრირებული ლტოლვილების რაოდენობა (2006 წლის 31 მარტისთვის შეადგენს 4 375 050 ადამიანს. მათ შორის იორდანიაში – 1 835 704, სირიაში 434 896, ლიბანში – 405 425, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე – 705 207, ღაზის სექტორში – 993 818.

მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკისა, ისრაელში საერთოდ არ აღიარებენ არაბი პალესტინელების ეთნოსის არსებობას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 'PCBS: The Palestinians at the end of 2015 ' 30 December 2015
  2. 65th Independence Day - More than 8 Million Residents in the State of Israel. Israel Central Bureau of Statistics (14 April 2013). წაკითხვის თარიღი: 18 February 2014.
  3. American FactFinder. Factfinder.census.gov. წაკითხვის თარიღი: 2009-04-22.