გუატოპოს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გუატოპოს ეროვნული პარკი

Parque Nacional Guatopo

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Parque Nacional Guatopo Guárico.jpg
მდებარეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ფართობი 122 464 ჰა
დაარსდა 1958
მმართველი ორგანო ვენესუელის პარკების ეროვნული ინსტიტუტი

გუატოპო (ესპ. Parque Nacional Guatopo) — ეროვნული პარკი ვენესუელაში, მირანდასა და გუარიკოს შტატებს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება კორდილიერა-დე-ლა-კოსტას შუა ნაწილი და ქარიანი დაბლობი, სამხრეთით ლიანოსის მთისწინები, აღმოსავლეთით — სერნაია-დელ-ინტერიორის მთის მასივი, ხოლო დასავლეთით — იგივე მასივი და ტუის ხეობა.

პარკის ფართობი 122,464 ჰექტარია. დაფარულია ციცაბო ფერდობებით, რომელთა შორის უმაღლესია სერო-ასული (1 430 მ), მიმდებარე არეალების სიმაღლე კი 200—600 მეტრს შორის მერყეობს.

გუატოპო მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. მის ტერიტორიაზე დომინირებს მარადმწვანე ტყეები, დიდი სიმაღლე ზღვის დონიდან და სიმჭიდროვე. პარკის ველურ ბუნებაში გავრცელებულია საფრთხის ქვეშ მყოფი იაგუარი, ტაპირი, მტაცებელი არწივი მაიმუნი და ჩანთოსნები.

პარკში ასევე წარმოდგენილია კორდილიერა-დე-ლა-კოსტას ზოგიერთი ენდემი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]