ეიბარი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეიბარი
სრული სახელი Sociedad Deportiva Eibar, S.A.D.
მეტსახელი მეთოფეები
დაარსდა 1 იანვარი, 1940; 84 წლის წინ (1940-01-01)
სტადიონი იპურუა
ეიბარი, ბასკეთი
(ტევადობა: 7,083 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ამაია გოროსტისა
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხოსე ლუის მენდილიბარი
კაპიტანი ესპანეთის დროშა დანიელ გარსია
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2018/19 მე-12 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

საფეხბურთო კლუბი „ეიბარი“ (ბასკ. Eibar Kirol Elkartea, ესპ. Sociedad Deportiva Eibar, S.A.D.) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1940 წლის 1 იანვარს, ბასკეთის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ეიბარში.

ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ იპურუაზე. კლუბის ფორმის ფერებია კლარეტი და ლურჯი, ლურჯი შორტებით. „ეიბარის“ აქციები ეკუთვნით ფანებს, 10 000-ზე მეტ აქციონერს მსოფლიოს 69 ქვეყნის მასშტაბით.

„ეიბარი“ არის ერთადერთი კლუბი, რომელსაც მინიჭებული აქვს ხარისხის სერთიფიკატი - UNE-EN-ISO 9001.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ეიბარი“ ჩამოყალიბდა 2 კლუბის, „დეპორტივო გალიოს“ და „იუნიონ დპორტივა ეიბარესას“ შერწყმის შედეგად. კლუბის თავდაპირველი სახელი იყო საფეხბურთო კლუბი „ეიბარი“, შემდეგ ეწოდა „სოსიედად დეპორტივო ეიბარი“. 1943-44 წლების სეზონამდე იყო არარეგულარული, შემდეგ რეორგანიზაციის შემდეგ გუნდი სრულ-განაკვეთიანი გახდა.

1950 წელს კლუბი შეუერთდა ტერსერა დივიზიონს. 3 სეზონის შემდეგ აღზევდა სეგუნდა დივიზიონში, სადაც 5 სეზონი იასპარეზა. შემდეგ, 1957-58 წლების სეზონში დაქვეითდა დონით მესამე ჩემპიონატში, სადაც მომავალი 28 წლიდან 25 გაატარა (1977 წელს, სეგუნდა დივიზიონი ბ-ს დაარსების გამო ტერსერა დივიზიონი დონით მე-4 ჩემპიონატი გახდა, რის გამოც 3 წელი 1 დონით დაბალ ჩემპიონატში გაატარა.). 1987-88 წლების სეზონში გახდა სეგუნდა დივიზიონ ბ-ს გამარჯვებული და აღზევდა „ვერცხლის კატეგორიაში“.

სეგუნდა დივიზიონში გატარებული 18 წლის შემდეგ, 2005-06 წლების სეზონში დაიკავა ბოლო ადგილი და ისევ დონით მე-3 ჩემპიონატში დაქვეითდა, თუმცა 2006-07 წლების სეზონშივე დაბუნდა სეგუნდა დივიზიონში, პლეი-ოფებში დაამარცხა ჯერ „ჰოსპიტალეტი“ (2-0), შემდეგ გადამწყვეტ ეტაპზე „რაიო ვალიეკანო“, ორი მატჩის ჯამში 2-1.[2] 2008-09 წლების სეზონში „ეიბარმა“ დაიკავა 21-ე ადგილი და ისევ დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონ ბ-ში.

მომდევნო 3 სეზონის მანძილზე, „ეიბარმა“ 3-ჯერ ითამაშა სეგუნდა დივიზიონის პლეი-ფებში, მაგრამ სამივეჯერ დამარცხდა. მე-4 ცდაზე, 2012-13 წლების სეზონში შეძლო დონით მე-2 ჩემპიონატში აღზევება.[3] ამავე სეზონში, ესპანეთის თასის გათამაშების 1/6 ეტაპზე, ეიბარმა ასევე ბასკური „ატლეტიკ ბილბაო“, სტუმრად გატანილი გოლის წესით დაამარცხა სან მამესზე (1-1). გადამწყვეტი გოლი გაიტანა მიკელ არუაბარენამ.[4]

სეგუნდა დივიზიონის 2013-14 წლების გათამაშებაში, „ეიბარი“ ისტორიაში პირველად აღზევდა პრიმერა დივიზიონში.[5] 2014 წლის 25 მაისს, „ალავესთან“ 1-0 მოგებული მატჩის შემდეგ დაიკავა პირველი ადგილი ჩემპიონატში.[6] თუმცა, „ეიბარს“ ამავდროულად, ფინანსური კრიზისის გამო ემუქრებოდა დაქვეითება. კლუბმა აუცილებელი კაპიტალის მიღების მიზნით, დაიწყო კამპანია „დაიცავი ეიბარი“ (Defiende al Eibar), რომლის ფარგლებში ყველას შეეძლო მისი აქციების ყიდვა.[7] 2014 წლის 15 ივლისს, კლუბმა განაცხადა, რომ საკმარისი რაოდენობის კაპიტალი უკვე დაგროვებული იყო.[8]

„დეპორტივო ლა-კორუნია“ „ეიბარის“ წინააღმდეგ.

პრიმერა დივიზიონში „ეიბარმა“ მე-18 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. თუმცა, სეზონის დამთავრების შემდეგ კლუბმა შეინარჩუნა ადგილი პრიმერა დივიზიონში იმის გამო, რომ მე-13 ადგილოსანმა „ელჩემ არასწორი ფინანსური მართვის შედეგად დაკარგა ადგილი ჩემპიონატში.[9]

მოედანზე გაიმართა საინაუგურაციო ცერემონია, მე-19 საუკუნის დროინდელი ბასკური ჯარისკაცის ფორმებში გამოწყოფილი, გუდასტვირიანი ჯარისკაცები უკრავდნენ სიმღერად Scotland the Brave. ასევე ორივე კლუბის წარმომადგენლებმა აისროლეს 350 კილოგრამიანი მე-19 საუკუნის დროინდელი ზარბაზანი.„ეიბარის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „სელტიკის“ მოწვევის მიზანი იყო ძლიერი კავშირი, ბასკეთსა და შოტლანდიას შორის, ასევე შოტლანდიელების ყოფნა ქალაქ ეიბარში, წლების მანძილზე (მათ ძირითად მხარდამჭერ ჯგუფს ეწოდება „Eskozia la Brava“, ინგ. „Scotland the Brave“).[10][11]

ახალი მწვრთნელის, ხოსე ლუის მენდილიბარის თავკაცობით, „ეიბარმა“ 2015-16 წლების სეზონში დაიკავა მე-14 ადგილი. ბორხა ბასტონი გავიდა მე-10 ადგილზე სეზონის ბომბარდირებს შორის და მიიღო პრიმერა დივიზიონის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული და გახდა პირველი „ეიბარელი“, რომელმაც მიიღო ეს პრიზი.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეგუნდა დივიზიონი

  • ჩემპიონი (1): 2013/14

სეგუნდა ბ

  • ჩემპიონი (3): 1987/88, 2006/07, 2010/11

ტერსერა

  • ჩემპიონი (7): 1950/51, 1952/53, 1961/62, 1962/63, 1966/67, 1981/82, 1985/86

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ესპანეთი ესპანეთი იოელ როდრიგესი
3 მცველი ესპანეთი ესპანეთი ალეხანდრო გალვესი
4 მცველი ესპანეთი ესპანეთი ივან რამისი
5 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა გონსალო ესკალანტე
6 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი კრისტიან რივიერა
7 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ანდერ კაპა
8 ნახევარმცველი იაპონია იაპონია ტაკაში ინუი
9 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი სერხი ენრიჩი
11 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი რუბენ პენია
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ასიერ რიესგო
14 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი დანიელ გარსია (კაპიტანი)
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
15 მცველი არგენტინა არგენტინა მაურო დოს სანტოსი
16 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ფრან რიკო
17 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი კიკო
18 მცველი ესპანეთი ესპანეთი ანაიც არბილია
19 მცველი ესპანეთი ესპანეთი ანტონიო ლუნა
20 მცველი ესპანეთი ესპანეთი ფლორიან ლეჟენი
21 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი პედრო ლეონი
22 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ნანო
23 მცველი ესპანეთი ესპანეთი დავიდ ხუნკა
24 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ადრიან გონსალესი
25 თავდამსხმელი პორტუგალია პორტუგალია ბებე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. El sistema de calidad de la S.D. Eibar va a ser auditado este fin de semana (S.D. Eibar's quality system will be audited this weekend); Diario Vasco, 22 მაისი, 2008 (ესპანური)
  2. El Eibar regresa a Segunda tras remontar ante el Rayo Vallecano (Eibar returns to Segunda after coming back from behind against Rayo Vallecano); Diario AS, 24 ივნისი, 2007 (ესპანური)
  3. El Eibar vuelve a Segunda cuatro años después (Eibar returns to Segunda four years later); Marca, 30 ივნისი, 2013 (ესპანური)
  4. El pequeño se come al grande (Little fish eat big fish); Marca, 12 დეკემბერი, 2012 (ესპანური)
  5. El Eibar o la ternura del fútbol (Eibar or the tenderness of football); El País, 25 მაისი, 2014 (ესპანური)
  6. Un golazo de Jota Peleteiro lleva al Eibar a Primera división (Jota Peleteiro wonder goal takes Eibar to first division); Marca, 25 მაისი, 2014 (ესპანური)
  7. Aprobación de la Ampliación de Capital (Eibar's capital expansion is approved) sdeibar.com 8 აპრილი, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2017-05-06.
  8. La S.D. Eibar consigue con éxito la cantidad mínima para la Ampliación de Capital (SD Eibar successfully obtains the minimum amount required for the increase in share capital) დაარქივებული 2014-07-18 საიტზე Wayback Machine. sdeibar.com 15 ივლისი, 2014
  9. „Elche relegated from La Liga over unpaid taxes, Eibar promoted“. Sky Sports. 5 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  10. Ezkozia La Brava.. Scotsman.com (22 ნოემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2015.
  11. Ezkozia La Brava.. HeraldScotland.com (3 აგვისტო, 2015). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი, 2015.