დეხვირის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დეხვირის ციხე — ციხესიმაგრე ლეჩხუმში, სოფელ დეხვირის მახლობლად (ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი). წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნის II ნახევარში.

ციხე იდგა მდინარე ცხენისწყლისა და ლაჯანურის წყალგამყოფ ქედზე და კონტროლს უწევდა ამ მდინარეთა ხეობების მნიშვნელოვან ნაწილს. XVI-XVIII საუკუნეებში დეხვირის ციხე ლეჩხუმთან ერთად იმერეთის სამეფოში შედიოდა და იმერეთის მეფეებს ეკუთვნოდა. XVIII საუკუნეში ლეჩხუმი და დეხვირის ციხე სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში შევიდა. 1802 წელს იმერეთის მეფე სოლომონ II-მ დაიკავა და შიგ 17 მეციხოვნე ჩააყენა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ იგი რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს მთავარს დაუბრუნა. ამჟამად ციხის ნანგრევებიღაა შემორჩენილი. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით დეხვირის ციხე შუა ფეოდალური ხანით შეიძლება დათარიღდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]