დაშნაკცუთიუნი
დაშნაკცუტიუნი | |
![]() | |
ლიდერი | გრანტ მარგარიანი |
---|---|
დაფუძნდა | ტფილისი, 1890 |
იდეოლოგია | ნაციონალიზმი, სოციალიზმი |
შტაბ-ბინა | ერევანი, სომხეთი |
ფერები | სომხეთის დროშის ფერები |
დაშნაკცუთიუნი, ოფიციალურად სომხეთის რევოლუციური ფედერაცია (სომხ. Հայ Հեղափոխական Դաշնակցութիւն — ჰაი ჰეღაპოხაკან დაშნაკცუტიუნ, «სომხური რევოლუციური თანამეგობრობა», შემოკლებით დაშნაკი) — სომხური პოლიტიკური პარტია დაფუძნებული 1890 წელს ქრისტაფორ მიქაელიანის, სტეფან ზორიანისა და სიმონ ზავარიანის მიერ ტფილისში (ამჟ. თბილისი). პარტია მოქმედებს სომხეთში და იმ ქვეყნებში, სადაც სომხური დიასპორა არსებობს, განსაკუთრებით ლიბანში და მთიან ყარაბაღში.
სრფ ქადაგებს სოციალიზმს და სოციალისტური ინტერნაციონალის წევრია. მას ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანაში აქვს ფილიალი. სომხეთის სხვა პარტიებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად საგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ პროექტებზე არიან მიმართული, სრფ პოლიტიკურად ყველაზე ორიენტირებულია და სომხური ნაციონალიზმის ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. პარტია აქტიურად ლობირებს სომხების გენოციდის აღიარებას და მათი რეპარაციის უფლებას. ის ასევე ქადაგებს დიდი სომხეთის აღდგენას სევრის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|