ბორჩალოს მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბორჩალოს მაზრა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ყოფილი თბილისის გუბერნიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. შეიქმნა 1880 წელს (გამოეყო თბილისის მაზრას). ადმინისტრაციული ცენტრი – დიდი შულავერი. თავდაპირველად მოიცავდა ახლანდელი წალკის, მანგლისის, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, აგრეთვე აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსაზღვრე რაიონების ტერიტორიათა ნაწილს. ფართობი 1905 წელს – 6870 კმ², 1917-1921 წლებში – 4360 კმ², 1922-1929 წლებში – 268. ეროვნული შემადგენლობა: ქართველები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, გერმანელები, რუსები, სომხები. ბორჩალოს მაზრა გაუქმდა 1929 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]