გუსტავ მალერის ნაწარმოებების სია
გუსტავ მალერის (1860–1911) ნაწარმოებები თითქმის ექსკლუზიურად სიმღერისა და სიმფონიის ჟანრებს განეკუთვნება. ახალგაზრდობის წლებში მან სცადა საოპერო და ინსტრუმენტული ნამუშევრების შექმნა, თუმცა, ამ პერიოდიდან მხოლო საფორტეპიანო კვარტეტის ერთი ნაწილია შემორჩენილი, რომელიც 1876-1878 წლებით თარიღდება.[1] 1880 წლიდან მოყოლებული მალერი პროფესიონალი დირიჟორი იყო და საკომპოზიტორო საქმიანობისთვის მხოლოდ საკონცერტო და თეატრალური მოღვაწეობის დროს არსებული მცირედი თავისუფალი დროის დათმობა შეეძლო.[2] მიუხედავად ამისა, შემდგომი 30 წლის მანძილზე დაწერა 9 სიმფონია და დაიწყო მუშაობა მეათეზე, შექმნა რამდენიმე საორკესტრო ვოკალური ციკლი და ცალკეული სიმღერები საფორტეპიანო და საორკესტრო აკომპანიმენტით. მალერის სიმფონიები მასშტაბურია, მოითხოვს დიდ საორკესტრო შემადგენლობებს და რამდენიმე მათგანი კლასიკურ საკონცერტო რეპერტუარში ყველაზე ხანგრძლივ ნაწარმოებთა შორისაა.[3]
მალერის მკვლევარი დერიკ კუკი მის შემოქმედებას სამ განცალკევებულ ფაზად ჰყოფს, რომელთაც წინ უძღვის „ახალგაზრდული“ პერიოდი 1880 წლამდე. ყველაზე ადრეული დასრულებული ნაწარმოები, რომელიც ჩვენამდე შემორჩა, არის „გოდების სიმღერა“ (Das klagende Lied) — კანტატა სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისათვის, რომელიც 1880 წელს, მალერის მიერ პირველი სადირიჟორო თანამდებობის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა.[1] კუკის ქრონოლოგიაში მალერის, როგორც ჩამოყალიბებული კომპოზიტორის პირველი პერიოდი 20 წელზე მეტ ხანს, 1900 წლის ჩათვლით გრძელდება და მოიცავს მის პირველ ოთხ სიმფონიას, პირველ ვოკალურ ციკლს „მგზავრის სიმღერები“ (Lieder eines fahrenden Gesellen) და სხვა რამდენიმე სიმღერას. ამ პერიოდში შედის მალერის „ჯადოსნური რქის“ (Wunderhorn) ფაზა, რომელიც დაიწყო 1887 წელს მის მიერ გერმანული ხალხური პოეზიის კრებულის, „ბიჭუნას ჯადოსნური რქის“ (Des Knaben Wunderhorn) აღმოჩენით, რომელიც ახიმ ფონ არნიმის და კლემენს ბრენტანოს შედგენილი იყო. მუსიკის კრიტიკოსი ნევილ კარდუსი წერს, რომ ამ ანთოლოგიამ გააძლიერა „კომპოზიტორის პანთეისტური ხედვა სიცოცხლესა და სამყაროზე... რომელშიც ყოვლისმომცველი სიყვარული ყველა არსებას ერთმანეთთან აკავშირებს“.[4] ამ ლექსებიდან 24-ისთვის მალერმა მუსიკა დაწერა. სამი მათგანი მე-2, მე-3 და მე-4 სიმფონიებში გამოიყენა, ცხრა „სიმღერებისა და არიების“ (Lieder und Gesänge) II და III ტომში მოხვდა, ხოლო დარჩენილი 12 მისივე „ჯადოსნური რქის“ ვოკალური ციკლის სახითაა დაჯგუფებული.[3][5]
მალერის შუა ფაზას კუკი 1901-დან 1907 წლამდე პერიოდით ათარიღებს, რაც მოიცავს ინსტრუმენტული სიმფონიების სამეულს (მე-5, მე-6 და მე-7), მასიურ მე-8 სიმფონიას და ფრიდრიხ რიუკერტის სიმღერებზე დაწერილ მუსიკას, მათ შორისაა ციკლები „სიმღერები ბავშვების სიკვდილზე“ (Kindertotenlieder) და „რიუკერტის სიმღერები“ (Rückert-Lieder).[6] ბოლო პერიოდი მოიცავს უკანასკნელ ნაწარმოებებს: სიმფონიური „დედამიწის სიმღერა“ (Das Lied von der Erde), ასევე, მე-9 და მე-10 სიმფონიები. მალერის სიცოცხლეში ამ უკანასკნელ ნაწარმოებთაგან არცერთი შესრულებულა. დაუსრულებელი მე-10 სიმფონია „შესასრულებელ ვერსიად“ დერიკ კუკმა აქცია და იგი პირველად 1964 წელს, ლონდონში შესრულდა.[7][8]
შემორჩენილი ნაწარმოებების მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1876: საფორტეპიანო კვარტეტი ლა-მინორში
- 1878–80: „გოდების სიმღერა“ (Das klagende Lied)
- 1880: სამი სიმღერა: „Im Lenz“; „Winterlied“; „Maitanz im Grünen“
- 1880–83: „სიმღერები და არიები“ (Lieder und Gesänge), ტომი I (ხუთი სიმღერა)
- 1885–86: „მგზავრის სიმღერები“ (Lieder eines fahrenden Gesellen) (ოთხი სიმღერა)
- 1884: „ზეკინგენელი მესაყვირე“ (Der Trompeter von Säckingen) (დაკარგულია, შემორჩა მხოლოდ ერთი ნაწყვეტი – Blumine, რომელიც 1-ლი სიმფონიის ადრეულ ვერსიებში შედიოდა, იხ. ქვემოთ.)
„ჯადოსნური რქის“ პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1887–88: ადაპტაცია ოპერისა „სამი პინტო“ (Die Drei Pintos)
- 1887–90: „სიმღერები და არიები“ (Lieder und Gesänge), ტომი II (ოთხი სიმღერა)
- 1887–90: „სიმღერები და არიები“ (Lieder und Gesänge), ტომი III (ხუთი სიმღერა)
- 1888–96: სიმფონია №1 რე-მაჟორი
- 1888–94: სიმფონია №2
- 1892: „ზეციური ცხოვრება“ (Das himmlische Leben, სიმღერა „ჯადოსნური რქიდან“, რომელიც, მოგვიანებით, მე-4 სიმფონიაში გამოიყენა)
- 1892–1901: „ბიჭუნას ჯადოსნური რქა“ (Des Knaben Wunderhorn) (12 სიმღერა)
- 1894–96: სიმფონია №3
- 1899–1901: სიმფონია №4
შუა პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1901–04: „რიუკერტის სიმღერები“ (Rückert-Lieder) (5 სიმღერა)
- 1901–04: „სიმღერები ბავშვების სიკვდილზე“ (Kindertotenlieder) (5 სიმღერა)
- 1901–02: სიმფონია №5
- 1903–04: სიმფონია №6 ლა-მინორი
- 1904–05: სიმფონია №7
- 1906–07: სიმფონია №8 მი♭-მაჟორი
გვიანდელი ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1908–09: „დედამიწის სიმღერა“ (Das Lied von der Erde)
- 1909–10: სიმფონია №9
- 1910: სიმფონია №10 ფა♯-მაჟორი (დაუსრულებელი, უწყვეტი ესკიზი)
ნაწარმოებების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტიპი | შექმნის
თარიღი |
ორიგინალური დასახელება (გერმანული) | ქართული დასახელება | ინსტრუმენტული შემადგენლობა | პრემიერა | შენიშვნები | სქოლიო |
---|---|---|---|---|---|---|---|
სასცენო | 1875–1878 | Herzog Ernst von Schwaben | „ერნსტი, შვაბიის ჰერცოგი“ | ხმებისა და ორკესტრისათვის | არ შესრულებულა | მუსიკა და ლიბრეტო (ავტორი იოზეფ შტაინერი) დაკარგულია | [9][10] |
სასცენო | 1878–1880 | Die Argonauten | „არგონავტები“ | ხმებისა და ორკესტრისათვის | არ შესრულებულა | მუსიკა და ლიბრეტო (ავტორები მალერი და შტაინერი) დაკარგულია | [9] |
სასცენო | 1879–1883 | Rübezahl | ხმებისა და ორკესტრისათვის | არ შესრულებულა | მუსიკა დაკარგულია, თუმცა, შესაძლოა, მისი ნაწილები გამოყენებული იყოს ადრეულ სიმღერებში და „გოდების სიმღერაში“. ლიბრეტო (ავტორი მალერი) ინახება კერძოდ | [3][9] | |
სასცენო | 1884 | Der Trompeter von Säckingen | „ზეკინგენელი მესაყვირე“ | ორკესტრისათვის | კასელი
23 ივნისი, 1884 |
ინციდენტური მუსიკა იოზეფ ვიქტორ ფონ შეფელის პიესაზე; პირველი ნაწილი (Blumine) შედიოდა 1-ლი სიმფონიის შემადგენლობაში andante-ს სახით, მოგვიანებით ამოღებულ იქნა | [11][12][13] |
სასცენო | 1886–1887 | Die drei Pintos | „სამი პინტო“ | ხმებისა და ორკესტრისათვის | ლაიფციგი
20 იანვარი, 1888 |
კარლ მარია ფონ ვებერის დაუსრულებელი ოპერის ადაპტაცია. მალერმა გამოიყენა ვებერის ესკიზები, მისი სხვა ნაწარმოებები და მცირე ოდენობით საკუთარი მუსიკა | [3][12] |
კამერული მუსიკა | 1875–1876 | Sonate | სონატა | ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის | იგლაუ, 31 ივლისი, 1876 და 12 სექტემბერი, 1876. ფორტეპიანოსთან კომპოზიტორი | დაკარგულია | [9][14] |
კამერული მუსიკა | 1876 | Klavierquartett a-Moll | საფორტეპიანო კვარტეტი ლა-მინორი (პირველი ნაწილი) | ვიოლინოს, ალტის, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის | შესაძლოა, შესრულდა ვენის კონსერვატორიაში 1876 წლის 10 ივლისს | პირველი დადასტურებული საჯარო შესრულება ნიუ-იორკში, 1964 წლის 12 თებერვალს | [9][14] |
კამერული მუსიკა | 1876–1878 | Klavierquartett g-Moll | საფორტეპიანო კვარტეტი სოლ-მინორი (სკერცოს ფრაგმენტები) | ვიოლინოს, ალტის, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის | მაინის ფრანკფურტი (რადიო), 1932 წლის 10 მარტი და ნიუ-იორკი, 1964 წლის 12 თებერვალი | დაახლოებით 36 ტაქტი | [1][9][14] |
კამერული მუსიკა | 1875–1878 | Klavierquintett | საფორტეპიანო კვინტეტი | 2 ვიოლინოს, ალტის, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის | შესრულდა ვენის კონსერვატორიაში, 1878 წლის 11 ივლისს, ფორტეპიანოსთან კომპოზიტორი | დაკარგულია | [9][14] |
საფორტეპიანო | 1877 | Suite | სიუიტა | ფორტეპიანოსთვის | შესრულდა ვენის კონსერვატორიაში, თარიღი უცნობია | დაკარგულია;
საფიქრებელია, რომ ნაწარმოებმა კონსერვატორიისგან ჯილდოც მიიღო |
[14][15] |
საორკესტრო | 1877 | [სტუდენტური სიმფონია] | ორკესტრისათვის | არ შესრულებულა | დაკარგულია;
შესრულდა მისი რეპეტიცია კონსერვატორიაში იოზეფ ჰელმესბერგერის დირიჟორობით და დაწუნებულ იქნა |
[14][15] | |
საორკესტრო/საგუნდო | 1878–1880 | Das klagende Lied, Kantate
|
„გოდების სიმღერა“
(კანტატა) |
სოპრანოს, ალტის, ტენორის, გუნდისა და ორკესტრისათვის | ვენა
17 თებერვალი, 1901 (II და III ნაწილები) 8 ნოემბერი, 1934 (ორიგინალი ვერსია) |
სიტყვები მალერის;
ბეთჰოვენის ჯილდოზე წარუმატებლად იქნა წარდგენილი 1881 წელს |
[1][3][16][17] |
საორკესტრო | 1882–1883 | სიმფონია ლა-მინორში | ორკესტრისათვის | არ შესრულებულა | დაკარგულია;
სავარაუდოდ, „სტუდენტური სიმფონიის“ გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც ჰელმესბერგერმა ასევე დაიწუნა |
[18] | |
საორკესტრო | 1888 | Blumine | ორკესტრისათვის | ბუდაპეშტი
20 ნოემბერი, 1889 (1-ლი სიმფონიის ნაწილის სახით) |
1893 წლიდან 1-ლი სიმფონიის ნაწილი აღარაა | [19] | |
საორკესტრო | 1884–1888 | 1. Sinfonie D-Dur | სიმფონია №1 რე-მაჟორი | ორკესტრისათვის | ბუდაპეშტი
20 ნოემბერი, 1889 (ხუთნაწილიანი ვერსია) |
თავდაპირველად 5 მოქმედებისგან შედგებოდა, 1893-96 წლების რევიზიისას კომპოზიტორმა Blumine ამოიღო. განსაზღვრული იყო, როგორც სიმფონიური პოემა, სახელად „ტიტანი“ (Titan), თუმცა, მოგვიანებით ამ სათაურზეც უარი ითქვა. | [11][20][21] |
საორკესტრო | 1888 | Todtenfeier | „დაკრძალვის რიტუალები“ | ორკესტრისათვის | ბერლინი
16 მარტი, 1896 |
სიმფონიური პოემა, მოგვიანებით, გადამუშავდა, როგორც მე-2 სიმფონიის პირველი ნაწილი | [22] |
საორკესტრო/საგუნდო | 1888–1894 | 2. Sinfonie c-Moll "Auferstehungssinfonie" | სიმფონია №2 დო-მინორი
„აღდგომა“ |
სოპრანოს, ალტის, შერეული გუნდის, ორღანისა და ორკესტრისათვის | ბერლინი,
4 მარტი, 1895 (I, II და III ნაწილები); ბერლინი 13 დეკემბერი, 1895 (სრულად) |
5 ნაწილი;
I ნაწილი: 1888 წლის სიმფონიური პოემა Todtenfeier; IV ნაწილი: Urlicht „ჯადოსნური რქის“ ციკლიდან; V ნაწილი: მალერის და ფრიდრიხ გოტლიბ კლოპშტოკის ტექსტი |
[11][20][23] |
საორკესტრო/საგუნდო | 1893–1896 | 3. Sinfonie d-Moll | სიმფონია №3 რე-მინორი | ალტის, ქალთა გუნდის, ბიჭუნათა გუნდის და ორკესტრისათვის | კრეფელდი
9 ივნისი, 1902 |
6 ნაწილი;
IV ნაწილი: „O Mensch! Gib acht!“ ნიცშეს ნოველიდან „ასე იტყოდა ზარათუშტრა“; V ნაწილი: „Es sungen drei Engel“ „ჯადოსნური რქიდან“ |
[3][11][20][24] |
საორკესტრო/საგუნდო | 1899–1900 | 4. Sinfonie G-Dur | სიმფონია №4 სოლ-მაჟორი | სოპრანოს და ორკესტრისათვის | მიუნხენი
25 ნოემბერი, 1901 |
4 ნაწილი; რევიზია 1901–10;
IV მოქმედება: „ზეციური ცხოვრება“ „ჯადოსნური რქიდან“, თავდაპირველად ამ სიმღერის გამოყენება მე-3 სიმფონიაში იგეგმებოდა, დაიწერა 1892 წელს |
[11][25][26] |
საორკესტრო | 1901–1902 | 5. Sinfonie cis-Moll | სიმფონია №5 დო♯-მინირი | ორკესტრისათვის | კელნი
18 ოქტომბერი, 1904 |
5 ნაწილი;
მისი რევიზია მალერის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა |
[8][25][27] |
საორკესტრო | 1903–1904 | 6. Sinfonie a-Moll | სიმფონია №6 ლა-მინორში | ორკესტრისათვის | ესენი
27 მაისი, 1906 |
4 ნაწილი;
რევიზია 1906 წელს და შემდგომში რამდენჯერმე |
[8][25][28] |
საორკესტრო | 1904–1905 | 7. Sinfonie e-Moll | სიმფონია №7 მი-მინორი | ორკესტრისათვის | პრაღა
19 სექტემბერი, 1908 |
5 ნაწილი; რამდენიმე რევიზია 1905 წლიდან; ასევე ცნობილი, როგორც Lied der Nacht („ღამის სიმღერა“), თუმცა, ეს სახელი ავტორს არ შეურჩევია | [8][25][29] |
საორკესტრო/საგუნდო | 1906–1907 |
|
8. Sinfonie Es-Dur
სიმფონია №8 მი♭-მაჟორი
|
3 სოპრანოს, 2 ალტის, ტენორის, ბარიტონის, ბანის, 2 შერეული გუნდის, ბიჭუნათა გუნდის, ორღანისა და ორკესტრისათვის | მიუნხენი
12-13 სექტემბერი, 1910 |
ასევე, ცნობილია, როგორც „სიმფონია ათასისთვის“, ეს სახელი კომპოზიტორს არ შეურჩევია | [8][9][30] |
საორკესტრო/საგუნდო | 1908–1909 | Das Lied von der Erde | „დედამიწის სიმღერა“ | ალტის ან ბარიტონის, ტენორის და ორკესტრისათვის | მიუნხენი
20 ნოემბერი, 1911 |
ვოკალური ციკლი; ტექსტი ეფუძნება ანტიკური ჩინური პოეზიის გერმანულ თარგმანს, მთარგმნელი ჰანს ბეთგე | [8][9][31] |
საორკესტრო | 1909–1910 | 9. Sinfonie D-Dur | სიმფონია №9 რე-მაჟორი | ორკესტრისათვის | ვენა
26 ივნისი, 1912 |
4 ნაწილად | [8][9][32] |
საორკესტრო | 1910 | 10. Sinfonie Fis-Dur | სიმფონია №10 ფა♯-მაჟორი | ორკესტრისათვის | ვენა
12 ოქტომბერი, 1924 (I და III ნაწილები); სრული შესრულებადი ვერსია (დერიკ კუკის) შესრულდა ლონდონში, 1964 წლის 13 აგვისტოს |
დაუსრულებელი; მალერმა შეადგინა ხუთი ნაწილის ესკიზი. კუკის ვერსიის გარდა, 2010 წლისთვის შესრულებული და ჩაწერილია ხუთი სხვადასხვა ვერსია; ფრანსის ბოუმანმა ყველა გადარჩენილი ესკიზით შეადგინა კრიტიკული გამოცემა და დაურთო ანოტაციები. | [8][9][33][34][35] |
ვოკალური | 1876–1879 | [ორი სიმღერის ფრაგმენტი] | კოპენჰაგენი
10 თებერვალი, 1985 |
ერთი ფრაგმენტი იდენტიფიცირებულია, როგორც ჰაინრიხ ჰაინეს „Weder Glück noch Stern“ (1830), ხოლო მეორე, როგორც მისივე „Im wunderschönen Monat Mai“ | [14] | ||
ვოკალური | 1880 | Drei Lieder für Tenorstimme und Klavier
|
3 სიმღერა | ტენორისა და ფორტეპიანოსთვის | ბრნო,
30 სექტემბერი, 1934 (რადიო გადაცემა) |
მალერის ტექსტი, დაგეგმილი ხუთი სიმღერიდან | [1][16][17] |
ვოკალური | 1880–1883 | Frühlingsmorgen | „გაზაფხულის დილა“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | ბუდაპეშტი,
13 ნოემბერი, 1889 |
რიხარდ ლეანდერის ტექსტი;
გამოქვეყნდა „სიმღერების და არიების“ I ტომში |
[16][17][36] |
ვოკალური | 1880–1883 | Erinnerung | „მოგონება“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | ბუდაპეშტი,
13 ნოემბერი, 1889 |
რიხარდ ლეანდერის ტექსტი;
გამოქვეყნდა „სიმღერების და არიების“ I ტომში |
[16][17][37] |
ვოკალური | 1880–1883 | Hans und Grethe | „ჰანსი და გრეტე“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | პრაღა
18 აპრილი, 1886 |
მალერის სიტყვები, „Maitanz im Grünen-ის“ გადაკეთებული ვერსია (Drei Lieder, 1880); გამოქვეყნდა „სიმღერების და არიების“ I ტომში | [16][17][37] |
ვოკალური | 1880–1883 | Serenade aus Don Juan | „სერენადა დონ ჟუანიდან“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | ლაიფციგი
28 ოქტომბერი, 1887 |
ტირსო დე მოლინას ტექსტი; გამოქვეყნდა „სიმღერების და არიების“ I ტომში | [16][17][38] |
ვოკალური | 1880–1883 | Phantasie aus Don Juan | „წარმოსახვა“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | ლაიფციგი
28 ოქტომბერი, 1887 |
ტირსო დე მოლინას ტექსტი; გამოქვეყნდა „სიმღერების და არიების“ I ტომში | [16][17][38] |
ვოკალური | 1883–1885 | Lieder eines fahrenden Gesellen
|
„მგზავრის სიმღერები“
(ვოკალური ციკლი)
|
ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ბერლინი
16 მარტი, 1896 (ორკესტრთან ერთად) |
ოთხივე ლექსი მალერს ეკუთვნის. თავდაპირველად საფორტეპიანო აკომპანიმენტი იყო განსაზღვრული, მისი გაორკესტრება 1891-1895 წლებში მოხდა; საფორტეპიანო აკომპანიმენტით, შესაძლოა, უფრო ადრეც შესრულებულიყო | [11][17][39][40] |
ვოკალური | 1887–1890 | Um schlimme Kinder artig zu machen | „როგორ ვაიძულოთ ცელქი ბავშვები, კარგად მოიქცენენ“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | მიუნხენი,
1899–1900 წლების სეზონი |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; გამოქვეყნდა „სიმღერებისა და არიების“ II ტომში | [11][20][41] |
ვოკალური | 1887–1890 | Ich ging mit Lust durch einem grünen Wald | „სიხარულით მივაბიჯებდი მწვანე ტყეში“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | შტუტგარტი
13 დეკემბერი, 1907 |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; გამოქვეყნდა „სიმღერებისა და არიების“ II ტომში | [11][20][42] |
ვოკალური | 1887–1890 | Aus! Aus! | „გარეთ! გარეთ!“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | ჰამბურგი
29 აპრილი, 1892 |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; გამოქვეყნდა „სიმღერებისა და არიების“ II ტომში | [11][20][43] |
ვოკალური | 1887–1890 | Starke Einbildungskraft | „ძლიერი წარმოსახვა“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | შტუტგარტი
13 დეკემბერი, 1907 |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; გამოქვეყნდა „სიმღერებისა და არიების“ II ტომში | [11][20][44] |
ვოკალური | 1887–1890 | Zu Strassburg auf der Schanz | „შტრასბურგის ქონგურებზე“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | ჰელსინკი
1906 წლის ნოემბერი |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; გამოქვეყნდა „სიმღერებისა და არიების“ II ტომში | [11][20][44] |
ვოკალური | 1887–1890 | Ablösung im Sommer | „ზაფხულის შვება“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | ვენა
29 იანვარი, 1905 |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; გამოქვეყნდა „სიმღერებისა და არიების“ III ტომში; სიმღერის საორკესტრო ადაპტაცია წარმოადგენს მე-3 სიმფონიის III ნაწილს | [11][20][45] |
ვოკალური | 1887–1890 | Scheiden und Meiden | „განშორება მტკივნეულია“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | ბუდაპეშტი
13 ნოემბერი, 1889 |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; გამოქვეყნდა „სიმღერებისა და არიების“ III ტომში | [11][20][45] |
ვოკალური | 1887–1890 | Nicht wiedersehen! | „აღარასოდეს შევხვდებით!“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | ჰამბურგი
29 აპრილი, 1892 |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; გამოქვეყნდა „სიმღერებისა და არიების“ III ტომში | [11][20][46] |
ვოკალური | 1887–1890 | Selbstgefühl | „თვითშეფასება“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | ვენა
15 თებერვალი, 1900 |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; გამოქვეყნდა „სიმღერებისა და არიების“ III ტომში | [11][20][47] |
ვოკალური | 1892 | Urlicht | „პირველქმნილი ნათელი“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ბერლინი
13 დეკემბერი, 1895 (მე-2 სიმფონიის ნაწილის სახით) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; 1893 წლის ივლისში მოხდა მისი გაორკესტრება და შეტანა მე-2 სიმფონიაში, IV (ბოლოსწინა) ნაწილის სახით | [11][25][48] |
ვოკალური | 1892 | Das himmlische Leben | „ზეციური ცხოვრება“ | ხმისა და ორკესტრისთვის | ჰამბურგი
27 ოქტომბერი, 1893 (ორკესტრთან ერთად) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; გამოეყენებულია მე-4 სიმფონიის IV ნაწილში; ლექსის სახელია „Der Himmel hängtvoll Geigen“ | [11][49] |
ვოკალური | 1892 | Der Schildwache Nachtlied | „გუშაგის ღამის სიმღერა“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ბერლინი
12 დეკემბერი, 1892 (ორკესტრთან ერთად) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“ | [11][20][50] |
ვოკალური | 1892 | Verlor'ne Müh | „დაკარგული შრომა“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ბერლინი
12 დეკემბერი, 1892 (ორკესტრთან ერთად) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“ | [11][20][50] |
ვოკალური | 1892 | Trost im Unglück | „შვება უბედურებაში“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ჰამბურგი
27 ოქტომბერი, 1893 (ორკესტრთან ერთად) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“ | [11][20][50] |
ვოკალური | 1892 | Wer hat dies Liedlein erdacht? | „ვინ მოიფიქრა ეს სიმღერა?“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ჰამბურგი
27 ოქტომბერი, 1893 (ორკესტრთან ერთად) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“ | [11][20][50] |
ვოკალური | 1892–1893 | Das irdische Leben | „მიწიერი ცხოვრება“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ვენა
14 ინვარი, 1900 (ორკესტრთან ერთად) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“ | [11][20][50] |
ვოკალური | 1893 | Des Antonius von Padua Fischpredigt | „წმინდა ანტონ პადუელი თევზებს უქადაგებს“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ვენა
29 იანვარი, 1905 (ორკესტრთან ერთად) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; სიმღერის საორკესტრო ადაპტაცია წარმოადგენს მე-2 სიმფონიის III ნაწილს | [11][20][50] |
ვოკალური | 1893 | Rheinlegendchen | „რაინის ლეგენდა“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ჰამბურგი
27 ოქტომბერი, 1893 (ორკესტრთან ერთად) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“ | [11][20][50] |
ვოკალური | 1895 | Es sungen drei Engel | „სამი ანგელოზი მღეროდა“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | კრეფელდი
9 ივნისი, 1902 (მე-3 სიმფონიის ნაწილის სახით) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; შეიქმნა მე-3 სიმფონიაში გამოყენების მიზნით; 1899 წელს გამოქვეყნდა საფორტეპიანო ვერსია | [11][24][25] |
ვოკალური | 1896 | Lob des hohen Verstandes | „ვადიდოთ მაღალი ინტელექტი“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის | ვენა
18 იანვარი, 1906 |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“ | [11][20][50] |
ვოკალური | 1898 | Lied des Verfolgten im Turm | „კოშკზე აღსრულებულის სიმღერა“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ვენა
29 იანვარი, 1905 (ორკესტრთან ერთად) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“ | [11][20][50] |
ვოკალური | 1898 | Wo die schönen Trompeten blasen | „სადაც ჟღერენ მშვენიერი საყვირები“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ვენა
14 იანვარი, 1900 (ორკესტრთან ერთად) |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“ | [11][20][50] |
ვოკალური | 1899 | Revelge | „გამოღვიძება“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ვენა
29 იანვარი, 1905 |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; მოგვიანებით გამოქვეყნდა რიუკერტის სიმღერებთან ერთად, როგორც „შვიდი გვიანდელი სიმღერა“ (Sieben Lieder aus letzter Zeit) | [8][25][51] |
ვოკალური | 1901 | Der Tamboursg'sell | „მედოლე ბიჭი“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ვენა
29 იანვარი, 1905 |
ლექსი „ბიჭუნას ჯადოსნური რქიდან“; მოგვიანებით გამოქვეყნდა რიუკერტის სიმღერებთან ერთად, როგორც „შვიდი გვიანდელი სიმღერა“ (Sieben Lieder aus letzter Zeit) | [8][25][51] |
ვოკალური | 1901 | Blicke mir nicht in die Lieder | „არ შეხედო ჩემს სიმღერებს!“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ვენა
29 იანვარი, 1905 |
ფრიდრიხ რიუკერტის ლექსი | [8][25][52] |
ვოკალური | 1901 | Ich atmet' einen linden Duft | „ნაზი სურნელი შევისუნთქე“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ვენა
29 იანვარი, 1905 |
ფრიდრიხ რიუკერტის ლექსი | [8][25][52] |
ვოკალური | 1901 | Ich bin der Welt abhanden gekommen | „მე დაკარგული ვარ სამყაროსთვის“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ვენა
29 იანვარი, 1905 |
ფრიდრიხ რიუკერტის ლექსი | [8][25][52] |
ვოკალური | 1901 | Um Mitternacht | „შუაღამით“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | ვენა
29 იანვარი, 1905 |
ფრიდრიხ რიუკერტის ლექსი | [8][25][52] |
ვოკალური | 1902 | Liebst du um Schönheit | „თუ სილამაზისთვის გიყვარს“ | ხმისა და ფორტეპიანოსთვის/ორკესტრისთვის | Vienna, 8 February 1907 | ფრიდრიხ რიუკერტის ლექსი; მალერს საორკესტრო ვერსია არ მოუმზადებია, ეს, მოგვიანებით, ლაიფციგელმა მუსიკოსმა, მაქს პუტმანმა გააკეთა | [8][52][53] |
ვოკალური | 1901–1904 1901 1901 1901 1904 1904 |
Kindertotenlieder
|
„სიმღერები ბავშვების სიკვდილზე“
|
ხმისა და ორკესტრისთვის | ვენა
29 იანვარი, 1905 |
ფრიდრიხ რიუკერტის ლექსი | [8][25][54] |
დრეზდენის არქივები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალერის მანამდე უცნობი ნამუშევრების არსებობის შესახებ პირველად 1938 წელს დაიწყო საუბარი, როცა ჰოლანდიელმა დირიჟორმა, ვილემ მენგელბერგმა გაამჟღავნა საარქივო ხელნაწერების არსებობა დრეზდენში, მარიონ ფონ ვებერის საკუთრებაში, რომელთანაც მალერს 1880-იან წლებში რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. მენგელბერგის მტკიცებით, მანუსკრიპტები მოიცავდა ოთხი ადრეული სიმფონიის ესკიზებს, რომლებიც მას და გერმანელ კომპოზიტორს, მაქს ფონ შილინგსს ფორტეპიანოზე ჰქონდათ დაკრული და განხილული. მალერის მკვლევარი დონალდ მიჩელი წერს: „ოთხი ადრეული, მით უფრო, დასრულებული სიმფონიის არსებობას, ალბათ, სკეპტიკურად უნდა შევხედოთ, თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, რომ დრეზდენში არსებულიყო მნიშვნელოვანი ხელნაწერები, იქნებოდა ეს სიმფონიები, თუ მათი ნაწილები“. არქივი, თუ იგი ნამდვილად არსებობდა, თითქმის უეჭველად განადგურდა 1945 წლის თებერვალში, დრეზდენის დაბომბვის დროს.[55]
არანჟირებები და რედაქტირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დირიჟორის რანგში მალერმა ბევრი ნაწარმოების რედაქტირება და ხელახალი გაორკესტრება მოახდინა. მათ შორის იყო ბახის, ბეთჰოვენის და შუმანის ნამუშევრები. ასევე, მოამზადა ბეთჰოვენის მე-11 სიმებიანი კვარტეტის და შუბერტის კვარტეტის „სიკვდილი და ქალიშვილი“ ვერსია სიმებიანი ორკესტრისათვის, აგრეთვე, ბრუკნერის მე-3 სიმფონიის საფორტეპიანო ვერსია ოთხი ხელისთვის.[3][12]
მნიშვნელოვანი ჩანაწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალერის ნაწარმოებები ბევრ დირიჟორს და შემსრულებელს აქვს ჩაწერილი. აღსანიშნავია რამდენიმე კოლექცია, რომელიც ყველა სიმფონიას მოიცავს:
- ლენარდ ბერნსტაინმა სიმფონიების სრული ციკლი ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად 1960-იან წლებში ჩაწერა, შემდეგ, 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩაწერა ახალი ციკლი 3 სხვადასხვა ორკესტრთან;
- რიკარდო შაიიმ ჩაწერა სრული ციკლი კონცერტხებაუს სამეფო ორკესტრთან ერთად;
- ბერნარდ ჰაიტინკმა ჩაწერა სრული ციკლი ასევე კონცერტხებაუს სამეფო ორკესტრთან ერთად
- ვალერი გერგიევმა ჩაწერა სრული ციკლი ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად;
- ლორინ მააზელმა ჩაწერა სრული ციკლი ლონდონის Philharmonia Orchestra-სთან ერთად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bloomfield, Theodore (1990). „In Search of Mahler's Tenth: The Four Performing Versions as seen by a Conductor“. The Musical Quarterly. Oxford University Press. 74 (2): 175–96. doi:10.1093/mq/74.2.175. JSTOR 742188.
- Bouwman, Frans (1990). „Unfinished Business: editing Mahler's 10th“. The Musical Times. The Musical Times Publications Ltd. 142 (4): 43–51. doi:10.2307/1004576. JSTOR 1004576.
- Carr, Jonathan (1998). Mahler: a biography. New York: The Overlook Press. ISBN 0-87951-802-2.
- Cardus, Neville (1965). Gustav Mahler: His Mind and his Music. London: Victor Gollancz.
- Cooke, Deryck (1980). Gustav Mahler: An Introduction to his Music. London: Faber Music. ISBN 0-571-10087-2.
- Franklin, Peter. (2007)Mahler, Gustav. Oxford Music Online. ციტირების თარიღი: 21 February 2010.
- Martner, Knud, Mahler's Concerts, Kaplan Foundation, New York 2010
- Mitchell, Donald (1995). Gustav Mahler: Vol. I The Early Years. Berkeley: University of California Press. ISBN 0-520-20214-7.
- Mitchell, Donald (2005). Gustav Mahler: Vol. II The Wunderhorn Years: Chronicles and Commentaries. Woodbridge UK: Boydell Press. ISBN 1-84383-003-5.
- (1980) New Grove Dictionary of Music and Musicians. London: Macmillan. ISBN 0-333-23111-2.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Cooke, pp. 21–26
- ↑ Cooke, p. 8
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Franklin, Peter. (2007)Mahler, Gustav. Oxford Music Online. ციტირების თარიღი: 21 February 2010.
- ↑ Cardus, p. 55
- ↑ Sadie, pp. 515–18
- ↑ Sadie, pp. 518–23
- ↑ Cooke, pp. 103–21
- ↑ 8.00 8.01 8.02 8.03 8.04 8.05 8.06 8.07 8.08 8.09 8.10 8.11 8.12 8.13 8.14 8.15 Sadie, p. 529
- ↑ 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 9.10 Carr, p. 240
- ↑ Sadie, p. 505
- ↑ 11.00 11.01 11.02 11.03 11.04 11.05 11.06 11.07 11.08 11.09 11.10 11.11 11.12 11.13 11.14 11.15 11.16 11.17 11.18 11.19 11.20 11.21 11.22 11.23 11.24 11.25 11.26 11.27 Sadie, p. 528
- ↑ 12.0 12.1 12.2 Carr, p. 241
- ↑ Cooke, p. 34
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 Mitchell Vol.I, pp. 116–117
- ↑ 15.0 15.1 Carr, p. 21
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 Sadie, p. 527
- ↑ 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 17.7 Carr, p. 237
- ↑ Mitchell, Vol. I p. 117 and pp. 131–34
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 July 2011. ციტირების თარიღი: 16 March 2010.
- ↑ 20.00 20.01 20.02 20.03 20.04 20.05 20.06 20.07 20.08 20.09 20.10 20.11 20.12 20.13 20.14 20.15 20.16 20.17 20.18 20.19 20.20 20.21 Carr, p. 238
- ↑ Cooke, pp. 33–35
- ↑ Mitchell Vol. II, pp. 165–167; 269
- ↑ Cooke, pp. 52–58
- ↑ 24.0 24.1 Cooke, pp. 60–65
- ↑ 25.00 25.01 25.02 25.03 25.04 25.05 25.06 25.07 25.08 25.09 25.10 25.11 25.12 Carr, p. 239
- ↑ Cooke, pp. 66–69
- ↑ Cooke, pp. 80–83
- ↑ Cooke, pp. 83–87
- ↑ Cooke, pp. 88–91
- ↑ Cooke, pp. 91–102
- ↑ Cooke, pp. 103–13
- ↑ Cooke, pp. 114–118
- ↑ Bloomfield, Theodore (1990). „In Search of Mahler's Tenth: The Four Performing Versions as seen by a Conductor“. The Musical Quarterly. Oxford University Press. 74 (2): 175–96. doi:10.1093/mq/74.2.175. JSTOR 742188.
- ↑ Bouwman, Frans (1990). „Unfinished Business: editing Mahler's 10th“. The Musical Times. The Musical Times Publications Ltd. 142 (4): 43–51. doi:10.2307/1004576. JSTOR 1004576.
- ↑ Cooke, pp. 118–21
- ↑ Cooke, p. 27
- ↑ 37.0 37.1 Cooke, p. 28
- ↑ 38.0 38.1 Cooke, p. 29
- ↑ Cooke, pp. 30–32
- ↑ Mitchell, Vol. II p. 25
- ↑ Cooke, p. 36
- ↑ Cooke, p. 37
- ↑ Cooke, p. 38
- ↑ 44.0 44.1 Cooke, p. 39
- ↑ 45.0 45.1 Cooke, p. 40
- ↑ Cooke, p. 41
- ↑ Cooke, p. 42
- ↑ Cooke, p. 59
- ↑ Cooke, pp. 59–60
- ↑ 50.00 50.01 50.02 50.03 50.04 50.05 50.06 50.07 50.08 50.09 Cooke, pp. 43–52
- ↑ 51.0 51.1 Cooke, pp. 71–73
- ↑ 52.0 52.1 52.2 52.3 52.4 Cooke, pp. 74–77
- ↑ Carr, p. 129
- ↑ Cooke, pp. 77–80
- ↑ Mitchell, Vol. II pp. 51–54