ესე იტყოდა ზარატუსტრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასე თქვა ზარატუსტრამ

ესე იტყოდა ზარატუსტრა: წიგნი ყველასთვის და არავისთვის (გერმ. Also sprach Zarathustra: Ein Buch für Alle und Keinen) — გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური ნოველა. ნამუშევარი 1883-85 წლებში დაიწერა და ოთხი ნაწილისაგან შედგება. ნამუშევრის უმეტესი ნაწილი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა „კვლავდაბრუნების იდეა“, „ღმერთის გარდაცვალების“ ქარაგმა, და ზეადამიანის „წინასწარმეტყველება“, რომელიც პირველად ნიცშეს მხიარულ მეცნიერება-ში იქნა ნახსენები. წიგნი, რომელსაც თავად ნიცშე „ყველა დროის ყველაზე ღრმა“ ნამუშევარს უწოდებდა, წარმოადგენს ეზოთერულ ტრაქტატს ფილოსოფიაზე და მორალზე. წიგნის პროტაგონისტი არის განდეგილი წინასწარმეტყველი - ზარათუშტრა, რომელიც ასკეტიზმს მიატოვებს და კაცობრიობას დაუბრუნდება საქადაგებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრიდრიხ ნიცშე, ესე იტყოდა ზარატუსტრა (წიგნი ყველასათვის და არავისთვის), გერმანულიდან თარგმნა ერეკლე ტატიშვილმა; რედ. თამაზ ბუაჩიძის და როსტომ ჩხეიძის, თბ., 1993