გლადიატორი
გლადიატორი (ლათ. gladius — „ხმალი“, „გლადიუსი“) — მებრძოლთა სახელი ძველ რომში, რომლებიც ერთმანეთს ან ცხოველებს ებრძოდნენ ძველ რომში მაყურებელთა განწყობის ასამაღლებლად.
ლეგენდარული რომაელი გლადიატორები სიცოცხლეს წირავდნენ იმისთვის, რომ მაყურებლები ცირკიდან კარგი განწყობით წასულიყვნენ. რომის იმპერიისთვის ეს სისხლიანი სანახაობა, ნარკოტიკების მსგავსი იყო.
ეს ეტრუსკული წეს-ჩვეულება რომაელთა ცხოვრებაში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის შედეგად დამკვიდრდა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც გახდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს მუშაობდა და ბევრსაც ომობდა, ხოლო გასართობად ცხენოსნობას ან თეატრალურ წარმოდგენებს ამჯობინებდა. გლადიატორთა ბრძოლამ სახალხო წარმოდგენის სახე ოფიციალურად მხოლოდ ჩვენს წელთააღრიცხვამდე 105 წელს მიიღო.
რომაელ არისტოკრატთა შორის თანდათან მოდაში შემოვიდა საკუთარი გლადიატორების ყოლა, რომლებსაც თავიანთი გამოსვლით პატრონისათვის არა მარტო შემოსავალი მოჰქონდა, არამედ პირადი დაცვის ფუნქციასაც ასრულებდნენ. ამ მხრივ ყველას იულიუს კეისარმა აჯობა, რომელსაც ერთ დროს 2 ათასი გლადიატორი ჰყავდა.
აღსანიშნავია, რომ გლადიატორები არა მხოლოდ მონად გაყიდულ ადამიანები ხდებოდნენ. მათ რიგებს ზოგჯერ ისეთებიც უერთდებოდნენ, რომლებსაც დიდება და სიმდიდრე ხიბლავდათ. ამ ”პროფესიის” საშიშროების მიუხედავად, სოციალურად დაბალი ფენიდან გამოსულ, მაგრამ ძლიერ ახალგაზრდას გამდიდრების შანსი ეძლეოდა. იმპერატორმა ნერონმა, ერთ-ერთ გლადიატორს მთელი სასახლეც კი აჩუქა. ზოგიერთი ცნობილი გლადიატორი კი ნებისმიერ მსურველს ფარიკაობის გაკვეთილს უტარებდა, რაშიც კარგ გასამრჯელოს იღებდა. ყველაზე ბოლოს არენაზე გლადიატორები გამოდიოდნენ, რომლებიც მარჯვენა ხელს იშვერდნენ და ყვიროდნენ:
„ ”კეისარო! სიკვდილისკენ მიმავალნი მოგესალმებით! “
|
თითქმის ყველა რომაელი იმპერატორი თამაშების გრანდიოზულობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რითაც ხალხის ბრბოს სიყვარულის მოპოვებას ცდილობდა. იმპერატორმა ტიტუსმა კოლიზეუმის გახსნისას იმ 17 000 ებრაელის მოკვლის ბრძანება გასცა, რომლებიც ამ გიგანტური ნაგებობის მშენებლობაში მონაწილეობდნენ, ხოლო იმპერატორმა კომოდოსმა გლადიატორების სკოლა თავადაც გაიარა. იმპერატორის მონაწილეობით გამართული ყველა ბრძოლა მისი გამარჯვებით მთავრდებოდა.
სისხლიან ორგიებს საბოლოო წერტილი დაუსვა ქრისტიანულმა ეკლესიამ. 365 წელს ეკლესიამ, რომლის პირველი მიმდევრებიც არენაზე ცხოველების ლუკმად იქცნენ, ამ ორთაბრძოლების აკრძალვას მიაღწია, ხოლო 404 წელს ბერი ტელემაქი გლადიატორთა ბრძოლაში ჩაერია და საკუთარი სიცოცხლის ფასად, მათი შეჩერება შეძლო. ეს ინციდენტი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ქრისტიანი იმპერატორისთვის, რომელმაც გლადიატორთა ბრძოლა აკრძალა.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mañas, Alfonso (2011). Munera Gladiatoria: Origen del deporte espectáculo de masas (Spanish). University of Granada. ISBN 978-84-695-1026-1.
- Wisdom, Stephen. Gladiators: 100 BC–AD 200[მკვდარი ბმული]. — Osprey Publishing, 2001. — 64 p. — ISBN 9781841762999.
- Nossov, Konstantin. Gladiator: Rome’s bloody spectacle დაარქივებული 2022-04-07 საიტზე Wayback Machine. . — Osprey Publishing, 2009. — 208 p. — ISBN 9781846034725.
- Лосев А. Ф. Гладиаторы დაარქივებული 2020-05-28 საიტზე Wayback Machine. // Эллинистически-римская эстетика I—II в. н. э. — М.: Издательство МГУ, 1979. — С. 45—55.
- Мэттьюз Руперт. Гладиаторы / Пер. с англ. Н. В. Микелишвили. — М.: Мир книги, 2006. — 320 с.: ил. — ISBN 5-486-00803-1.
- Носов К. С. Гладиаторы. — М.: Эксмо, 2010. — 224 с.: ил. — (Военная история человечества). — ISBN 978-5-699-41317-1.
- Паолуччи Фабрицио. Гладиаторы. Обреченные на смерть / Пер. с итал. — М.: Ниола-Пресс, 2010. — 128 с.: ил. — (Тайны истории). — ISBN 978-5-366-00578-4.
- Хефлинг Гельмут. Римляне, рабы, гладиаторы: Спартак у ворот Рима / Пер. с нем., послесл. и комм. Е. В. Ляпустиной. — М.: Мысль, 1992. — 272 с. — ISBN 5-244-00596-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Britannia Gladiators. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-31. ციტირების თარიღი: 2012-06-02.
- Gladiators. Archaeology. Archaeological Institute of America (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2010. ციტირების თარიღი: 7 March 2011.
- Grout, James. (1997–2011)The Roman Gladiator. Encyclopædia Romana – Notae: Essays on the History and Culture of Rome. ციტირების თარიღი: 7 March 2011.
- Kupper, Monika; Jones, Huw. Gladiator bones found in Turkey Gladiators' graveyard discovered. BBC (2 May 2007). ციტირების თარიღი: 7 March 2011.