შინაარსზე გადასვლა

გიორგი კალანდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი კალანდია
დაბ. თარიღი 31 მარტი, 1975(1975-03-31) (49 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
 საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ისტორიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ღირსების მედალი

გიორგი კალანდია (დ. 31 მარტი, 1975, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, 2019 წლიდან საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი. გადაცემა „ჩვენებურების“, „წერილები იმედზე“, ავტორი. „დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის“ თავმჯდომარე. მისი ავტორობით გამოიცა 10-მდე წიგნი. 2010–2011 წლებში ასწავლიდა ილიას უნივერსიტეტის სატელევიზო ცენტრში. 2010 წლიდან დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლიდან ამავე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 2019 წლიდან აზიის სამეფო საზოგადოების წევრი. 2020 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი.

გიორგი კალანდია დაიბადა 1975 წლის 31 მარტს თბილისში. 1992 წელს დაასრულა თბილისის 187-ე საშუალო სკოლა. 1996 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 2007 წელს ევროკავშირის პოლიტიკური სკოლა (სტრასბურგი), 2011 წელს კი ოქსფორდის უნივერსიტეტის დუბლინის ECM კოლეჯი (ინგლისური ენა).

2004–2011 წლებში გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით თურქეთში ეწყობა რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარს მიღმა მცხოვრები ქართველების („ჩვენებურები“) ტრადიციების, ფოლკლორისა და ენის თავისებურებების შესწავლას. ექსპედიციების დროს ფირზე დაფიქსირდა ათეულობით ქართული სოფელი, ფოლკლორის ნიმუში და ისტორიული ძეგლი.[1]

2004 წელს ტელეკომპანია „მზის“ ბაზაზე მომზადდა ლაზეთის შესახებ პირველი დოკუმენტური ფილმი „მზერა ლაზეთიდან“[2]. ამავე წელს გ. კალანდიას ექსპედიცია ფირზე აფიქსირებს ქართულ ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

2006 წელს გ. კალანდიას ხელმძღვანელობით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოწყობილი ექსპედიციის დროს ფირზე დაფიქსირდა ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა ყოფა–ცხოვრება და ტრადიცია. ასევე ქალაქ ისპაჰანში არსებული ქართული ისტორიული წარწერები და სხვა.

2006 წელს მისმა სამეცნიერო ექსპედიციამ მოამზადა პირველი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ციკლი (4 ფილმი) სომხეთში არსებული ქართული კვალის შესახებ. ფილმში შევიდა ახტალისა და ქობაირის ქართული მონასტრების კადრები, მატენადარანში დაცული ქართული ხელნაწერები და სხვა.[3]

2006–2007 წლებში გ. კალანდია მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციაში რომლის მიზანიც ინდოეთში, ქალაქ გოაში არსებული სამონასტრო კომპლექსის და იქ გადმოცემის მიხედვით დაცული ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების გადაღება იყო.[4]

2007 წლის სამეცნიერო ექსპედიციის დროს გიორგი კალანდიამ პარეხთას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოაჩინა აქამდე უცნობი ნუსხური წარწერა, რომელშიც ბაგრატ კურაპალატი მოიხსენიება.[5] ამავე წელს მან ფირზე დააფიქსირა ქალაქ ლისაბონში დაგრასას მონასტერში არსებული ქეთევან წამებულის ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულის ამსახველი უნიკალური პანო.

2007 წელს სამეცნიერო ექსპედიცია მისი ხელმძღვანელობით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას ესტუმრა, სადაც ფირზე დაფიქსირდა ის ისტორიული ადგილები თუ ძეგლები, რომლებიც ქართველ მამლუქთა მოღვაწეობას უკავშირდებოდა.[6]

2007 წელს გიორგი კალანდიას ექსპედიციამ ასევე პირველად მოამზადა დოკუმენტური ფილმები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებული ქართული კვალის შესახებ. ფილმში ასახულია სამეგრელოს უფლისწულის ნიკოლოზ დადიანის, თავადი წერეთლის, გრიგოლ ბაკურიანის ძის როლი ბულგარეთის ისტორიაში. ასევე დაფიქსირებულია სოფიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერი „პეტრიწონის ტიპიკონი“[7].

2008 წელს გიორგი კალანდიამ მოამზადა პირველი ბიოგრაფიული ფილმი ლაზი მომღერლისა და საზოგადო მოღვაწის ქაზიმ ქოიუნჯუს შესახებ.[8]

2009 წელს გიორგი კალანდია (ქ. ასათიანთან ერთად) ექპედიციას აწყობს ქალაქ ანისში ტიგრან ჰონენცის ტაძრის შესასწავლად და 17 უცნობ ქართულ წარწერას აქვეყნებს.[9]

2010–2011 წლებში მისი მონაწილეობით მოეწყო სამეცნიერო ექსპედიციები იერუსალიმსა და საბერძნეთში, მომზადდა დოკუმენტური ფილმები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის და კოლხი მედეას ტრაგიკული ისტორიის შესახებ.

2011 წელს გიორგი კალანდიას ექსპედიციამ შეისწავლა და პირველად გამოაქვეყნა (თანავტორი ქ. ასათიანი) იშხნის ტაძრის სამხრეთ კედელზე არსებული უცნობი ასომთავრული წარწერები.[10]

2011–2012 წლებში ირლანდიაში გიორგი კალანდიამ ორი სამეცნიერო ექსპედიცია განახორციელა. პირველი ექსპედიცის დროს დუბლინიდან საქართველოში გიორგი ერისთავის ბიბლიოთეკის ნაწილი ჩამოიტანეს, მეორე ექსპედიციის დროს კი ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის მაკო საფაროვას მემკვიდრეებისა და არქივის შესახებ დოკუმენტური ფილმი მომზადდა.[11]

2012 წელს გიორგი კალანდიას ექსპედიციამ სომხეთში, ქობაირის მონასტერში მიაკვლია და გამოაქვეყნა (ქ. ასათიანის თანავტორობით) ის ეპიტაფიები, რომლებიც უცნობი იყო და XIII-XIV საუკუნეების საქართველოს ხელისუფლებისა თუ მაღალი სამხედრო არისტოკრატიის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა [12].

უცხოეთში ქართული ისტორიული კვალის ძიებასთან ერთად გიორგი კალანდიას სამეცნიერო ინტერესს დასავლეთ საქართველოს ისტორია წარმოადგენს. მან პირველმა შეისწავლა და გამოაქვეყნა ცაიშის, ხობის, მოქვისა და დრანდის ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგები. დეტალურად აღწერა ცაიშის ფრესკული მხატვრობა, შეისწავლა წალენჯიხის მონასტრის ეკვდერთა მოხატულობა, ბედიის საეპისკოპოსოს ისტორია, საზღვრები, ყმა–მოლაშქრეები.[13][14]

2017 წელს გიორგი კალანდიას ხელმძღვანელობით განხორციელებულმა პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ სამეცნიერო კვლევების დარგში ევროპის კულტუტრული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ მიიღო.

2018 წლიდან ტელეკომპანია იმედში უძღვება რუბრიკას „ამბები ხელოვნების სასახლიდან“. 9 აპრილისადმი მიძღვნილ გადაცემაში პირველად აჩვენეს უნიკალური კადრები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის, მისი მხარდამჭერი მიტინგების დარბევების, სახელმწიფო გადატრიალებისა და გამსახურდიას მომხრეთა სასტიკი დევნის შესახებ. გადაცემას საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

  • „დადიანების სასახლეების საგანძური“ თბ., 2003
  • „ოდიშის საეპისკოპოსოები“ თბ., 2004
  • „მარიამ ღვთისმშობლის სიწმინდეები და საქართველო“ თბ., 1999
  • „ზუგდიდის ისტორიული მუზეუმი“ თბ., 2002
  • „ზუგდიდის დადიანების სასახლე“ თბ., 2001
  • „გაძარცვული საგანძური“ თბ., 2006
  • „ფერადი წარსული” (სერგეი პროკუდინ გორსკის ფოტოალბომი) თბ., 2007
  • „დადიანების სამხედრო განძი“ თბ., 2008
  • „ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ -არქიტექტურული მუზეუმის გზამკვლევი“ თბ., 2009
  • „ახმედ მელაშვილი- ჩვენებურთა ბელადი“ თბ., 2010
  • „დადიანები“ თბ., 2011
  • „ქართველები პირველ მსოფლიო ომში“ თბ., 2014
  • „უორდროპები და საქართველო“ თბილისი-ლონდონი-ოქსფორდი, თბ., 2014
  • „ქართული თეატრი და კინო“- სერიიდან „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“ ტომი 7. თბ., 2015
  • „მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“ თბ., 2017
  • „პეტრე ოცხელი - 110“ თბ., 2017
  • „ექვთიმე თაყაიშვილი და ტაო-კლარჯეთი“. თბ., 2017
  • „ქსოვილი საქართველოდან“ (თანაავტორები: ირაკლი ზამბახიძე, ირინე საგანელიძე). თბ., 2017
  • „სამი ქართული ამბავი“ თბ., 2017
  • „ანბანი როგორც ისტორია“ თბილისი-ოფენბახი, 2018
  • „ევროპული ხელოვნება და საქართველო“. თბილისი.2018
  • „ქსოვილი საქართველოდან- ქართველთა თავსაბურავი“. თბილისი. 2019
  • „ზვიად გამსახურდია- 80“. თბილისი. 2019
  • „ვერნერ რუდიგერის ფოტოდღიური“. თბილისი. 2019
  • „ვეფხვაძეები - მხატვართა ოთხი თაობა“. თბილისი. 2019
  • „მარინა ივანიშვილი- სხეული რომელსაც ვეზიარებით“. თბილისი. 2019
  • „ფლორენსკები- მრავალეროვანი საქართველოს ხიბლი“. თბილისი. 2019
  • „ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“. თბილისი. 2020
  • „ქსოვილი როგორც ხელოვნება“ (საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის ქსოვილისა და კოსტიუმის კოლექციის კატალოგი). თბილისი. 2020
  • „ანისი — მრავალეროვანი კავკასიის სიმბოლო“. თბილისი. 2020
  • „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, ტომი 1. (საფრანგეთი, ინგლისი, ბულგარეთი). თბილისი. 2020

დოკუმენტური ფილმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „საქართველოს სული ვარ“
  • „ფერიანი სიზმრები“
  • „ქვათა ღაღადი“
  • „ერთი ჭოროხის შვილები“
  • „გელინო“
  • „მონატრებული ლაზეთი“
  • „საქართველოს მნათობი“
  • „ჰერეთი“
  • „მისრეთის მხედრები “
  • „ლაზეთის ბულბული“
  • „შენი გულის ჭირიმე“
  • „ბალკანეთის გმირები“
  • „აღმოსავლეთის მზე“
  • „ახმედ მელაშვილი”
  • „ქართული ნაციონალური კოსტუმის ისტორია“
  • „ქართული ანიმაციის ისტორია“
  • „ქართული ცეკვის რაინდი-დავით ჯავრიშვილი“
  • „ქართული ირლანდია“
  • „აცეკვებული სვანეთი“
  • „ხელოვნების სასახლე“
  • „ცოცხალი ლეგენდები-რეზო ჩხეიძე“
  • „ცოცხალი ლეგენდები-ელდარ შენგელაია“
  • „დახვრეტილი საქართველო“
  • „ქართული გვირგვინი“
  • „ქართული ეროვნული კოსტიუმი“
  • „ქართული ანბანი“
  • 1996 — ღირსების მედალი
  • 1996 — საქართველოს პრეზიდენტის პრემია სტუდენტური მოღვაწეობისათვის
  • 1997 — მედალი სტუდენტური მოღვაწეობისათვის
  • 1999 — საქართველოს კათალიკოს პატრიარქის საპატიო სიგელი
  • 2004 — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრემია და სიგელი
  • 2005 — სახალხო კინოფესტივალი „მზე“ I ადგილი
  • 2006 — საერთაშორისო მართლმადიდებლური ფესტივალი. მედალი საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის
  • 2006 — ტელეკომპანია „იმედი“ პრემია საუკეთესო ეროვნული გადაცემისათვის
  • 2007 — საერთაშორისო მართლმადიდებლური ფესტივალი. I ადგილი. საუკეთესო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმისათვის
  • 2007 — პრემია „პარნასი“
  • 2009 — ოქროს ფრთა, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი
  • 2010 — რუსთაველის სახელობის სტიპენდია
  • 2018 — ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ (ირაკლი ზამბახიძესთან და ირინა საგანელიძესთან ერთად)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. გ. კალანდია. თურქული დღიური. (გადაცემა „ჩვენებურების“ ტელექსპედიციის ანგარიშები) ნაწილი I. ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“ № 12. 2010. ISSN 1512-3189
  2. გ. კალანდია. თურქული დღიური. (გადაცემა “ჩვენებურების” ტელექსპედიციის ანგარიშები) ნაწილი II. ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“ № 1, 2011. ISSN 1512-3189
  3. გ. კალანდია, „ექსპედიციის ჟურნალი - სომხეთი“, ჟურნალი „უფლის ციხე“ № 2. 2012, ISSN 2233-310
  4. გ. კალანდია, „საქართველოს მნათობი“ ქეთევან დედოფალი ინდოეთში, ჟურნალი, „ივერიელნი“ № 2, 2007
  5. გ. კალანდია. თურქული დღიური. (გადაცემა „ჩვენებურების“ ტელექსპედიციის ანგარიშები) ნაწილი V. ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“ № 3. 2011, ISSN 1512-3189
  6. გ. კალანდია, „ქართველ მამლუქთა არქიტექტურა“ ჟურნალი „სტილი“ № 23, 2007
  7. გ. კალანდია, „ბალკანეთის გმირები“ ჟურნალი „ივერიელნი“ № 8, 2008. ISSN 1512-4312
  8. გ. კალანდია, ლაზისტანის ბულბული ჟურნალი „ივერიელნი“ № 6, 2007 ISSN 1512-4312
  9. გ. კალანდია, ქ. ასათიანი, „ანისის ნაქალაქარის ქართული წარწერები (I და II სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიშები)“, ვალერი სილოგავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული. თბ. 2011
  10. გ. კალანდია, ქ. ასათიანი. „იშხნის ტაძრის მშენებლობის ისტორიისთვის“ ჟურნალი „ცისკარი“ № 7-8, 2011 ISSN 0132-6023
  11. გ. კალანდია, „ახალი ქართულ-ირლანდიური საგა“ ჟურნალი „ისტორიანი“ № 3 (27). 2013
  12. ქობერის 1 და მე-2 სამეცნიერო ექსპედიციის პირველადი შედეგები (საინფორმაციო მიმოხილვა) ჟურნალი „საისტორიო კრებული“ № 2. ISSN 1987-7285
  13. გ. კალანდია, „ოდიშის საეპისკოპოსოები“ თბ. 2004
  14. წალენჯიხის ტაძრის მოხატულობა. ჟურნალი „ივერიელნი“ ISSN: 1512-4312. - N6.