ვალერიან გაფრინდაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაფრინდაშვილი, ვალერიან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაფრინდაშვილი.
ვალერიან გაფრინდაშვილი

ტიციან ტაბიძე და ვალერიან გაფრინდაშვილი
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1888 (2 იანვარი, 1889)
დაბადების ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 31 იანვარი, 1941(1941-01-31)[1] (52 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ჟურნალისტი, პოეტი, მთარგმნელი და მწერალი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკას დროშა ადფრ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი
მეუღლე ირინა ჭავჭავაძე

ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი (დ. 2 იანვარი, 1889 [ძვ. სტ. 21 დეკემბერი, 1888], ქუთაისი — გ. 31 იანვარი, 1941, თბილისი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, 1914 წელს კი - მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „მეგობარში“. 1916 წელს იყო „ცისფერყანწელების“ ორდენის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, 1919—1924 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „მეოცნებე ნიამორებს“. წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას. მის შემოქმედებაში გამოვლინდა ქართული სიმბოლისტური პოეზიის იდეურ-თემატიკური და მხატვრული მოტივები. ლექსების პირველი კრებული „დაისები“ 1919 წელს გამოსცა. ეს იყო ქართული სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპური ლექსების კრებული. 1920-იანი წლების დამდეგიდან პოეტის შემოქმედებაში დაიწყო „მიწასთან დაბრუნების“ ხანა, მან ახლებურად გაიაზრა პოეტური ხელოვნების პრინციპები. საგულისხმოა გაფრინდაშვილის წერილები შოთა რუსთაველზე, დავით გურამიშვილზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ქართულად თარგმნა ეჟენ პოტიეს, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ჰაინრიხ ჰაინეს, ვიქტორ ჰიუგოს, ედგარ ალან პოს, ალექსანდრე პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის ნაწარმოებები. რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. თბილისში გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულები: „ლექსები“ (1926), „ლექსები“ (1937), „რჩეული“ (1956), ხოლო 1990 — კრებული, სადაც ლექსებთან ერთად შევიდა პოემა, თარგმანები, ესეები, წერილები მწერლის არქივიდან.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთანვე პანთეონში დასაფლავებული არიან:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ე., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 86.
  • ასათიანი, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 19-20.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 98, თბ., 1994
  • რადიანი, შ., „რჩეული წერილები“, თბილისი, 1972
  • აფხაიძე, შ. „წერილები და მოგონებები“, თბილისი, 1969
  • ჩხენკელი, თ. „წერილები, თბილისი, 1966
  • ასათიანი, ლ. „რჩეული ნაწერები“, ტ. 1, თბილისი, 1958

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Гаприндашвили Валериан Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.