მეგობარი (გაზეთი)
იერსახე
„მეგობარი“ — ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი, ეროვნული, ანტორუსული და სოცილისტური მიმართულებისა; სოციალისტ-ფედერალისტების გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1906-1907 წლებში, 1906 წელს დახურული „შრომის“ ნაცვლად და მასში თანამშრომლობდნენ „შრომის“ ყოფილი თანამშრომლები. რედაქტორი-გამომცემელი — გრიგოლ რცხილაძე. გაზეთში თანამშრომლობდნენ ლუარსაბ ბოცვაძე, გ. დიასამიძე, ალექსანდრე ფრონელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ილია ნაკაშიძე, ე. ჩერქეზიშვილი, მ. წერეთელი, მ. ცაგარელი, მალაქია ბოლქვაძე და სხვები. გაზეთში გამოქვეყნდა პარტიის პროგრამა რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის. დაიხურა 1907 წლის 3 იანვარს თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით. მის ნაცვლად გამოვიდა გაზეთი „ისარი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 535.
- მიქელაძე ნ., ქართული სოციალისტ- ფედერალისტური პრესა 1906 -1908 წლებში, თელავი, 2008. — გვ. 43-69.