შინაარსზე გადასვლა

გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარდამავალი პერიოდი ეკონომიკაში აღნიშნავს გეგმური ეკონომიკიდან თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პროცესს. ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნები მოიაზრება გარდამავალ ეკონომიკურ სივრცეში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კამბოჯა და ვიეტნამიც ასევე ხშირად ამ სიაში ერთიანდება. ეს ეკონომიკები და მათი დინამიკა ინტენსიური შესწავლის საგანია ეკონომიკური განვითარების პროპონენტთა მიერ მსოფლიო ბანკსა და მრავალ უმსხვილეს ეკონომიკურ კვლევით ინსტიტუტებში.

გარდამავალი ეკონომიკის ინდიკატორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერძო საკუთრებაზე უფლებების არსებობა საბაზრო ეკონომიკის საბაზისო ელემენტია და, შესაბამისად, ამ უფლებათა დაკანონება გარდამავალი პროცესის მთავარი ინდიკატორია.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) ჩამოყალიბებული აქვს გარდამავალ პერიოდში პროგრესის გამოთვლის ინდიკატორები. კლასიფიკაციის სისტემა თავდაპირველად ამ ბანკის 1994 წლის გარდამავალი პერიოდის ანგარიშში გამოქვეყნდა, თუმცა მომდევნო წლების ანგარიშებში ის რამდენიმეჯერ შესწორდა და დაიხვეწა. ეს ინდიკატორებია:

  • ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია
  • მცირე ზომის საწარმოთა პრივატიზაცია
  • მთავრობისა და სამეწარმეო რესტრუქტურიზაცია
  • ფასთა ლიბერალიზაცია
  • სავაჭრო და საგარეო გაცვლითი სისტემების რეორგანიზაცია
  • კონკურენციის წახალისების პოლიტიკა
  • საბანკო რეფორმა და საპროცენტო განაკვეთების ლიბერალიზაცია
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრებისა და არასაბანკო ფინსნსური ინსტიტუტების განვითარება
  • ინფრასტრუქტურის რეფორმა

ქვეყნები გარდამავალი ეკონომიკით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემოთაღნიშნეული კლასიფიკაციით ამჟამად გარდამავალ ეკონომიკათა სიაში 25 ქვეყანა მოიაზრება:

აზია

ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპა

თანამეგობრობის ქყვენები (დსთ)

შენიშვნა: *თურქმენეთი გამოვიდა თანამეგობრობიდან 2005 წლის 26 აგვისტოს და მხოლოდ ასოცირებული წევრია.

გარდამავალი პერიოდი საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ეკონომიკური დოქტრინა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო საბჭოთა სისტემაში მთლიანად ინტეგრირებული ცენტრალიზებულად გეგმვადი ეკონომიკური სისტემიდან დამოუკიდებელი ქვეყნის სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა გარდამავალ პერიოდში, წარმოდგენილი იქნა „მრგვალი მაგიდის“ 1990 წლის უზენაესი საბჭოს საარჩევნო პროგრამაში და 1991 წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ზვიად გამსახურდიას პროგრამაში.